workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელე საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი

დემბელე საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი

“ბარსელონას” შემტევი უსმან დემბელე ფრანგი პროფესიონალი ფეხბურთელების ეროვნული გაერთიანების (UNFP) ჯილდოზეა წარდგენილი. 24 წლის შემტევი საზღვარგარეთ მოთამაშე საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელებს შორის დასახელდა.

UNFP-ს ფეხბურთელებს სხვადასხვა ნომინაციაში 2002 წლიდან აჯილდოებს და ეს ჯილდო საკმაოდ პრესტიჟულია. 2016 წელს ახალი ნომინაცია დაემატა – საზღვარგარეთ მოთამაშე საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი. პირველად ეს ჯილდო “ატლეტიკოში” მოთამაშე ანტუან გრიზმანმა მოიგო, შემდეგ 2-ჯერ “ჩელსის” ნახევარმცველმა, ნგოლო კანტემ, ბოლო ორ შემთხვევაში კი გამარჯვებული ქარიმ ბენზემა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დემბელე სტაბილურად თამაშობს, ალბათ არ არსებობს კითხვები, თუ ვინ მოიგებს ამ ჯილდოს წელს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Truxilio
    schedule 04 მაი 2022, 21:21
    #4

    🤣🤣🤣🤣🤣

  • El pistolero 9
    schedule 04 მაი 2022, 14:32
    #3

    ბენზემასია რა თქმა უნდა

  • nika 54
    schedule 04 მაი 2022, 14:29
    #2

    მე მგონი ლანგლე ან უმტიტი მოიგებენ, ასე არაა? stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 04 მაი 2022, 14:22
    #1

    არანაიირი კითხები არ არის, რომ ლენგლე მიიღებს ამ ჯილდოს