workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი სევილიასთან მოგების შემდეგ

ჰანსი ფლიკი სევილიასთან მოგების შემდეგ

ჰანსი ფლიკმა შესვენებაზე მოედანი შეწუხებულმა დატოვა. “რამონ სანჩეს-პისხუანზე” “ბარსელონას” თამაში არ მისდიოდა და გამოსავალი სასწრაფოდ იყო მოსაძებნი. ფრე გერმანელ სპეციალისტს არ აკმაყოფილებდა, თუმცა მეორე ტაიმში მან საჭირო ბერკეტებს მიაგნო – გუნდმა საბოლოოდ სამი გოლი გაიტანა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

“ძალიან ბედნიერი ვარ აქ გამარჯვებით. პირველ ნახევარში რთული მატჩი გამოდგა, რამდენიმე შეცდომაც დავუშვით, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაციის გამოსწორება შევძელით.”

თამაშის მთავარი გმირი კვლავ რაფინია გახდა, რომელიც ფენომენალურ ფორმაშია. ბრაზილიელმა ცრუ ცხრიანის პოზიციაზე კიდევ ერთი ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავისი სტატისტიკა წარმოუდგენელ ნიშნულამდე აიყვანა: 12 გოლი ლა ლიგაში და ჯამში 14 ბურთი ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით.

“კლუბისთვის ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. როცა ხედავ, როგორ უკავშირდება ის გულშემატკივრებსა და გუნდს, ხვდები, რომ ის ნამდვილი ლიდერია, რომელიც მოედანზე ყველაფერს დებს. რასაც ის ამ სეზონში აკეთებს, ნამდვილი სპექტაკლია; დღეს მეორე ტაიმი საერთოდ დაუჯერებელი იყო.”

ბრაზილიელის ბრწყინვალე თამაშის მიღმა, პრესკონფერენციაზე მთავარი შეკითხვა მეკარის პოზიციას შეეხებოდა: რატომ შეაჩერა ფლიკმა არჩევანი დომინიკ ლივაკოვიჩზე ვოიცეხ შჩესნის ნაცვლად, რომელსაც ჟოან გარსიას შემცვლელად განიხილავდნენ? გერმანელმა მწვრთნელმა გადაწყვეტილების მიზეზი პირდაპირ ახსნა:

“ზოგჯერ მხოლოდ ყველაფრის გაანალიზება საკმარისი არ არის, შინაგან განცდასაც უნდა ენდო. ეს ჩემი ინტუიცია იყო და ასე გადავწყვიტეთ. ეს არ ნიშნავს, რომ შჩესნის არ ვენდობით, უბრალოდ ვიფიქრეთ, რომ დღეს ლივაკოვიჩი უკეთესი იქნებოდა. ეს საბოლოო სტატუსი არ არის, ეს კონკრეტულად დღევანდელი მატჩისთვის მიღებული გადაწყვეტილება იყო.”

ფლიკმა არ დამალა, რომ ასეთი არჩევანის გაკეთება მარტივი არ ყოფილა:

“ეს მძიმე სიტუაციაა. ის, რომ ის არ თამაშობს, ან გავის არ უწევს თამაში… ჩემთვის ეს რთულია, მაგრამ გუნდზე უნდა იფიქრო. ფეხბურთელებთან პირადი წყენა არ არსებობს.”

მწვრთნელმა ანდრეას კრისტენსენის დაზიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანიელი რამდენიმე კვირას გამოტოვებს:

“ეს კუნთის ტრავმაა, თუმცა სამედიცინო შემოწმების პასუხებს უნდა დაველოდოთ.”

ქათინაურები ერგო როდრისაც, რომელმაც მოედნის ცენტრი შესანიშნავად გააკონტროლა:

“ის უდიდესი ფეხბურთელია ბურთითაც და უბურთოდაც. ყველაფერს აკონტროლებს და ჩვენს პოზიციურ თამაშს სიმშვიდეს მატებს. ის იდეალურად უკავშირდება პედრისა და ცენტრალურ მცველებს. შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ იმით, რაც დღეს გავაკეთეთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 20 სექ 2026, 10:29
    #1

    კარგი გამოცდა იყო სევილიასთან თამაში, ნელ ნელა ვიწყებთ რთულ მეტოქეებთან ჭიდილს რაც ძალიან მიხარია და მსიამოვნებს, ელ კლასიკოს კი მოუთმენლად ველი….ხო კიდე ამ ოქროა ბურთზე ისეთი ამბავია ატეხილი, ზოგის ვის აძლევს და ზოგი ვის, თუმცა ჩემი აზრით ოქროს ბურთი წელს კუბარსიმ უნდა მოიგოს, საკლუბო დონეზეც ძალიან კარგი სეზონი ქონდა და მსოფლიო ხომ საერთოდ…მბაპეს რო ატენიან გოლების გამო საერთოდ არ მივესალმები მავის სამეულში ყოფნას მაქსიმუმ ათეულის კაციაა, გოლების ჯილდო გადწსცეს და მოჯდეს ეხლა
    იმ შავ ტრაკზე, ხვიჩა, კუბარსი, ,იამალი ,დემბელე ,მესი,მბაპე, ოლისე და ასე შემდეგ…