workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიდი ცვლილებები ბარსა ბ-ში

დიდი ცვლილებები ბარსა ბ-ში

მომდევნო სეზონში “ბარსა ბ-ში” დიდი ცვლილებები იგეგმება.

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ გუნდს სახელი ეცვლება და მომდევნო სეზონიდან “ბარსელონა ბ-ს” ნაცვლად “ბარსელონა ატლეტიკი” ეწოდება, რაც მისი ისტორიული სახელია.

თუმცა სერიოზული ცვლილებები იგეგმება შემადგენლობაშიც. შედარებით ასაკიან ფეხბურთელებს კლუბი კონტრაქტებს არ უხანგრძლივებს, ზოგმა ახალგაზრდამ, მაგალითად არნაუ სოლამ დარჩენაზე უარი თავად თქვეს. ფერან ჟუტგლა კი “ბრიუგეში” გაიყიდა.

მათ ნაცვლად ფეხბურთელები ასაკოვანი გუნდებიდან დაწინაურდებიან და “ბარსელონას” სარეზერვო გუნდი ძალიან გაახალგაზრდავდება.

Sport-ის ცნობით 19-წლამდელთა გუნდიდან დაწინაურდებიან საყრდენი ნახევარმცველი მარკ კასადო, ცენტრალური ნახევარმცველი ფერმინი და გარემარბები ხუანდა და ჟოზეპ სერდა. “ბარსა ატლეტიკში” ოფიციალურად გადავა ილიას აკომაშიც, რომელსაც ამ გუნდში თამაშის გამოცდილება წინა ორ სეზონშიც ჰქონდა.

კლუბმა “ბარსელონა ატლეტიკის” კონტრაქტები შესთავაზა ნახევარმცველს ჩუს ალბასა და მცველ შადი რიადსაც. ფეხბურთელებს თანხმობა ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ ივარაუდება, რომ ისინი შეთავაზებას დასთანხმდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 13 ივნ 2022, 22:48
    #2

    ციტატა: C.PC5
    სწორიცაა, 22-23 წლის ფეხბურთელს თუ რამე შეუძლია უნდა ქონდეს იქამდე უკვე გამოვლენილი და თუ არავინ მოინდომა აქამდე მისი დაწინაურება მეორე გუნდიდან პირველში ესეიგი ვერც ვერსადროს ითამაშებს მაღალ დონეზე.


    აბა რა 23 წლისას ლეოს 2 ოქროს ბურთი ქონდა უკვე მოგებული.

  • C.PC5
    schedule 13 ივნ 2022, 17:37
    #1

    სწორიცაა, 22-23 წლის ფეხბურთელს თუ რამე შეუძლია უნდა ქონდეს იქამდე უკვე გამოვლენილი და თუ არავინ მოინდომა აქამდე მისი დაწინაურება მეორე გუნდიდან პირველში ესეიგი ვერც ვერსადროს ითამაშებს მაღალ დონეზე.