როგორც ჩანს, “ბარსელონა” რაფინიას კარგავს და იმის იმედად უნდა იყოს, რომ უსმან დემბელე გუნდში დარჩება, ან სხვა ვარიანტის მოძებნა მოუწევს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ჩელსი” და “ლიდსი” ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერზე შეთანხმდნენ – ლონდონელები მის სანაცვლოდაც 60 მილიონ ფუნტ სტერლინგს (65 მილიონი ევრო) გადაიხდიან. ამ თანხას “ლიდს იუნაიტედი” ახლავე მიიღებს, ბონუსების სახით კი გარიგება 70-75 მილიონ ევრომდე მიაღწევს.
ახლა მოლაპარაკებები თავად ფეხბურთელის აგენტ დეკუსთან მიმდინარეობს და “ჩელსის” ახალი მფლობელი ტოდ ბოელი მასთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ რაფინიას შეძენა ლონდონის “არსენალსაც” სურდა – ბოლო საათებში მათ “ლიდსთან” შეხვედრა ჰქონდათ და ვერბალური შეთავაზებაც გააკეთებს, მაგრამ “ელანდ როუდის” ბინადრებმა ეს წინადადება დაბლოკეს.
რაც შეეხება “ბარსას” – კატალონიური კლუბი “ლიდსს” დღეს დილით კვლავ დაუკავშირდა, მაგრამ “ჩელსიზე” უკეთეს შეთავაზებას ვერ მოამზადებს. ხავი მიგელის ცნობით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ფიქრობდნენ, რომ რაფინიას ყიდვას 35 მილიონად (პლუს ბონუსები) შეძლებდნენ.
ვიძახდი თავიდანვე. არავის მომყვანები ეგენი არ არიან.
ლაპორტამ ფინანსურად გაუბედურებული გუნდი ჩაიაბარა, გააგდო მესი გუნდიდან, შეუმცირა ხელფასები ნახევარ გუნდს, აგერ სადაცაა დემბელეც წავა, გაყიდა კოუტინიო ეგეც – ხელფასის "ჭერი". ანუ ბევრი რაღაცა გააკეთა იმისთვის რომ ფინანსურად მოძლიერდეს გუნდი და უარეს დღეში ჩააგდო ამ დროს ))) 34 წლის ლევანდოვსკიში იხდიან 50 მილიონს + ბონუსები, ბუსკეტსზე-პიკეზე-ალბაზე-ლევანდოვსკიზე აკეთებენ არჩევანს … ჩემი აზრით უარესს აკეთებს ლაპორტა ვიდრე აქამდე გაკეთებული იყო …
უუფ მშვენიერი წაიყვანონ წაიყვანონ
ბიჭოს თქვენი რა არ მესმის იცით?ამაში ამდენი გადაიხდაეს,იმაში მაგდენიო და ტორესი რომ ეტაპობრივი გადახდით მოიყვანეს მაგას რატომ არ წერთ? რაფინიას ან სხვა ტოპს გვაძლევენ ასე ნაწილ ნაწილ გადახდით?არა ხო?ხო და რაც კლუბს რესურსი აქვს იმათ გამოიყენებენ.
დიბალა არა ტოროლა
ფეხბურთს თუ უყურებთ დიბალა მარცხენა ფლანგელი რანაურად გგონიათ??? არარაობაა ყველგან გარდა ერთი პოზიციისა, და ეგ პოზიცია ბარსაში არ გვაქვს, არის 10-იანი თავდამსხმელის უკან ვარგა მარტო და მანდაც არასტაბილური და ტრავმიანია. 28 წლისაა და არაფერი დიდი ფეხბურთი მაგას არ უთამაშია. ბერნარდუ სილვა გვინდა ყველა ვარიანტში, თუ ფლეიმეიქერი გინდა უკეთესს ვერც მოიყვან, კევინ დე ბრუინს არავინ მოგვცემს და ბერნარდუ თუ მოიყვანეს ორ პოზიციას ამოავსებენ…
ის კი არა, ნეიმარს ყიდის პსჟ;
ეგ მაინც უეჭველია, რომ სათამაშო სტილის მორგება არ გაუჭირდება;
ცუდი ისაა, რომ შარშან გაახანგძლივა მაგ შიმპანზემ 2025-მდე;
თორემ თავისუფალი აგენის სტატუსით დაბრუნდებოდა, სრულიად უფასოდ
ტორესისითვის არსაიდან 50 მილიონი ნახეს და ამისთვი ვერა ბლია რა ჯანდაბაა ვერ ვხვდები ან ამ დე იონგს რომ შესცეს გააგდონ ვეტერანები და მორჩა ბაზარი
რას გადავრჩით რომ არ მოვიდა… არ მესმის რა კომენტარებია