“ბარსელონა” გავისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. ცნობილი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით კატალონიური კლუბი 17 წლის ფეხბურთელს იმავე სახელფასო საფეხურზე დააყენებს, რომელზეც პედრი და ანსუ ფატი იმყოფებიან.
ჟოან ლაპორტას პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კლუბში შეიცვალა, მკაცრი სახელფასო საფეხურებია, რომლებიც თავის დროზე სწორედ ლაპროტამ შემოიღო, ბართომეუს დროს კი ეს მიდგომები შეიცვალა და ფეხბურთელებისთვის პირობების შეთავაზება სისტემაში მოქცეული არ იყო.
რომეროს ინფორმაციით “ბარსელონა” მზადაა, გავი იმავე საფეხურზე დააყენოს, რომელზეც პედრი და ფატი არიან. ახალგაზრდა ფეხბურთელი წელიწადში დაახლოებით 4 მილიონ ევროს მიიღებს. ამჟამად გავი წელიწადში დაახლოებით 100 ათას ევროს გამოიმუშავებს. ამხელა სხვაობის მიზეზი ისაა, რომ გავი ჯერ კიდევ “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელია და მას პირველი გუნდის კონტრაქტი ჯერ არ აქვს.
აბა რა,მორალურადაც და სპორტულ პონტშიც ვერ მოითხოვს მეტს
ჟღვინტიანი ბავშვი))ჩემო ძმაო შენ ხავი გენახა პირველი 2 სეზონი და…გაბი ჯობდა
ამას კი,აი მაგ ჟღვინტებშიც ეტყობა,რომ კაი გვარიანად მიაფურთხებს ძაან ბევრს))
ძალიან კარგი, ეს სამი იქნება ბარსელონას მომავალი <3
კაცდება ნელ-ნელა.
მშვენიერია
ეს ჟღვლინტიანი ბავშვი ფურია როხაში ძირითადს თამაშობს, გასულ სეზონში 55 მატჩი ჩაატარა, 45 ბარსაში, 8 ნაკრებში;
ჰალანდი 36 მილიონს ითხოვდა, 4 წელია სხვაობა სულ;
4 მილიონი არის ძალიან კარგი, ღირსეული და გონივრული ანაზღურება; არც ზედმეტად გამაფუჭებელი და არც ისეთი, რიომ თავი დაუფასებლად იგრძნოს;
5 წელში 23 წლისა იქნება და მანამდე კონტრაქტს გაახანგძლივებს, ხელფასს გაიორმაგებს და თამაშსაც ბევრად დახვეწს; ასე ყველანაირი გართულებების გარეშე
სად თამაშობს და რას აკეთებს მაგის მეტი რა ვიცი , ფურია როხას ძირითადს თამაშობს გასაგებია და ბარსას ძირითადიც ითამაშა მაგრამ აინტრახტმა შეჭამა ფაქტია ბავშვია ჯერ, პედრის და ფატის დონის ვერაა ძაან ხისტია ნუ დაღვინდება ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად.
ეს ჟღვლინტიანი ბავშვი ფურია როხაში ძირითადს თამაშობს, გასულ სეზონში 55 მატჩი ჩაატარა, 45 ბარსაში, 8 ნაკრებში;
ჰალანდი 36 მილიონს ითხოვდა, 4 წელია სხვაობა სულ;
4 მილიონი არის ძალიან კარგი, ღირსეული და გონივრული ანაზღურება; არც ზედმეტად გამაფუჭებელი და არც ისეთი, რიომ თავი დაუფასებლად იგრძნოს;
5 წელში 23 წლისა იქნება და მანამდე კონტრაქტს გაახანგძლივებს, ხელფასს გაიორმაგებს და თამაშსაც ბევრად დახვეწს; ასე ყველანაირი გართულებების გარეშე
ჟღვინტიან ბავშვებს ამხელა ხელფასები ?? გასაგებია ტალანტებია და 25-წლისები ალბათ 50-ზეც არ იქნებიან თანახმა.
მემგონი დროა 6 ნომერია ჩაიბაროს
სამივე კლასნია, ფატის იმედი დიდად აღარამაქ, ძალით დალეწეს. გავის და პედრის უნდა გაუფრთხილდნენ, ბარსას მომავალია
წესი სამივემ უნდა გაამართლოს მომავალში)) სხვა გზა გვაქ რო ?