workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ბუსკეტსის პოტენციურ შემცვლელად სამ ფეხბურთელს განიხილავს

ბარსელონა ბუსკეტსის პოტენციურ შემცვლელად სამ ფეხბურთელს განიხილავს

ჩავი ერნანდესს თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი კონკურენტუნარიანი ფეხბურთელის ყოლა სურს. ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც პირდაპირი შემცვლელი არ ჰყავს, სერჟი ბუსკეტსია, რაც 42 წლის სპეციალისტმაც აღნიშნა

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” 33 წლის კაპიტნის პოტენციურ შემცვლელად სამ ფეხბურთელს განიხილავს. ესენია: ორელიენ ჩუამენი, მარტინ სუბიმენდი და რუბენ ნევეში.

წყაროს თანახმად, “ბარსას” ფავორიტი მარტინ სუბიმენდია, რომელსაც კლუბი სერხიო ბუსკეტსს ყველაზე მეტად ამსგავსებს. 23 წლის ფეხბურთელს “რეალ სოსიედადთან” კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, რისი გადახდის საშუალებაც კატალონიელებს არ აქვთ, ამიტომ “ბარსას” მოლაპარაკება მოუწევს.

“ბლაუგრანას” ორელიენ ჩუამენის ვარიანტიც ხიბლავს, თუმცა მისი შეძენით “რეალი”, “ლივერპული” და პსჟ ინტერესდებიან, ამიტომ “ბარსას” კონკურენციის გაუჭირდება. 22 წლის ნახევარმცველს “მონაკოსთან” კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.

მესამე ვარიანტი რუბენ ნევეშია. პორტუგალიელს “ვულვერჰემპტონის” დატოვება სურს და “ბარსამ” მისი სიტუაციის გარკვევა უკვე დაიწყო. “ვულვზი” 25 წლის შუახაზელს დაბალ ფასად არ გაუშვებს, თუმცა ფეხბურთელის აგენტის, ჟორჟე მენდეშის დახმარებით, სატრანსფერო თანხაზე მოლაპარაკება შესაძლებელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • M10 S9 D11
    schedule 10 მაი 2022, 13:29
    #18

    ხო დე იონგი არ განიხილოთ მაგ პოზიციაზე ვიღაც ჩუამენები და კვერცხები მოიყვანეთ

  • Kun agüeroooo
    schedule 10 მაი 2022, 00:16
    #17

    კესი რატო მოყავთ აბა ვერ გავიგე რაა

  • Albicelecte
    schedule 09 მაი 2022, 22:36
    #16

    "ჟანდრო ორელანა, რომელიც ბურთს არ კარგავს" ასეთი ფრაზა გააჟღერა ჩავიმ და ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? იმას ხომ არა, რომ ბუსის შემცვლელს სარეზერვო გუნდში, ლა მასიელებში დაეძებს?!?!?!?!?!?!?!?!?!?!

  • La Pulga10
    schedule 09 მაი 2022, 22:08
    #15

    ბუსკეცის შემცვლელი ჯერ არ დაბადებულა.სხვებთან შედარებით როდრი უფრო ახლოსაა მაგასთან,მაგრამ სამში გრძელს გამოგვატანს სიტი როდრის კი არა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 09 მაი 2022, 21:33
    #14

    ბუსკეტსის შეცვლას ამ ხალხით აპირებთ?😪

  • Moriba
    schedule 09 მაი 2022, 21:33
    #13

    ციტატა: totti10

    ციტატა: nika 54
    მორჩა რუბენ ნევეში მენდეშის კლიენტი ყოფილა ამას უეჭველი მოიყვანს ლაპორტა.

    როგორც ცხონებული რაიოლა იყო ჰალანდის აგენტი როგორ ც ჰალანდი მოვიდა ხოო? კარგი რა თუ ძმა ხარ ეგეთების გჯერა? ნუნეში გადამხდელია ბარსა 100??? მანამდე ნახევარი გუნდი უნდა გაიყიდოსსს


    ხუმრობს მეგობარო😆ლაპორტას მოყვანილო არ გაიშვას ალემანი თუიზამს რაცხას ტიპმა მესის დავტოვებო და გაუშვა ჰალანდს მოვიყვანო და სიტიმ წაიყვანა რეალის ნაირი გულშემატკივარი როყავდეს ესპანეთში ბარსას ცოცხალ მკვდარს ამოუტრიალებდნენ ლაპორტას

  • frenkie dejong21
    schedule 09 მაი 2022, 21:03
    #12

    დეიონგის გარდა ყველას განიხილავენ მაგ პოზიციაზე 😀

  • Moriba
    schedule 09 მაი 2022, 20:45
    #11

    ✅ ერლინგ ჰოლანდი მანჩესტერ სიტიში ითამაშებს, DONE DEAL 🔵💯

    ☑️ გვარდიოლას გუნდი გამოსასყიდ თანხას ამ კვირაში გადაიხდის 🤝

    📝 კონტრაქტი 2027 წლამდე
    💰 ხელფასი £375.000 (კვირაში)

    #POSTVტრანსფერები

  • basa7
    schedule 09 მაი 2022, 20:42
    #10

    გვარდიოლას წასვლის მერე იმდენი ხანი ქონდა ბარსას საყრდენის პრობლემა რომ რავიცი. უფრო ადრეც უნდა დაეწყოთ. მე ვეღარც დე იონგის ყიდვის აზრს ვერ ვხვდები უკვე. სუ ვფიქრობდი რომ მაგიტო მოიყვანეს მარა 5 თამაში არ უთამაშნია საყრდენზე. ეს ჩუამენი მართლა კარგი ბიჭია მაგრამ სიმართლე გითხრათ ნახევარსაც ვერ გაქაჩავს ბუსკეტსისას ასე მგონია

  • Dani alves
    schedule 09 მაი 2022, 20:29
    #9

    ნიკოზეც რო იფიქრონ ცუდი არ იქნება,მე ძალიან მომწონს.

  • Bakero
    schedule 09 მაი 2022, 20:22
    #8

    გარედან მოსული კაცი ბარსაში საყრდენზე ?! joy შანსი 0 ! აგერ ფრენკი დე იონგი გვყავს (უკვე რამდენი წელი გუნდშია) და ის ვერ/არ თამაშობს საყრდენზე და გარედან მოსული კაცი შეძლებს ?! joy ისევ ლამასიაში მოძებნონ ჯობია თუნდაც ორელიანა იყოს რომელიც თითონაც მოსწონს ეტყობა (ნეტა ის კესი რისთვის ვიყიდეთ?! joy მითუმეტეს ერთი ფიტნეს ინსტრუქტორი ადამა უკვე გვყავს joy joy )

  • ROUCH
    schedule 09 მაი 2022, 20:14
    #7

    რა აზრიაქ. 90 წროცენტი ბებერუ ბუსკეცი იქნება თუ არ დაიტრამვა ან ბარათები არ დაივროვა და დაენძრევა ნაყიდსაც და დაწინაურებულსაც. მერამდენე ახალგაზრდა უნდა გაფუჭდეს ნებიმიერ პოზიციაზე სკამზე ჯდომით და ბუსკეცის ყურებით თუ პრაქტიკა არ მიეცი ჩემ ფეხებს შეცვლის. ეხლა ზოგადაფ ბუსკეცზე ვამობ თორე ალბამ რამდენი მცველი მოინელა ალვეში სანამ არ წავიდა თუ არ გააგდეს მისი შემცვლელი დროს იღებდა მაშინ როცა ტრამვა ქონდა ან დისკვაკიფიკაცია ინიესტას მაგივრაფ უთამაშია ვისმეს ხავის მაგიერ ვინ ითამაშა გვარდიოლას წასვლის მერე სანამ ვუნმე არ წავა მის ადგილს ვერავინ იკავებს ნელნელა ჩანაცვლება რა ხილია არ იცის ამ გუნდმა და 1ცხვირის წატეხა კიდე წინაა. პიკე ბუსკეცი ალბა ერთდროულად რო ჩაეხსნება ძირითადს სამივე. პიკე ტრამვუანობს თორე ამოხდებოდა დებილ გარსიას სული სკანზე ჯდომით აქაც. მანამდე ლენგლე მასე არ იყო დაიმტრვრა უმტიტი თორე ის გახეხავდა სკამს წლობით

  • shu1987
    schedule 09 მაი 2022, 19:49
    #6

    არცერთი არ უქნია ღმერთს ბარსასთვის, კესი რა ჩემ ფეხებად მოიყვანეს აბა ??? აქეთ ფრენკი , ნიკო ყავს გუნდში და კიდე ბ-ში კაი ბავშვები მოდის . ბუსკეცამდე ხო ყველა შეცვალეს და ახლა ამასაც ღირსეულად შეცვლიან…..

  • azulgerana
    schedule 09 მაი 2022, 19:16
    #5

    ბარსა ბეს მიაწვნენ ჯობია

  • nika 54
    schedule 09 მაი 2022, 19:05
    #4

    მორჩა რუბენ ნევეში მენდეშის კლიენტი ყოფილა ამას უეჭველი მოიყვანს ლაპორტა.

  • Gaucho24
    schedule 09 მაი 2022, 19:00
    #3

    ვნახოთ , ვნახოთ.. წინ ცხელი სატრანსფერო ფანჯარა გველოდება , უამრავი რამ შეიცვლება და უამრავი სიცრუეც და უაზრობაც დაიწერება ,ჩემი აზრის და ვარაუდების დაწერისგან თავს შევიკავებ და იმედია გუნდი სწორად იმუშავებს და მომავალ სეზონში კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება რომელიც ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს..

  • SHOTADEPAY9
    schedule 09 მაი 2022, 18:59
    #2

    რუბენ ნევეში სჯობია

  • nikusha
    schedule 09 მაი 2022, 18:36
    #1

    სანსი, ორელიანა და პედროლაა დასატესტი ნახ მცველებიდან ლამასიის