10 ფაქტი ფრანკ კესიეს შესახებ

10 ფაქტი ფრანკ კესიეს შესახებ

25 წლის ნახევარმცველის, ფრანკ კესიეს “ბარსელონაში” ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურებულია.

კატალონიური კლუბი კოტ დ’ივუარელი შუახაზელის შესახებ 10 საინტერესო ფაქტს გვთავაზობს.

  1. დაიბადა კოტ დ’ივუარში, ქალაქ ურაგაიოში. ამავე ქალაქში არიან დაბადებულნი “ვილიარეალის” მცველი სერჟ ორიე და “ტორინოს” მცველი ვილფრიდ სინგო;
  2. ფრანკ კესიე იაია ტურეს შემდეგ “ბარსელონაში” მეორე კოტ დ’ივუარელია;
  3. კესიე მე-19 ფეხბურთელი იქნება, რომელსაც “ბარსელონაშიც” უთამაშია და “მილანშიც”. წინა 18 ფეხბურთელი: რონალდო, დუგარი, ბოგარდი, რივალდო, რაიციგერი, კლუივერტი, რეინა, კოკო, რონალდინიო, დავიდსი, ალბერტინი, მაქსი ლოპესი, ვან ბომელი, ძამბროტა, ბოიანი, იბრაჰიმოვიჩი, დეულოფეუ, ბოატენგი;
  4. კესიეს ეროვნულ გუნდში 58-ჯერ უთამაშია. მის აქტივში 6 გოლია;
  5. კესიემ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ითამაშა. მისი გუნდი 1/4 ფინალში პედრის, ერიკ გარსიასა და მინგესას ესპანეთთან დამატებით ტაიმებში 2-5 დამარცხდა;
  6. უმაღლეს დონეზე დიდი გამოცდილების მიუხედავად გასულ სეზონში მოგებული იტალიის ჩემპიონატი კესიეს კარიერაში პირველი ტიტული იყო;
  7. კესიეს “მილანში” 19 ნომრით თამაში სურდა, რისი მიზეზიც სხვა პირად მიზეზებთან ერთად მისი დაბადების დღეცაა. თუმცა იმავე წელს “მილანმა” ლეონარდო ბონუჩიც დაიმატა, რომელსაც 19 ნომრიანი მაისური შეხვდა. ამის გამო კესიემ 79 ნომერი აირჩია, რომელიც ვიზუალურად 19 ნომერს ჰგავდა. მან ამ ნომრით მომდევნო 5 წელი ითამაშა;
  8. კესიეს შეუძლია როგორც საყრდენ ნახევარმცველად, ასევე შემტევ ნახევარმცველად თამაში, ასევე მოედნის ცენტრში და ფლანგებზე. მას გოლების გატანაც შეუძლია, რაც “ატალანტასა” და “მილანში” 45-ჯერ დაამტკიცა;
  9. კესიეს “მილანში” “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელებთან, პეპე რეინასთან და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად უთამაშია, ასევე იაია ტურესთან ერთად ეროვნულ ნაკრებში;
  10. კესიეს კუმირები იაია ტურე და მიკაელ ესიენი არიან.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • nika 54
    05 ივლ 2022, 16:40

    იმედი ვიქონიოთ, რომ იაია ტურეს და მიკაელ ესიენს დაგვავიწყებს.

  • me da barca
    04 ივლ 2022, 20:05

    ტორესმა დაუთმოს 19 და თვითონ აიღოს 11 თუ ის შლანგი წაეთრა.

  • ♛BaRcElOnA♛
    04 ივლ 2022, 18:54

    გაამართლებს უბრალოდ დიდი სათამაშო დრო უნდა მიიღოს და ბუსკეტცის ზამენაზე არუნდა დაალპონ

  • SHOTADEPAY9
    04 ივლ 2022, 17:36

    მაგარი ფეხბურთელია კესი