მარტინ ბრეითუეიტის დანია მეოთხედფინალშია

მარტინ ბრეითუეიტის დანია მეოთხედფინალშია

ამსტერდამის იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე ევრო 2020-ის პირველი მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა. 

დანია პირველი მეოთხედფინალისტი გუნდია. დანიური დინამიტი რუსეთთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ აფეთქდა. ვიკინგების შთამომავლებმა უელსელებს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. ისინი მთელი თამაშის განმავლობაში სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშიც ლოგიკური იყო.

თავი ჯერ დოლბერგმა დუბლით, შემდეგ მელემ და ბოლოს "ბალუგრანელმა" მარტინ ბრეითუეიტმა გამოიჩინა.

მომდევნო ეტაპზე დანია ნიდერლანდებსა და ჩეხეთს შორის გამარჯვებულს შეხვედება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 ივნისი 2021 13:49
    0
    თავიდან უელსი აქტიურობდა, მაგრამ შუა ტაიმიდან კარგი უპირატესობა მოიპოვეს, ბოლოსკენ კი საერთოდ ბულკებივით ხმარობდნენ. როგორ გადიოდნენ 3-4 მცველში კონტრებზე, ბოლოს საერთოდ გამწარდა უელსი და მაგარ ვირობაზე გადავიდნენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 ივნისი 2021 00:01
    3
    დამსახურებულად გავიდა
    ჰოლანდიას არ ექნება იოლი გასეირნება, თუ რა თქმა უნდა ჩეხებს გასცდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ივნისი 2021 22:44
    2
    ის მელე ძაან მაგარი ბიჭია. რას დარბოდა ტიპი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.