ბარსას ვიცე-პრეზიდენტი: ტებასი ცდილობს, ბარსელონას ზიანი მიაყენოს

ბარსას ვიცე-პრეზიდენტი: ტებასი ცდილობს, ბარსელონას ზიანი მიაყენოს

“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ეკონომიკურ საკითხებში ედუარდ რომეუ დღეს RAC1-თან იყო სტუმრად. რომეუმ, რა თქმა უნდა, კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ ამბობს “ბარსა” CVC-ს შეთავაზებაზე უარს.

CVC-ს პირობები კარგია პატარა გუნდებისთვის. დიდი გუნდებისთვის ეს შეთავაზება კარგი არაა.

CVC ლა ლიგას შეუთანხმდა პირობებზე, რომელთაგან ძალიან ბევრი მიუღებელია. ეკონომიკურად ეს კარგი გარიგება არაა.

გვაქვს სხვა შეთავაზებაც, რომელიც სატელევიზიო უფლებების ნაწილის არა 50, არამედ 25 წლით გადაცემას ითვალისწინებს.

თავად CVC-მაც კი უკეთესი პირობები შემოგვთავაზა, ვიდრე CVC-მ და ლა ლიგამ ერთად.

სხვა წყაროებიდან რამდენიმე ალტერნატიული შემოთავაზება გვაქვს.

ყველაზე მეტად ის არ მოგვწონს, რომ ეს შეთავაზება სატელევიზიო უფლებების ნაწილის 50 წლით გადაცემას მოითხოვს. არ გვინდა, ეს 25 წელს მეტხანს ხდებოდეს.

ვართ რა ლა ლიგის წევრები, ვერ ვხვდებით, რატომ გააფორმა ამ ორგანიზაციამ CVC-სთან კონტრაქტი სხვა ვარიანტების განხილვის გარეშე.

16 ივნისის ყრილობაზე დელეგატებს ვთხოვთ, ნდობა გამოუცხადონ შესაძლო გარიგებებს. გვაქვს ვარიანტი, BLM 270 მილიონ ევროდ გავყიდოთ, მაგრამ ეს შემოთავაზება არ მოგვწონს, მეტი გვინდა. გარიგებაში ასევე იქნება კომპანიის უკან გამოსყიდვის შესაძლებლობაც.
BLM-ზე 260 მილიონიანი შემოთავაზება გვქონდა. ფერან რევერტერმა ჩვენთვის დრო მოიგო და ვალების რესტრუქტურიზაცია მოვახდინეთ.

კლუბს ლიკვიდურობის პრობლემა არ გააჩნია.

მიმდინარე სეზონის სახელფასო ბიუჯეტი 560 მილიონი ევროა. ჩვენი სახელფასო ბიუჯეტი “ბაიერნისას” ორჯერ აღემატება.

ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირების საკითხს ინდივიდუალურად განვიხილავთ.

გვსურს, ჩვენი აქტივები გავაუმჯობესოთ. ჩვენი მიზანია, ხარჯები შევამციროთ და შემოსავლები გავზარდოთ.

ბიუჯეტში ფეხბურთელების გაყიდვა გათვალისწინებული არ გვაქვს. ფრენკი დე იონგი? თუ ის წავა, ეს ტექნიკური გადაწყვეტილება იქნება და არა ეკონომიკური. თუმცა ვიმეორებ, რომ ფეხბურთელების გაყიდვა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა.

გავი? ვფიქრობ, რომ ის გაახანგრძლივებს. ამ მიმართულებით პრობლემას ვერ ვხედავ.

16 ივნისის ყრილობის დროს დელეგატებს სატელევიზიო უფლებების გაყიდვაზე დეტალურ ინფორმაციას ვერ მივაწვდით, რადგან ამ მიმართულებით კონკურენცია არსებობს. საუბარი ზოგად საკითხებზე იქნება.

ჩვენს ასეთ რთულ მდგომარეობაში წვლილი ტებასსაც მიუძღვის. ის ცდილობს, კლუბს ზიანი გრძელვადიან პერსპექტივაში მიაყენოს. ამ მიზნის მიღწევის ყველაზე იოლი გზა მის მიერ შემოთავაზებულ გარიგებაზე ხელის მოწერა იყო.

ფეხბურთელების წასვლა? ეს მათი გადასაწყვეტია. მათ კონტრაქტები აქვთ. ჩვენ ამ კონტრაქტებს პატივს ვცემთ, მაგრამ შეგვიძლია, ამ ფეხბურთელებს დაველაპარაკოთ.

ევროპის სუპერლიგა კანონიერი ორგანიზაციაა და ეს პროექტი განხორციელდება. ნათელია, რომ ყველაფერი ფეხბურთის სასარგებლოდ შეიცვლება.

სატელევიზიო უფლებების ნაწილის გაყიდვის ან ახალი სესხის აღების იდეით აღფრთოვანებულები არ ვართ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ.

ლევანდოვსკის შესაძენად ჯერ საჭიროა, რომ მისი ღირებულების სამმაგი ფასის ფეხბურთელები გავყიდოთ. თუ ეს ვერ შევძელით, ტრანსფერი არ გამოვა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    03 ივნ 2022, 17:05

    თავად CVC-მაც კი უკეთესი პირობები შემოგვთავაზა, ვიდრე CVC-მ და ლა ლიგამ ერთად.
    ანუ ტებასი CVC-გან ატკატს ელოდება?