“ბარსელონა” გაბერილი სახელფასო ფონდის მაქსიმალურად შემცირებაზე მუშაობას განაგრძობს, თუმცა კატალონიური გუნდი მიზანს, ჯერჯერობით, ვერ აღწევს.
ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომლის გაშვებაც კლუბს სურს, ბრაზილიელი სათადარიგო მეკარე ნეტუა. “ბლაუგრანაში” სათამაშო დროის სიმცირის გამო გუნდის გამოცვლის სურვილი 32 წლის ფეხბურთელსაც აქვს, მაგრამ პრობლემას მისი ხელფასი ქმნის.
ცნობილია, რომ ნეტუს დამატების სურვილს “ვალენსია” და “ვილიარეალი” გამოთქვამდნენ, თუმცა ამჟამად ნეტუ “ბარსას” წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი ევრო უჯდება და ვალენსიური კლუბებისთვის ეს ხელფასი ბევრია.
Sport-ის ცნობით ნეტუს თვალი “არსენალმა” დაადგა, რომლის მეკარე ბერნდ ლენო “ფულემში” გადასვლასთან ახლოსაა. ხელფასი პრობლემა ამ შემთხვევაშიც იქნება და თუ ნეტუს სათამაშო დროის მიღება სურს, მას დიდი ალბათობით ანაზღაურების შემცირება მოუწევს.
ლენო თუ მიდის კი დასჭირდებათ სათანადო შემცვლელი და ნეტუ კარგად ჩაანაცვლებს მას
წაიყვანეთ
ცნობილია, რომ ნეტუს დამატების სურვილს "ვალენსია" და "ვილიარეალი" გამოთქვამდნენ, თუმცა ამჟამად ნეტუ "ბარსას" წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი ევრო უჯდება და ვალენსიური კლუბებისთვის ეს ხელფასი ბევრია.
თუ წასვლა უნდა, უნდა დაიკლოს აბა აქ რაც ხვეტა უსაქმობაში, სხვაგან ვინ მისცემდა ამდენს. ესეთი გაუმაძღარი რატოა ყველა. ხელფასი უმაღლესი-და გუნდიც ლეგენდა. ეგრე არ გამოვა რაღაცას უნდა შეელიო.