workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა ატლეტიკის მეკარე კარიერას ვოევოდინაში განაგრძობს

ბარსა ატლეტიკის მეკარე კარიერას ვოევოდინაში განაგრძობს

“ბარსა ატლეტიკის” (ყოფილი “ბარსა ბ”) გადახალისება გრძელდება. ამჯერად სიახლე მეკარის პოზიციას შეეხო.

“ბლაუგრანამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 23 წლის მონტენეგროელი ლაზარ ცარევიჩი კარიერას სერბულ “ვოევოდინაში” განაგრძობს.

ტრანსფერის თანხაზე ნათქვამი არაფერია. გავრცელებული ინფორმაციით ცარევიჩი გუნდს უფასოდ დატოვებს. სამაგიეროდ “ბლაუგრანას” მისი უკან გამოსყიდვის უფლება ექნება.

ლაზარ ცარევიჩი “ბარსელონას” აკადემიას 2017 წელს შეუერთდა. 2018 წელს სერბი “ბარსა ბ-ში” დაწინაურდა.

გასულ სეზონში ცარევიჩი “ბლაუგრანას” სარეზერვო გუნდის პირველი მეკარეობისთვის იბრძოდა, თუმცა 21 წლის არნაუ ტენასთან კონკურენციაში ხშირად აგებდა. მომდევნო სეზონიდან “ბარსელონა ატლეტიკის” პირველი მეკარე სწორედ ტენასი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 18 ივნ 2022, 22:08
    #2

    ტენასი ძაან მაგარი ბიჭიაო ასე მსმენია. თამაში არ მაქვს ნანახი. პენია როგორც ვიცი პენალტებს იღებს მაგრად და გალათასარაიშიც კარგად ითამაშა განათხოვრების პერიოდში ჰოდა გაყიდონ ეს ნეტუ და დააწინაურონ ესენი

  • nika 54
    schedule 18 ივნ 2022, 16:58
    #1

    ტენასს ეს ვერ დასვავს სათადარიგოზე.