workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი: ბართომეუ კარგი პრეზიდენტი იყო, ლაპორტა ცდილობს

რონალდ კუმანი: ბართომეუ კარგი პრეზიდენტი იყო, ლაპორტა ცდილობს

ბარსელონაში რონალდ კუმანისა და იოჰან კრუიფის ფონდის ორგანიზებით გოლფის საქველმოქმედო ტურნირი იმართება, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე ესწრება, მათ შორის ჟოან ლაპორტა და პეპ გვარდიოლა.

ტურნირის ორგანიზატორმა, რონალდ კუმანმა ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა და რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ფრენკი დე იონგი

ფრენკის სიტუაციას ვიცნობ. მან თავად მითხრა, რომ დარჩენა უნდა. მისი სურვილი “ბარსელონაში” თამაშია და მეტი არაფერი. მხოლოდ ეს ვიცი. ჭორები ვრცელდება და არ ვიცი, ეს სიმართლეა, თუ არა. “ბარსელონა” საუკეთესოებს ყოველთვის იმატებდა და ინარჩუნებდა. განვითარებისთვის ფრენკი დე იონგის დონის ფეხბურთელები არ უნდა გავყიდოთ.

რობერტ ლევანდოვსკი

“ბარსელონასთვის” საუკეთესო მინდა და თუ ეს გუნდი საუკეთესოებს შეიძენს, კარგი იქნება. გუნდს გაძლიერება ჭირდება და ეს უკვე დიდი ხანია, ვიცით. ასევე ვიცით, რომ ეკონომიკური სიტუაცია კვლავ რთულია. ლევანდოვსკი ასაკშია, მაგრამ მან გვიჩვენა, რომ გოლების გატანა შეუძლია. მნიშვნელოვანი ტურნირების მოსაგებად გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე სხვაობას ქმნიან. ვფიქრობ, მას ჩვეულ დონეზე თამაში შეეძლება, რაც “ბარსელონასთვის” ძალიან მნიშვნელოვანია.

ჟოზეპ მარია ბართომეუ

ბართომეუსთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ვფიქრობ, ის კლუბისთვის ძალიან კარგი პრეზიდენტი იყო. მან ტიტულები მოიგო, მაგრამ არ ვიცი, რა ხდებოდა ბოლო წლებში ეკონომიკის მიმართულებით.

ჟოან ლაპორტა

ლაპორტა ცდილობს, “ბარსელონასთვის” საუკეთესო გააკეთოს. ის მიხვდა, რომ კლუბი რთულ მდგომარეობაშია. “ბარსელონასთვის” და მისი პრეზიდენტისთვის საუკეთესო მინდა. ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nikusha
    schedule 09 ივლ 2022, 20:09
    #10

    ოოო კუმან ახლა უკვე ახურებ საქმეს

  • me da barca
    schedule 09 ივლ 2022, 16:11
    #9

    კარგი პრეზიდენტის დანატოვარს იმკის დღეს ბარსა. იდიოტებში, რომ მიათხლიშა ასობით მილიონი და ასტრონომიული ხელფასები, რომ ჩამოურიგა, აი მაგას იმკის დღეს ბარსა. შენ რომ მოგიყვანა და გაბლატავა იმიტომაა ეტყობა კარგი პრეზიდენტი.

  • njanka1977
    schedule 09 ივლ 2022, 02:49
    #8

    რამდენი ბართომეუზე მართალი იყო ისე გაგიმარჯოს

  • Fc Barca Batumi
    schedule 08 ივლ 2022, 21:59
    #7

    კი არაჩვეულებრივი დასცა და გაანადგურა ბოლოს შენი ხელებით ბარსა!!! ისე მწყემსი კიკეზე რა ს იტყვი კუმან? როგორი მყემსი იყო?

  • nika 54
    schedule 08 ივლ 2022, 17:49
    #6

    გექნება აბა რა ნორმალური ურთიერთობა, კაპიკი არ შეარჩინე ბარსელონას, თითქოს ააყვავე გუნდი და უმიზეზოდ გაგიშვეს.

  • VanillaSoul
    schedule 08 ივლ 2022, 17:01
    #5

    ეს რა სლე ჰყავს გამჩენს…

  • shu1987
    schedule 08 ივლ 2022, 16:46
    #4

    ბართომეუ კარგი იყო აბა რა შენნაირი ხეებით გაავსო გუნდი და ხელფასებზე აღარაფერს ვამბობ გუნდი ჩაძირა სხვა ვინ მოახერხებდა

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 ივლ 2022, 15:34
    #3

    აი ლეგენდაა და დარჩება ლეგენდად მაგრამ ასეთი #ლეობების ფრქვევას თუარ შეეშვება შეაძულებს ყვეკას თავს, ბართონეო იყო ისტორიაში ყვეკაზე ცუდი პრეზიდენტი, მაგის გამოა ლაპორტას წვალება რომ უწევს,ლიგა რომ მოიგო როსელის მოყვანილი ფეხბურთელებით მოიგო და მაგის მერე დაიწყო გუნდის დანგრევა ნელ ნელა, ამს თუ ვერ ხედავსდა უტვინო ყოფილა მაშინ

  • Albicelecte
    schedule 08 ივლ 2022, 15:08
    #2

    ზუსტადაც რონალდ, ეკონომიკისა რომ არაფერი გაგეგება smiley smiley smiley
    ეკონომიკა ის დარგია, კლასიკური გაგებით მეცნირებაა ცხოვრების შესახებ;
    ეკონომიკისა არაფერი გაგეგება, ე.ი. ცხოვრებისა არაფერი გაგეგება sunglasses

  • M10 S9 D11
    schedule 08 ივლ 2022, 14:55
    #1

    ერთი ბართომეუ იყო კაი პრეზიდენტი და მეორე შენ ააყვავე ბარსა