workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინიას ტრანსფერის ახალი ფინანსური დეტალები

რაფინიას ტრანსფერის ახალი ფინანსური დეტალები

რაფინიას “ბარსელონაში” ტრანსფერი ფინანსურად იმაზე მეტად წარმატებულია, ვიდრე აქამდე გვეგონა. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

აქამდე ვიცოდით, რომ “ბარსელონა” “ლიდს იუნაიტედის” ფიქსირებულ თანხას გადაუხდიდა, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით 55-დან 58 მილიონ ევრომდე მერყეობდა. ბონუსებად კი 7 მილიონი ევრო იყო გათვალისწინებული.

ესპანური გამოცემის ცნობით ბონუსები უფრო მეტია, მაგრამ ფიქსირებული თანხა გაცილებით ნაკლები. საუბარია იმაზე, რომ “ლიდსი” გარანტირებულად მხოლოდ 48 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსებად კი 12 მილიონი ევროა გათვალისწინებული, მაგრამ “ბარსას” ამ ბონუსების გადახდა ნამდვილად აწყობს.

საქმე ისაა, რომ ბონუსების უდიდეს ნაწილს კატალონიური კლუბი იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ რაფინია “ბარსასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

“ბარსელონამ” ამ პირობებს მიაღწია მაშინ, როდესაც “ჩელსი” რაფინიაში დაახლოებით 70 მილიონ ევროს იხდიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • I.S.
    schedule 21 ივლ 2022, 20:01
    #4

    nika 54,

    ციტატა: nika 54

    ციტატა: EL MAESTRO 6
    ნეტა მოვიგოთ ლიგა და 12 მილიონის დედაც ვატირე🤣


    დამასწარი, ზუსტად ეგ უნდა დამეწერა. barca-5


    5-ჯერ მოვიგოთ ზედიზედ და 60 ლიმონსაც რა უჭირს:)

  • Davita
    schedule 21 ივლ 2022, 17:42
    #3

    რაფინიაში 70 რატო უნდა გადაიხადო :დ

  • nika 54
    schedule 21 ივლ 2022, 16:38
    #2

    ციტატა: EL MAESTRO 6
    ნეტა მოვიგოთ ლიგა და 12 მილიონის დედაც ვატირე🤣


    დამასწარი, ზუსტად ეგ უნდა დამეწერა. barca-5

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 ივლ 2022, 13:37
    #1

    ნეტა მოვიგოთ ლიგა და 12 მილიონის დედაც ვატირე🤣