workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გუნდი მზადებას განაგრძობს

გუნდი მზადებას განაგრძობს

“ბარსელონა” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძნობს – დღეს გუნდმა მაიამიში, “ინტერ მაიამის” ბაზაზე მესამე ვარჯიში ჩაატარა.

სესია ფორტ ლოდერდეილში, მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის ფონზე გაიმართა. მასში მონაწილეობა განაცხადში მყოფმა ყველა ფეხბურთელმა მიიღო, გარდა ფერან ტორესისა, რომელიც ფეხის დაზიანების გამო ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

მირალემ პიანიჩმა გუნდთან ერთად, საფრანგეთში წასვლამდე, ბოლოჯერ ივარჯიშა – კლუბის ნებართვით, ის ნიცაში გაემგზავრება, რათა მეორე შვილის დაბადებას დაესწროს. სავარაუდოდ, ბოსნიელი აშშ-ში 21 ივლისს დაბრუნდება.

ფოტო ინტერ მაიამისთან

ვარჯიშის წინ, ფეხბურთელებმა დრო იხელთეს და “ინტერ მაიამის” შტაბთან ფოტო გადაიღეს. “ბარსა” ამ კლუბს 20 ივლისს დაუპირისპირდება.ადგილობრივი დროით დღის მეორე ნახევარში, “დრაივ ფინქ სთედიუმზე” (სადაც ზემოხსენებული მატჩი გაიმართება) კიდევ ერთი სესიაა დაგეგმილი. მანამდე, სერჟიო ბუსკეტსი და ანდრეას კრისტენსენი პრესკონფერენციას გამართავენ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 19 ივლ 2022, 15:01
    #4

    მოკლედ ამაღამაა ხომ?

  • katalomia
    schedule 18 ივლ 2022, 22:44
    #3

    შვარნოლდ არცნეიგერია ტიპი😂

  • Hyperion
    schedule 18 ივლ 2022, 22:09
    #2

    რაფინიას ლანგლეს მომავალზე ნათელი კბილები აქვს :დ

  • La Pulga10
    schedule 18 ივლ 2022, 21:49
    #1

    ციტატა: CHEPE
    ეს სამივე უნდა გლიჯავდეს ყველაფერს წელს👌😂😂 ტრამვები არ გამაგონო ფატი თორე გაგტყიპავ და შენც არაუხო მიკრო ტრამვებს რომ იკიდებ ხოლმე


    არაუხო 2 დღეში იშუშებს ხოლმე მაგ ტრამვებს,ტიპი მართლა ცხოველია.