ცნობილი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მედენში ბარსელონაში იმყოფება და დღეს ჟოან ლაპორტასთან შეხვედრას გამართავს.
მენდეშის კატალონიაში ჩასვლის ვიდეო ჟერარ რომერომ გაავრცელა. მისივე ცნობით შეხვედრის დროს საუბარი ერთ შენაძენზე და ორი ფეხბურთელის “ბარსელონადან” წასვლაზე იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრა სპონტანური არაა, ის დიდი ხნის წინ დაიგეგმა.
ჟორჟე მენდეშის კლიენტია ბერნარდუ სილვა და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი აუცილებლად ის იქნება. რაც შეეხება წამსვლელებს – “ბარსელონას” ფეხბურთელებიდან მენდეშის კლიენტები ფრანსიშკუ ტრინკაუ, ნიკო გონსალესი, ანსუ ფატ და ალექს ბალდე არიან. აქედან ტრინკაუზე ვიცით, რომ “ბარსელონას” მისი გაშვება სურს, ფატი და ნიკო კი ხელშეუხებელ ფეხბურთელად ითვლებიან.
ე.ი. მეორე ფეხბურთელზე ვისაც ისაუბრებენ ეს არის ბალდე
და კუნდეზე აღარ იქნება საუბარი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
გავის ტალანტი რატო ჩაიკვლება, ბიჭი 17 წლისაა, ანუ წარმოიდგინეთ, ბერნარდუ 32 წლის რო იქნება, გავი მაგ დროს გახდება 22-ის და მთელი კარიერა წინ ექნება, პლუს ხან პედრის ჩაანაცვლებს ხოლმე, ხან ბერნარდუს. მგონი არ უნდა შეუშალოს ხელი გავის ბერნარდუს მოსვლამ. პირიქით 90 წუთი გავის თამაში და ყველა თამაშში გამოუცდელი 17 ელის ბავშვის თამაში ცოტა ავანტიურაც არის და რაც არუნდა ნიჭიერი იყოს და მოგწონდეს სტაბილური ვერ იქნება. ჯერ კიდევ ბევრი აქვს გავის სასწავლი, მაგრამ 17 წლის ბავშვი რეებს ჩადის უკვე ეგეც სხვა საკითხია. უნიჭიერესია და არამგონია ჩაიკარგოს. ესეთი ტიპის ნახევარმცველი არასდროს არ გვყოლია, არც ვიცი ვის შევადარო. ტექნიკურიცაა, კარგი პასიც აქვს, პრესინგის მანქანაა რასაც ქვია, დაცვაშიც და შეტევაშიც ძალიან ბევრს მუშაობს და მთელ გულა დებს ყველა თამაშში, რომც არ ჰქონდეს კარგი თამაში და ეგ თვისება ყველაზე მეტად მომწონს გავიში. შეხედავ ერთი ბეწვაა, მაგრამ ფიზიკურად აშკარად ძლიერია, ისეთ ფეხბურთელებს უგებს ორთაბრძოლებს ხანდახან პირღია ვრჩები ხოლმე. მოკლედ ბევრი რო აღარ ვწერო ამათ ბერნარდუ მოიყვანონ და ჩავის ხელში მითუმეტეს არ დაიკარგება გავი.
ჩემი სათქმელი დაწერე👍
ამ კრიზისისად ბერნანდოს მოყვანა უაზრობაა, თან 27 წლისაა და სულ ძირითად ენდომება, ანუ გავის ტალანტი უნდა ჩავკლათ ამის გამო? ჯობია სოლერი მოვიყვანოთ 20 მილიონად და როტაციაში კარგი იქნება, თან კარგი ფეხბურთელია სოლერი ნამდვილად