workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა კუნდესთვის ბრძოლაში ფავორიტია

ბარსელონა კუნდესთვის ბრძოლაში ფავორიტია

“ბარსას” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე, ჟიულ კუნდე “ჩელსის” რადარზე ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო, მაგრამ, Telegraph-ის ცნობით, ლონდონელები მატიას დე ლიხტის ტრანსფერზე გადაერთვნენ და ახლა მათი პრიორიტეტი სწორედ ნიდერლანდელია.

რა თქმა უნდა, ეს “ბარსელონასთვის” კარგი სიახლეა და ფრანგი მცველის შეძენის შანსები გაეზარდა. “სევილია” მას მარტივად არ ელევა და გამოსასყიდ თანხას მოითხოვს, მაგრამ, ისიც აღსანიშნავია, რომ ჟიულის კონტრაქტი 2 წელში იწურება და, შესაძლოა, ანდალუსიელთა მხრიდან ეს არასწორი ნაბიჯი აღმოჩნდეს, რადგან მომავალ ზაფხულში ის ბევრად იაფი ეღირება.

საიდუმლო არაა, რომ ჩავი ერნანდესს კიდევ ერთი უკანახაზელის მოყვანა სურს. კლუბმა ანდრეას კრისტენსენი დაიმატა, მაგრამ სწრაფი მცველიც უნდა – კანდიდატი ორია: კუნდე და კულიბალი. ფრანგი უფრო ახლაგაზრდაა, მაგრამ სენეგალელზე ბევრად ძვირი ღირს.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ჩავიმ ჟიულთან ისაუბრა და გუნდის პროექტი გააცნო. ამიტომაც, კუნდეს მხოლოდ “ბარსელონაში” გადმოსვლა სურს, რასაც ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და დასძენს, რომ ამ მომენტში “სევილია” მის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს ითხოვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nikusha
    schedule 28 ივნ 2022, 21:14
    #7

    დიეგო კარლოსს ალბათ რეკიკი შეუწყვილდება

  • nika 54
    schedule 28 ივნ 2022, 17:14
    #6

    ფაქტიურად ფრენკში ვცვლით ისე გამოდის.

  • El pistolero 9
    schedule 28 ივნ 2022, 17:01
    #5

    იდეალური იქნება ამის მოყვანა

  • Novak Djokovic
    schedule 28 ივნ 2022, 15:42
    #4

    იდეალურია ბარსასთვის, რაც ამის მინუსებია ის არაუხოს პლიუსებია და პირიქით, ამიტომ ერთმანეთს იდეალურად შეუწყვილდებიან

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 ივნ 2022, 15:20
    #3

    ყველა ვარიანტში სანამ ამისი ფასი 80 მილიონს მიაღწევს %რაკი უნდა გაანძრიო და დაითრიო ლაპორტ

  • ROUCH
    schedule 28 ივნ 2022, 14:20
    #2

    ფულს თუ გადაიხდი ფავორიტიც ხარ და მოგიწოწნის კიდეც. ლაპორტას ამის დათრევა ლენგლეს უკან შეტენვით უნდა და მასე არაო

  • shu1987
    schedule 28 ივნ 2022, 14:14
    #1

    დამღლელია ეს არაფრის მომცემი სტატიები, ფავორიტია ა.შ. ბილოს სამში გრძელი უკავია ლაპორტას, საქმე რეალურად არ კეთდება მხოლოდ ჭორები. აი ჯერ გადახტენ და ჰოპა მერე დაიძახონ მათი უსუსური კომენტარებით ფასს ხელოვნურად აზრდევინებენ ყიდვით კოდე ვერავის ყიდულობენ ჯერ გასაშვები ვინცაა ის გაუშვან ასე არაფერი გამოვა.