დღეს “ბარსელონა” 2022/23 წლების სეზონისთვის მზადებას იწყებს.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით საწვრთნელ ბაზაზე ტრადიციული სამედიცინო შემოწმების გასავლელად პირველი გუნდისა და “ბარსა ატლეტიკის” 23 ფეხბურთელი გამოცხადდა.
ჩავის განკარგულებაში დღეიდან შემდეგი ფეხბურთელები არიან: ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, პუჩი, ფატი, ნეტუ, ნიკო, პედრი, რობერტო, ობამეიანგი, კოლიადო, ტრინკაუ, პიანიჩი, პენია, ბალდე, აბდე, აკომაში, მარმოლი, არანდა, რიადი, კასადო, პაბლო ტორე, არნაუ ტენასი.
იგივე ფეხბურთელები ბაზაზე დღეს საღამოს დაბრუნდებიან და ჩვენი დროით 21:00 საათზე სეზონის პირველ ვარჯიშს ჩაატარებენ.
სამშაბათსა და ოთხშაბათს გუნდს ორმაგი სავარჯიშო სესია ექნება – დილით და საღამოს, მომდევნო 3 დღის განმავლობაში ფეხბურთელები დღეში ერთხელ ივარჯიშებენ, კვირას კი დაისვენებენ.
წარმატებები.
იმედია წელს მაინც გაგვახარებენ და გვაკმარონ, რაც ნერვები დაგვაწყვიტეს.
ლევანდოვსკიც მოიყვანონ და ეგ იქნება.
წარმატებები აბა და იმედია გაგვახარებენ ფანებს, ბოლო წლებში ყველაზე საინტერესო სეზონია ალბათ და მოუთბენლად ველოდები დაწყებას
პიანიჩს ჩავის სწორი მიდგომა ჭირდება და სერიოზული იგროკი გაიჩითება 32 წლის არის და აქვს 1-2 წელი მაღალ დონეზე ჩატარების რესურსი. ტრანსფერები დაიდოს მალე რო ბიჭებს შეუერთდნენ და შეიკრას გუნდი და იყოს ერთიანობა. წელს არ მაქვს დიდი იმედი მარა ესპანეთის თასი და კოპა რო მოვიგოთ მაინც კაი იქნება ლა ლიგის და ჩ ლიგის ვერ მოგება არიქნება საერთოდ კატასტროფა. ერთი შემთხვევა რა დროსაც კატასტროფას დავარქმევთ იქნება საერთოდ უტიტულოდ დარჩენა
პიანიცა კიდე თამაშობს ფეხბურთს?წავიდეს დროზე მოშორდეს აქედან.