workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რომელუ ლუკაკუ – ბარსას გეგმა C

რომელუ ლუკაკუ – ბარსას გეგმა C

“ბარსელონა” თავდასხმის გაძლიერებაზე მუშაობას განაგრძობს. კატალონიური გუნდის პრიორიტეტი ერლინგ ჰოლანდი იყო, რომლის ტრანსფერიც თითქმის გამორიცხულია. ნორვეგიელის ალტერნატივად “ბლაუგრანამ” რობერტ ლევანდოვსკი შეარჩია, მაგრამ ვეტერანი პოლონელის “ბაიერნიდან” დახსნა ადვილი არ იქნება.

ესპანური Sport და Marca ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “ბარსას” გეგმა C-ც შემუშავებული აქვს და ის ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუა. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი ლუკაკუს აგენტს, ფედერიკო პასტორელიოს უკვე შეხვდნენ.

28 წლის ლუკაკუს კარიერაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 40 თამაშში მან მხოლოდ 12 გოლი გაიტანა. ეს შედეგი ვერც მისთვის იქნება დამაკმაყოფილებელი და ვერც “ჩელსითვის”. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ ტრანსფერს ფეხბურთელიც დასთანხმდეს და კლუბიც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • azulgerana
    schedule 30 აპრ 2022, 22:29
    #17

    უბედურის ერთია

  • shu1987
    schedule 30 აპრ 2022, 21:36
    #16

    რა ლუკაკუ ??? მაგრად ვერ ვიტან საქონელ ტიპებს.. ბარსასთან ახლოსაც არაა .

  • nika 54
    schedule 30 აპრ 2022, 15:13
    #15

    ამან გააჩემპიონა შარშან ინტერი და რატომღაც მოიშორეს, ამბობდნენ ეკონომიური პრობლემები ქონდა გუნდსო. ჩელსიში კი მე მგონი მწვრთნელთან მოუვიდა კონფლიქტი და ძირითადში დაკარგა ადგილი. რამდენად გამოადგება ბარსას ძნელი საკითხია, ერთი კია ბურთით რო გარბის ორი მცველი ეკიდება რო როგორმე გააჩერონ ხოლმე.

  • Albicelecte
    schedule 30 აპრ 2022, 13:15
    #14

    ციტატა: Davita
    ასეთი ლე სასტავით რატომ ინტერესდებიან? ლუკაკუ არა მუნირ ელჰადადი დაიმატეთ თქვეჩემისებო


    ლუკაკუ 29 ხდება და 340 გოლი და +100 ასისტი აქვს კარიერაში;
    ეს ტოპ ფორვარდის სტატისტიკაა და ამისი იგნორირება არასერიოზული იქნებოდა;
    თან სად აქვს გატანილი? ჩელსი, ევერტონი, მანიუ, ინტერი; სერიოზულ გუნდებშI, გრანდებში და უძლიერეს ბელგიის ნაკრებშI, მუნდიალებზე, ევროზე და ა.შ.
    უკეთესი სტატისტიკა ექნებოდა, რომ ბოლო სეზონი არ ჩავარდნოდა;
    ამის ასაკში ბენზემას არ ჰქონდა ასეთი სტატისტიკა, ეხლა რომ ოქროს ბურთი გაუსაკუთრეს და რეესტრში გაუტარეს barca-6

  • Davita
    schedule 30 აპრ 2022, 09:48
    #13

    ასეთი ლე სასტავით რატომ ინტერესდებიან? ლუკაკუ არა მუნირ ელჰადადი დაიმატეთ თქვეჩემისებო

  • Albicelecte
    schedule 30 აპრ 2022, 02:07
    #12

    აჰა, ტიპიური 9-იანია, ჯანიანი და საქონელი, თუმცა არაა ურიგო ვარიანტი;
    კარიერის მანძილზე 340 გოლი აქვს შეგდებული და 100 მეტი ასსისტი;
    29 ხდება, ვეტერანიც არაა;
    ბევრი ვერ დაიტრაბახებს ასეთი შედეგებით

  • Bakero
    schedule 30 აპრ 2022, 00:24
    #11

    ჰაჰაჰა Cadiz :)))

  • Davit..
    schedule 30 აპრ 2022, 00:18
    #10

    ფირმინო,ლაუტარო,გაბრიელ ჟეზუსი,ჰალერი აიაქსში როა და რავიცი ეხლა არ მახსენდება კიდე ვინმე..

  • Iniesta_8
    schedule 30 აპრ 2022, 00:15
    #9

    გეგმა ჭ უნდა იყოს ეს, მაგაზე წინ არა.

  • SHOTADEPAY9
    schedule 29 აპრ 2022, 23:52
    #8

    85 მილიონი ღირს ლუკაკუ და კონტრაქტი 2026

  • ROUCH
    schedule 29 აპრ 2022, 23:11
    #7

    ვაი ლაპორტა შენი დედა ვატირე შენ რა ასარჩევი იყავი. ტიპმა ჰალანდს მოვიყვანო. კაი ბაზარი არაა არ გაქ ფული რაღას პირდები ხალხს დააყე ტრა*ი ვინ დაგაძალა. ეგ ვერაო 200 წლის ლევანდოვსკის მაინცო. ბაიერნმა 40 მილიონად შემოსალტე არაო და კაი მაშინ მძორგლა ლუკაკუს მაინცო მაგის მოყვანას სუ არავინ მოიყვანოს თუ არ ჯობდეს

  • C.PC5
    schedule 29 აპრ 2022, 22:55
    #6

    ამას ამ წუთას ჩვენი ობამეიანგი ჯობს😃 ტიპი მაგარი დებილია სადაც აეწყო ყველაფერი სათავისოდ იქედან გავარდა უკვე დამდგარ გუნდში სადაც თავისი ადგილი საძიებელი ექნებოდა, რაც მოძებნა კი გამოჩნდა😂🤦

  • Adamatraore
    schedule 29 აპრ 2022, 22:48
    #5

    აშკარად არაა ჩვენთვის მაგრამ ძაან მევასება იჯარით რო აიყვანონ თუ ლევანა არ მოდის იჯარით ეს კაი იქნება

  • EL MAESTRO 6
    schedule 29 აპრ 2022, 21:22
    #4

    მოაშოროს ეს მძორი რა, ტიპს არც მიღებააქ, აქც სიჩქარე, არც პასი, არც ინტელექტი, საჯარიმოში დებილივით არჩევს პოზიციებს, სერია ა ში თუ კარგი იყო ეგ ბევრს არ ნიშნავს, ტიპს თავში თუ არ გაარტყი გოლს ვერ იტანს, აქ არ დამანახონ რა

  • M10 S9 D11
    schedule 29 აპრ 2022, 21:02
    #3

    აი ეს არ დამანახოთ ბარსაში

  • P.U.Y.O.L
    schedule 29 აპრ 2022, 21:02
    #2

    ამას დებილი ტიმო ვერნერი ჯობია

  • რივალდო-მესი
    schedule 29 აპრ 2022, 20:59
    #1

    მოგიტყ ანთ საფეხბურთო გემოვნება🤮