workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
რაფა მარკესი ბარსა ატლეტიკის ჩაბარებასთან ახლოსაა

რაფა მარკესი ბარსა ატლეტიკის ჩაბარებასთან ახლოსაა

Relevo-ს ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან “ბარსა ატლეტიკს” რაფა მარკესი ჩაიბარებს.

წყაროს ცნობით, ლეგენდარული მექსიკელი ფეხბურთელი ჟოან ლაპორტას რჩეულია და სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერჟი ბარჟუანის შემცვლელად სწორედ მისი დანიშვნა გადაწყვიტა.

მარკესი “ბარსელონაში” 2003-10 წლებში ასპარეზობდა. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მის ანგარიშზე 242 მატჩი, 13 გოლი, 12 ასისტი და არაერთი ტიტულია (მათ შორის, 2 ჩემპიონთა ლიგა და 4 ლა ლიგა).

რაფა, ლაპორტას საარჩევნო კამპანიის მონაწილე იყო და ჩავი ერნანდესთანაც (რომელსაც სარეზერვო გუნდის დამრიგებლად თავისთვის სანდო პირი სურდა) შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. აღნიშნულ ადგილზე ხავიერ მასკერანოს კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, არჩევანი მექსიკელზე შეჩერდა.

რაც შეეხება ბარჟუანს – იგი “ბარსა ატლეტიკის” თავკაცი აღარ იქნება, მაგრამ კლუბში დარჩება და ტექნიკურ სტრუქტურაში სხვა თანამდებობას დაიკავებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 29 ივნ 2022, 17:00
    #6

    ეს გაამართლებს ჭკვიანია.

  • nikusha
    schedule 28 ივნ 2022, 21:07
    #5

    ძალიან კარგი, წარმატებები, იმედია კაი მწვრთნელი იქნება

  • პავლოვიჩი56
    schedule 28 ივნ 2022, 20:09
    #4

    აშშ მხრიდან ეს საერთაშორისო ძებნაშია და როგორ გადადგილდება ევროკავშირის სახელმწიფოში ?

    აშშ მხრიდან ეს საერთაშორისო ძებნაშია და როგორ გადადგილდება ევროკავშირის სახელმწიფოში ?

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 ივნ 2022, 18:07
    #3

    ვაა საინტერესოა🤔, წარმატებები რაფა❤

  • shu1987
    schedule 28 ივნ 2022, 18:03
    #2

    უკვე ოფიციალურადო და მივესალმები მთავარია რამდენად ეფექტური იქნება როგორც მწვრთნელი.

  • SHOTADEPAY9
    schedule 28 ივნ 2022, 17:58
    #1

    წარმატებები