workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი და ანსუ – მომავლის დუეტი

პედრი და ანსუ – მომავლის დუეტი

2021/22 წლებში პედრი გონსალესმა და ანსუ ფატიმ, ტრავმების გამო, ერთად ბევრი მატჩი ვერ ჩაატარეს. აწ უკვე გასულ სეზონში ანსუმანემ მონაწილეობა მხოლოდ 15 მატჩში მიიღო, პედრიმ კი – 22-ში.

ორი სეზონის ჯამში მხოლოდ 13 მატჩი

სამწუხაროდ, ამ სეზონში ფატი და პედრი ერთად მოედანზე მხოლოდ ორჯერ ვიხილეთ. ორი სეზონის ჯამში კი მათ ერთამენთის მხარდამხარ, შესაძლო 107 შეხვედრიდან, მხოლოდ 13-ში ითამაშეს.

მიუხედავად ცოტა მატჩისა, ფატიმ და პედრიმ საკუთარი კვალი მაინც დატოვეს – ანსუმ სუპერ თასზე “რეალს” გაუტანა, პედრიმ კი კოპა დელ რეიზე “ბილბაოს” ანგარიში ბოლო წუთზე გაუთანაბრა.

2020/21 წლების სეზონში ახალგაზრდებმა ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსისა” და “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზეს. აღსანიშნავია, რომ უნგრული კლუბის წინააღმდეგ თავის გამოჩენა ორივემ შეძლო და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემპიონთა ლიგის 1 მატჩში ერთი გუნდის მაისურით გოლი ორმა არასრულწლოვანმა გაიტანა. 

პედრის კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი, ანსუს ხელშეკრულება კი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. შედაგად, მათ საკმარისი დრო აქვთ, რომ ერთად გაიბრწყინონ.

11 გოლი გასულ სეზონში

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არცერთ მათგანს არ უთამაშია, ანსუსა და პედრის საკმაოდ პროდუქტიული სეზონი ჰქონდათ. ფატიმ 6 გოლის გატანა მოახერხა, პედრიმ კი მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო. ამასთან, გონსალესმა 1 ასისტიც მიითვალა. 

2 “ოქროს ბიჭუნა”

18 წლის ასაკში ფატი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. პედრიმ კი 2021 წელს Golden Boy-ს ჯილდო დაისაკუთრა და Kopa Trophy-საც (პრესტიჟული პრიზი, რომელიც წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს გადაეცემა) დაეუფლა. 

ამ წლის ბოლოს, Golden Boy-ს მოგება ორივე მათგანს შეეძლება.

25 დღე და 1 800 კილომეტრი

პედრი და ფატი მომავალში “ბარსას” უმნიშვნელოვანეს წევრებად მოიაზრებიან. საინტერესოა, რომ მათ შორის სხვაობა მხოლოდ 25 დღეა: ანსუ 2002 წლის 31 დეკემბერს, გვინეა-ბისაუში დაიბადა, პედრი კი ამ ქვეყანას 2002 წლის 25 ნოემბერს, 1 800 კილომეტრის მოშორებით, ტეგესტეში (ტენერიფეში) მოევლინა.

პედრი და ანსუ ერთი თაობის წარმომადგენლები არიან, რაც ნიშნავს, რომ მომავალში ისტორია ერთად უნდა დაწერონ.

წყარო: “ბარსელონას” ოფიციალური საიტი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • nikusha
    schedule 04 ივნ 2022, 13:47
    #13

    ციტატა: LM10TheLegend
    I.S.I.S.Culé


    მეც მაქვს იმედი

  • nika 54
    schedule 01 ივნ 2022, 16:19
    #12

    ციტატა: mesi_10
    ორივემათგანს კოჭებში ეტყობათ რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან და იქნებიან. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ყავს ბარსას პედრი, ანსუ, იგივე გავი და თუნდაც ნიკო გონსალესი ეს რათქმაუნდა ბარსას მომავლის თაობაა რომელთა ნდობაც შეიძლება. კონკრეტულათ პედრის და ფატის დუეტს მომავალი სეზონიდან მოუთმენლად ველი და შემიძლია 100%-ით ვივარაუდო რომ უმაგრესი დუეტი ექნებათ გამომდინარე იქიდან რო ინდივიდუალურათ ორივე მაგრათ თამაშობს და ერთათ კიდე ბევრ წარმატებას მიახწევენ ბარსას მაისურით…


    იმედია მოვესწრებით ამათ ერთად მოგებულ ტიტულებს.

  • Davita
    schedule 01 ივნ 2022, 09:31
    #11

    მთავარია ტრავმებმა აღარ შეაწუხოს და ორივე ჩაეწერება ისტორიაში, უფრო პედრის მეიმედება

  • I.S.
    schedule 01 ივნ 2022, 01:29
    #10

    გვინეა ბისაუდან ტენერიფემდე არ ვიცი რამდენი კილომეტრია, მარა 25 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე 25 დღეზე მეტია სხვაობა:)

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 01 ივნ 2022, 00:47
    #9

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: გიორგი ჩანგელია

    ციტატა: nika gela9fcb
    ამ არგენტინა იტალიას საიდან უშვებენ არავინ არიცის?


    სილქ სპორტ 1


    უნივერსალზეა


    არაა.

  • La Pulga10
    schedule 01 ივნ 2022, 00:30
    #8

    აი ამათმა მსოფლიო უნდა დაიპყრონ.ორივეს აქვს ამის პოტენციალი.პედრი უკევე ძალიან მაღალ დონეს დებს და ფატიც იმედია მალე შეუერთდება.

  • M10 S9 D11
    schedule 01 ივნ 2022, 00:29
    #7

    ციტატა: გიორგი ჩანგელია

    ციტატა: nika gela9fcb
    ამ არგენტინა იტალიას საიდან უშვებენ არავინ არიცის?


    სილქ სპორტ 1


    უნივერსალზეა

  • mesi_10
    schedule 01 ივნ 2022, 00:17
    #6

    ორივემათგანს კოჭებში ეტყობათ რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან და იქნებიან. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ყავს ბარსას პედრი, ანსუ, იგივე გავი და თუნდაც ნიკო გონსალესი ეს რათქმაუნდა ბარსას მომავლის თაობაა რომელთა ნდობაც შეიძლება. კონკრეტულათ პედრის და ფატის დუეტს მომავალი სეზონიდან მოუთმენლად ველი და შემიძლია 100%-ით ვივარაუდო რომ უმაგრესი დუეტი ექნებათ გამომდინარე იქიდან რო ინდივიდუალურათ ორივე მაგრათ თამაშობს და ერთათ კიდე ბევრ წარმატებას მიახწევენ ბარსას მაისურით…

  • nika gela9fcb
    schedule 01 ივნ 2022, 00:00
    #5

    გიორგი ჩანგელია,
    გაიხარე

  • LM10TheLegend
    schedule 31 მაი 2022, 23:48
    #4

    ჯოკოვიჩ-ნადალს უყურებთ ვინმე? მოიგებს იმედია ნოლე..

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 31 მაი 2022, 22:45
    #3

    ციტატა: nika gela9fcb
    ამ არგენტინა იტალიას საიდან უშვებენ არავინ არიცის?


    სილქ სპორტ 1

  • nika gela9fcb
    schedule 31 მაი 2022, 22:44
    #2

    ამ არგენტინა იტალიას საიდან უშვებენ არავინ არიცის?

  • KING_BARCA
    schedule 31 მაი 2022, 22:40
    #1

    იმედია ფატის ტრამვები აღარ შეაწუხებს, იმედი მაქვს ამ ბიჭის… მეკიარა ალბათ ყველას ამისი იმედი გვაქვს ))))