ცოტა ხნის წინ, “ბარსელონას” ახალწვეულმა, ფრანკ კესიემ სიუტატ ესპორტივაზე სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე.
“ბარსას” ფეხბურთელის რანგში პრეზენტაციის შემდეგ, კოტ-დ’ივუარელი ნახევარმცველი პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასა და მატეუ ალემანისთან ერთად პრესკონფერენციას მართავს.
ჟოან ლაპორტა
მოგესალმებით, ფრანკ! შენი გაფორმებით კმაყოფილი ვარ. შენ ხარ მოთამაშე, რომელსაც აქ მოსვლა სურდა – სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვინდა.
ასევე, მსურს, მადლობა კესიეს აგენტ ჯორჯს გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, მისი ოჯახი ბარსელონაში ბედნიერი იქნება.
მატეუს, ჟორდისა და მთელ გუნდს ამ ტრანსფერს ვულოცავ. ფრანკის შეძენა ჩვენს კარგ მუშაობაზე მეტყველებს.
მწვრთნელის სურვილს, რომ ნახევარდაცვა გაგვეძლიერებინა, ვასრულებთ. კესიეს ხასიათი გვჭირდებოდა.
კოტ-დ’ივუარიდან ადრე იაია ტურე გვყავდა, რომელიც ბევრ რამეში დაგვეხმარა. ეჭვი არ მეპარება, რომ “ბარსასთვის” კესიეც უმნიშვნელოვანესი წევრი იქნება.
ბედნიერები ვართ, რომ ჩავის ასეთი ნახევარმცველი მოვუყვანეთ და მისი მოთხოვნა შევასრულეთ. კესიეს მეტოქის საჯარიმოში კარგად მოქმედება და დაცვის დახმარებაც შეუძლია – სწორედ ეს გვაკლდა.
მეორე ბერკეტის გააქტიურებას შემდეგ, ყველა ფეხბურთელის შეძენას შევძლებთ, ვინც გვსურს.
ფრენკი დე იონგი არ იყიდება. შემოთავაზებები გვაქვს, მაგრამ ნიდერლანდელის გაშვებას არ ვგეგმავთ.
ალექსია პუტელიასის ტრავმა? ის კლუბის მხარდაჭერას გრძნობს და რაც შეიძლება მალე უნდა გამოჯანმრთელდეს. ვწუხვართ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი დაზიანებულია. ალექსიას ყველაფრით დავეხმარებით.
დემბელე “ბარსელონას” ფეხბურთელი აღარაა, მაგრამ მას ჩვენი შეთავაზება აქვს. ამ მომენტისთვის, პასუხი არ გვაქვს. თუ ფრანგი ამ წინადადებას არ მიიღებს, ჩვენთან ვეღარ დარჩება.
კესიე იაია ტურეს მაგონებს. ის შესანიშნავი მოთამაშე იყო.
კრიშტიანუ რონალდუ? ჟორჟე მენდეშთან ვივახშმე. ზოგადად, სატრანსფერო ბაზარზე ვისაუბრეთ. კონკრეტული სახელების თქმა არ მსურს.
იმ ფეხბურთელების გაშვება, რომლებიც მწვრთნელის გეგმებში არ შედიან, რთულია, რადგან მათ ანაზღაურების დაკარგვა არ უნდათ.
ბედნიერები ვართ, რომ გუნდში კიდევ ერთი აფრიკელი ფეხბურთელი მოვიყვანეთ. ისტორიულად, ცნობილი აფრიკელები ყოველთვის გვყავდა… “ბარსა” აფრიკულია. ფრანკის შეძენით აფრიკანიზმი აღვადგინეთ. გვახსოვს, რომ ამ კონტინენტის წარმომადგენლები აქ ყოველთვის კარგად თამაშობდნენ – მაგალითად, იაია ტურე, სამუელ ეტო’ო და სეიდუ კეიტა.
ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. “ბარსელონას” ქომაგებს მოვუწოდებ, რომ გვენდონ. მჯერა, რომ ყველაფერს მივაღწევთ.
არ ვიცი, სხვა მექსიკურ კლუბთან ვისაუბრეთ თუ არა. მთავარი კანდიდატი “პუმასი” იყო – მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და გამპერის თასზე სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ.
მეორე ბერკეტის გააქტიურება პირველზე რთულია, მაგრამ ეს მიმდინარე თვის შუა რიცხვებამდე უნდა გავაკეთოთ.
ფრანკ კესიე
აქ ყოფნით ბენდიერი ვარ. მსურს, “ბარსელონაში” დიდ წარმატებებს მივაღწიო. თავს ამაყად ვგრძნობ.
ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. სიუტატ ესპორტივაზე გასვლით აღფრთოვანებული ვარ.
როცა ფეხბურთელი ასეთ დიდ კლუბში მოდის, საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება სურს. მინდა, თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბი მალე გავიცნო.
იაია ტურე დიდებული და სრულყოფილი მოთამაშე იყო. მსურს, მისნაირი კარიერა მქონდეს – ამისთვის ბევრი მუშაობა მომიწევს. იღბლიანი ვარ, რომ ტურესთან მითამაშია. ის ჩემი კუმირი გახლავთ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ვისაუბრე – მან მითხრა, რომ “ბარსელონა” კარგი ადგილია და აქ გამოსასვლელად ყველაფერი გამეკეთებინა. იბრამ აღნიშნა, რომ დიდი გუნდში მივდიოდი და ბევრი რჩევაც მომცა.
შუახაზელი ვარ, მაგრამ ჩემს სათამაშო პოზიციას მწვრთნელი გადაწყვეტს. მის მითითებებს შევასრულებ და შევეცდები, გუნდის სტილს მოვერგო.
როცა ჩავი გირეკავს, ყველაფერი გასაგებია. მან ამიხსნა, გუნდში რა როლი მექნება.
ვარჯიშის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. მსურს, ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო.
“მილანში” “პრეზიდენტს” მეძახდნენ, რადგან ერთ დღეს, ჩემი ავტომობილი მის ადგილზე დავაპარკინგე. პრეზიდენტმა მითხრა, რომ სხვა ადგილი დამეკავებინა, მაგრამ ვუპასუხე: “არა, დღეს “მილანის” პრეზიდენტი მე ვარ.”
ჯერ თავს სასტარტო შემადგენლობის წევრად ვერ ვხედავ, რადგან ამას მხოლოდ საუბრით ვერ მივაღწევ – ბევრი უნდა ვიშრომო. თუმცა, ჩავიმ მითხრა, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა ვიქნები. “ბარსელონა” სწორედ ამიტომ ავირჩიე.
“ბარსას” წინააღმდეგ ერთხელ მითამაშია – შესანიშნავი მატჩი იყო, რომელიც 1-0 დასრულდა. ასევე, ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრისას, პედრის დავუპირისპირდი.
მატეუ ალემანი
ტრანსფერის განხორციელებამდე, აზრს ყოველთვის მწვრთნელს ვეკითხებით. სწორედ ის წყვეტს, რომელი ფეხბურთელი უნდა მოვიდეს.
ჩავის კესიეს მოყვანა ძალიან უნდოდა.
კრისტენსენის, კესიესა და სერჟი რობერტოს დასარეგისტრირებლად სახელფასო ფონდის შემცირება გვჭირდება. როცა მეორე ბერკეტს გავააქტიურებთ, ამის გაკეთება 1:1 წესით შესაძლებელი გახდება.
გავისთან შეთანხმება მიღწეულია. ველოდებით, ის 18 წლის როდის გახდება, რათა 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმების უფლება მოგვეცეს. ამასობაში, მცირე დეტალებს მოვაგვარებთ.
ის ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ არ დაგვირეგისტრირებია, ამხანაგურ მატჩებში თამაშს უპრობლემოდ შეძლებენ.
💙 𝐊𝐄𝐒𝐒𝐈𝐄 ❤️
✅ Exames médicos pic.twitter.com/YSev5KNsIL
— FC Barcelona (@fcbarcelona_br) July 6, 2022
🤩 A preparação para um dia especial! 🤵🏾
𝐊𝐄𝐒𝐒𝐈𝐄 💙❤️ pic.twitter.com/v9ME8UnzAr
— FC Barcelona (@fcbarcelona_br) July 6, 2022
📍 Cidade Esportiva Joan Gamper
🙌 Bem-vindo, Kessie. 💙❤️ pic.twitter.com/ZLIVryeM8C
— FC Barcelona (@fcbarcelona_br) July 6, 2022
— Barça Buzz (@Barca_Buzz) July 6, 2022
#KessiéCuler 🇨🇮
💙❤ pic.twitter.com/bgVAbAYgf3— Barça Buzz (@Barca_Buzz) July 6, 2022
🤩 First touches as a 𝑪𝒖𝒍𝒆𝒓 pic.twitter.com/lQSP47m0Fq
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 6, 2022
💙❤️ @BarcaAcademy pic.twitter.com/zEpdjUruZG
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 6, 2022
Kessie family. pic.twitter.com/GtKPZ18oVS
— IG : yasalamfcb (@barcastuff_idn) July 6, 2022
— IG : yasalamfcb (@barcastuff_idn) July 6, 2022
Kessie 🔵🔴 pic.twitter.com/Yg8pkEuGzI
— IG : yasalamfcb (@barcastuff_idn) July 6, 2022
𝑩𝒂𝒓𝒄̧𝒂 𝒇𝒂𝒎𝒊𝒍𝒚 💙❤️ pic.twitter.com/pazoU2r3k0
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 6, 2022
👕💙❤️ pic.twitter.com/rawvFwWimL
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 6, 2022
პრეზენტაციის სრულ კადრებს პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ.
ბარსას პირველი შენაძენი
ისე ამას და ჩუამენს შორის ასაკში დიდი სხვაობა არაა და ეს გაცილებით გამოცდილი საიმედო ფეხბურთელია ასე მგონია ბევრად უკეთესი ტრანსფერი გაიჩარხა უფასოდ ვიდრე რეალმა 100 მილიონად.
მჯერა,რომ გაამართლებს
იწერება, რომ 19-ს აიღებს.
ნომერი აიღო უკვე?