ცნობილი პოლონელი ჟურნალისტი, ტომაშ ვლოდარჩიკი, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის გარემოცვასთან დაახლოებული პირია, თავის თანამემამულეზე საუბრობს.
ლევანდოვსკი ძალიან მოტივირებულია, რომ “ბარსელონას” ლიდერი გახდეს და კლუბი მწვერვალზე დააბრუნოს.
რობერტი “ბარსასთან” მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა. მაისში პინი ზაჰავიმ და ჟოან ლაპორტამ აღნიშნულის თაობაზე საუბრები დაიწყეს.
პოლონელი “ბაიერნთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას ელოდებოდა, მაგრამ ეჭვები გაუჩნდა. მან დაინახა, რომ გერმანელები ახალგაზრდა თავდამსხმელის მოყვანაზე მუშაობდნენ, და თავს დაფასებულად არ გრძნობდა.
“ბაიერნი” დიდებული კლუბია, მაგრამ, როცა უდიდეს გუნდებზე საუბრობ, პირველ რიგში “ბარსელონა”, “რეალი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” გახსენდება. “ბარსას” კარგი პერიოდი არ უდგას, მაგრამ ის “ბაიერნზე” ორი თავით მაღლა დგას.
რობერტს ძალიან სურს, კატალონიური გრანდის ახალ ერაში გუნდს ულიდეროს და კლუბი მის შესაფერის ადგილზე დააბრუნოს. ლევანდოვსკი მალე 34 წლის გახდება და ფიქრობს, რომ ბოლო დიდი გამოწვევა უნდა მიიღოს, ამას კი სწორედ “ბარსა” სთავაზობს.
რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში მას ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო მეტი შანსი “ბაიერნში” ექნებოდა, მაგრამ საქმე სხვა რამაა – რობერტს სურს, “ბარსელონას” ახალი სახე იყოს.
ვფიქრობ, ლევანდოვსკისა და “ბაიერნს” შორის გამართული შეხვედრა გადამწყვეტი იყო. ჰასან სალიჰამიჯიჩი და ოლივერ კანი მალიორკაში გაემგზავრნენ, სადაც ფეხბურთელის სურვილზე კარგად შეიტყვეს და მტკიცე რობერტი დახვდათ. მან გერმანელებს გარკვევით უთხრა, რომ წასვლა და კარიერაში ახალი ეტაპის დაწყება სურს.
მგონია, რომ ისინი ლევის წასვლის გამართლების მიზეზებს ეძებენ. მოდით, ცივი გონებით ვიმსჯელოთ: ლევანდოვსკი 34 წლის ხდება, “ბარსა” მასში 50 მილიონ ევროს იხდის, “ბაიერნი” კი სახელფასო ფონდში 20 მილიონს გამოათავისუფლებს – საქმე 70 მილიონ ევროსთან გვაქვს, რაც დიდი თანხაა.
ეს საკმარისი მიზეზი იქნება, ფანებს აუხსნან, რომ ვეტერანი მოთამაშით კარგად ისარგებლეს და შეუძლიათ, ამ ფულით მომავლისთვის ახალგაზრდა შემტევის ტრანსფერზე იმუშაონ. სწორედ ამიტომ, “რეკორდმაისტერი” 50 მილიონს ითხოვს. ჩემი აზრით, თუ “ბარსელონა” ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, გარიგება ნამდვილად შედგება.
რა მოხდება, თუ შეთანხმება ჩაიშლება? არ ვიცი. მეეჭვება, ლევიმ “პარი სენ-ჟერმენში” თამაშით მოტივაცია მიიღოს – ფრანგები შიდა ჩემპიონატს ძალისხმევის გარეშე იგებენ. “ელ კლასიკო”, მედიის ყურადღების ცენტრი – მას ესპანეთში ასპარეზობა და ამ ემოციების დაუფლება სურს.
ფეხბურთელისა და “ბაიერნისთვის” კარგი არაა, რომ პრესეზონი 12 ივლისს იწყება, რადგან ეს გუნდსა და იულიან ნაგელსმანს ზიანს მიაყენებს. რობერტი ივლისში ვარჯიშებზე მისვლას არ აპირებს. არ ვიცი, ეს სწორი იქნება თუ არა, მაგრამ ვხვდები, რომ “ბაიერნის” ბაზაზე გამოცხადება მისთვის რთული იქნება.
“ბარსელონასა” და ლევანდოვსკის შორის პირადი შეთანხმება მიღწეულია – ორწლიანი კონტრაქტი, 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. რობერტისთვის ფული მნიშვნელოვანი არაა. მას მალიორკაში სახლიც აქვს და ესპანეთი უყვარს.
– ციტირიებს ვლოდარჩიკის სიტყვებს Sport.
ამ მომენტისთვის, “ბაიერნი” “ბარსელონას” შეთავაზებებს არ პასუხობს და ცინიკურ განცხადებებს აკეთებს.
ბოლო ინფორმაციით, კატალონიელები მზად არიან, ლევანდოვსკის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევრო (პლუს ბონუსები) გადაიხადონ.
ლევანდოვსკიმაც ცუდი ქნა საჯაროდ რომ მოაღო პირი მივდივარო. "გერმანელების პრესტიჟი შეილახა" და ახლა ჩალიჩობენ რომ ფულის მიღებით გააპრავონ ის, რომ მაგათი ლეგენდა იმ კლუბში გადასვლაზე იგიჟებს თავს , რომელსაც ყველა ინტერვიუში ასხამენ და 8-2 და ორჯერ 3-0 მოუგეს.
"პოლონელი ჟურნალისტი: ბარსელონა ბაიერნზე ორი თავით მაღლა დგას"
აი ეს მოასმენინეთ სალიჰამიჯიჩს, კანს, ჰიონესს. იმ დებილებს, რო გონიათ ვინმეს ამ ფაშისტურ ბაიერნში გადასვლა უნდა და იქ თამაში ოცნების მწვერვალია. მსოფლიოში ბაიერნს ისე არავინ სცემს პატივს როგორც რეალს, ბარსელონას, ლივერპულს, მილანს, მანჩესტერ იუნაიტედს გუნდებს რომლებიც ლეგენდები არიან თავიანთი ლეგენდარული ფეხბურთელებით. ბარსა მალე ამოვა ამ ჭაობიდან, ბაიერნი კი ისევ დარჩება ბუნდესლიგის რეკორდმაისტერად, რომელშიც მთელი გერმანიის ნაღებია გაერთიანებული და კონკურენტს არ აჭაჭანებენ ქვეყანაში.
ატანა არ მაქ ამ განდილა გერმანელების აი ესეთ გუნდებში არ უნდა გადავიდეს არავინ ციხესავითაა წასვლა გინდა და ვერ მიდიხარ პსჟ ბაიერნიი ორი მთავარი ნეხვია საფეხბურთო სამყაროში
ორი თავით კი არა ათასი თავით მაღლა დგას
სულ ასე იყო ასე არის და მომავალშიც ასე იქნება, ოღონდ მომავალში 2 თავით არა მეტი თავით უნდა ვიყოთ მაღლა
მგონია, რომ ლევანდოვსკი მისი მონდომებით ასაკს გადაფარავს და უმაგრეს სეზონებს დადებს ბარსაში.
ფაქტიურად ამას თუ მოუსმენთ ჯიუტი გერმანელების მორჯულებაღაა დარჩენილი
პირადად ლევანდოვსკი ვერ დააბრუნებს ამ გუნდს მწვერვალზე, და არცაა საჭირო. კოლექტიურად დაბრუნდება ბარსელონა, ჩავის ხელმძღვანელობით, და ლევანა იქნება საკვანძო ფიგურა შეტევაში.
ეს კაცი ბარსელონასთვის უმნიშვნელოვანესია. ალბათ საღად მოაზროვნე არ უნდა იყო, რომ ვერ ხვდებოდე როგორ გულით უნდა ლევანას ბარსაში და ზოგს კიდევ ასაკზე აქვს პრეტენზია.. ლევანა პროფესიონალია რომელიც საკუთარ თავს ისე უვლის, რომ არაფრით ჩამოუვარდება ფულზე გაყიდულ და ქეიფს გადაყოლილ 20-25 წლის თავდამსხმელებს! მოვა და ხმამაღლა აამღერებს ჩვენს სტადიონს