ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების თანახმად “ბარსელონა” ფრენკი დე იონგის გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს.
ნიდერლანდელი ნახევარმცველით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული, რომელმაც “ბარსას” პირველი შეთავაზება უკვე გაუკეთა, მაგრამ უარი მიიღო. “წითელი ეშმაკები” 60 მილიონს ფიქსირებულად 10 მილიონს კი ბონუსებით იხდიან, მაგრამ “ბარსას” ფრენკიში დაახლოებით 100 მილიონი ევროს მიღება სურს.
რომელი ფეხბურთელების შეძენა შეუძლია “ბარსელონას”, თუ კლუბი ფრენკის სასურველ ფასად გაყიდის? Tribuna რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს.
1. ბერნარდუ სილვა
ვრცელდება ცნობები, რომ “მანჩესტერ სიტი” სილვაში დაახლოებით იმდენს ითხოვს, რამდენსაც “ბარსა” დე იონგში. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ კატალონიელებს ფრენკის გაყიდვისა და ბერნარდუს დამატების შემთხვევაში დიდი თანხა არ დარჩებათ, თუ საერთოდ დარჩებათ.
2. ლევანდოვსკი + რაფინია
ამ ორი ფეხბურთელის საორიენტაციო ფასი 100 მილიონი ევროა. “ლიდსი” რაფინიაში 55 მილიონს ითხოვს, ლევანდოვსკის “ბაიერნიდან” “გამოხსნა” კი დაახლოებით 45 მილიონად იქნება შესაძლებელი.
3. ლევანდოვსკი + კულიბალი + დი მარია + ასპილიკუეტა + ალონსო
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონა” რაფინიაში დიდი ფულის გადახდაზე უარს იტყვის და სანაცვლოდ ანხელ დი მარიას უფასოდ დაიმატებს, მაშინ არგენტინელი შემტევისა და ლევანდოვსკის გარდა “ბლაუგრანას” კალიდუ კულიბალის, სესარ ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოს ტრანსფერებისთვის საჭირო ფულიც შეიძლება დარჩეს. იმის გათვალისწინებით, რომ კულიბალის კონტრაქტი ერთ წელიწადში უმთავრდება, “ნაპოლი” მას დაახლოებით 35 მილიონ ევროდ უნდა შეელიოს, ასპილიკუეტასა და ალონსოს ტრანსფერების 20 მილიონში ჩატევა კი სავსებით შესაძლებელია.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ “ბარსელონა” დე იონგის 100 მილიონად გაყიდვის შემთხვევაში ამ თანხის სრულად დახარჯვის უფლებას მაშინ მიიღებს, თუ კლუბი 500 მილიონიან დანაკლისს დაფარავს. წინააღმდეგ შემთხვევაში კატალონიელები 100 მილიონიდან მხოლოდ 33 მილიონის გამოყენებას შეძლებენ. არსებული დანაკლისის ივნისის ბოლომდე დასაფარად ლაპორტა და მისი გუნდი დიდი ხანია, მუშაობენ.
რომც გაყიდონ ფულს ვერ მოიხმარებს კლუბი 33 მილიონით ვერავის იყიდიან დანარჩენი ისე წავა ვალებში მაგ ვალსაც არ დაეტყობა არაფერი კიდევ სპონსორებზე იჩალიჩონ ჯობია თორემ თლად გაუარესდება მდგომარეობა არაა გასაშვები ეს ბიჭი თუ მის პოზიციაზე ათამაშებენ ნორმალურად
ისევ ჯობია სხვები გაყიდონ და ლევანდოვსკი იუიდონ და რაფინია თან კესი და კრისტენსენი დავითრიეთ შეიძლება ზამთრამდე ამ გუნდით იგივე შედეგის დადება და ლიგაზეც ჯგუფიდან გასვლა ზამთრის შესვენებაზე ვიღაცეები გამოჩნდებიან მუნდიალზე ბევრი კარგი მოთამაშეები და იქედან აარჩიონ ვინმე ნორმალური
მესამე თუ გამოუვიდათ და მაშინ ალბათ ღირს, ფრენკი არ არის ის რაც ჩვენ გვინდოდა, წარმატებები და მაგისი გაყიდვით თუ ამდენ პოზიციას შევავსებთ ………..
ლევანა,დიმკა და კულიბალი
ლევანდოვსკი კულიბალი და დი მარია მოიყვანონ რა ასპილიკუეტა და მარკოს ალონსო. ჩელსის ზამენის ფეხბურთელებით წინ ვერ წავალთ.
1 და 3 ვარიანტი მომწონს
მე-3 ვარიანტი და იმ 500 მილიონის გადახდაა საჩქარო ამჟამად. რო გუნდმა სული მოითქვას და ზაფხულში ნორმალურად მოემზადოს.
ალვეში კიდე ერთი წლით უნდა დავტოვოთ
ამ შემტხვევაში მე მესამე ვარიანტი მომწონს მაგრამ სახელფასი ლიმიტში ვერ ჩაეტევიან.. თუ არის რამე შნასი ეს მესამე ვარიანტი ყველაზე კარგია.. რაის 100მ სილვაში ან რაფინიაში 55