ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ერთ-ერთი სამიზნე ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუა.
ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ექსცენტრული ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო კასანო, რომელსაც ერთი წელი “რეალში” კი აქვს გატარებული, მაგრამ მისი სიმპათიები მაინც “ბარსელონასკენ” იხრება.
“ბარსელონას” სათამაშო ფილოსოფია მიყვარს, მაგრამ თუ ეს გუნდი ლუკაკუს შეიძენს, მის თამაშებს აღარ ვუყურებ.
ლუკაკუს არ შეუძლია, 3 პასი გააკეთოს “ჩელსიში”, სადაც მას კონკურენტიც კი არ ჰყავს. “ბარსელონა” გოლის გატანამდე 55 პასს აკეთებს. როგორ გააკეთებს ლუკაკუ ამას?
– განაცხადა კასანომ Bobo TV-სთან საუბრისას.
ანტონიო კასანო არ ცდება. რომელუ ლუკაკუ თამაშში საშუალოდ 11.3 პასს აკეთებს, რაც “ჩელსიში” ყველაზე ცუდი შედეგია. მისი პასის სიზუსტის მაჩვენებელი კი 71.8% არის, ასევე ყველაზე ცუდი შედეგი.
ლუკაკუ არა ალვის ხე კიდე

არც მე ვუყურებ ლუკაკუ არა ჯაჯეჯე კიდე
მართალს ამბობს, ბარსას სწორედ იმიტომ უყურებს რო ლამაზი ფეხბურთი მოსწონს, ლუკაკუ კი ამ ლამაზ თამაშს ფეხხს ვერ აუწყობს. თორემ რა იტალიაში გუნდები დაილია? ვერ აირჩევდა ერთ გუნდს, მაგრამ ჩვენც ვიცით იტალია და ლამაზი ფეხბურთი ცოტა ვერ ერგება ერთმანეთს.
სწორს ამბობს, ყურებით ვუყურებ მაგრამ ლუკაკუს მოსვლა ნამდვილად არ მსურს, ბარსას საქონელი კიარა მოაზროვნე და მოძრავი ფორვარდი ჭირდება.
ყველაზე ხე ფორვარდია ვინც კი მინახავს, სტატისტიკა კაი ჰქონდა ინტერში, მაგრამ ყველაზე მეტად ეგ არ მინდა ბარსაში😀
ბელგიის ნაკრებში მშვენივრად ერთვება კომბინაციებში და ამ ჩელსიში რაეტაკა
ლუკაკუ დემბელეს ტყუპისცალია უბრალოდ უფრო მსუქანია და ფორვარდად თამაშობს დალშე ორივეს თავში ქათმის ტვინი აქვს😂😂😂😂😂😂ეხლა იმედია ეგ არ გადმოვა და დემბელე არ დარჩება თორე კამპნოუზე გასამართ მატჩებზე მარტო ხავი ივლის ალბათ
ეს ტანზე თამაშობს ვირია რა
ლუკაკუ არა კვახი
ყველაზე მეტად აცდენილი ფორვარდია ალბათ ბარსასთვის, ამის მოყვანას მირჩევნია დეპაი დაიტოვონ