რეალი პაბლო ტორეს მეტი ფულით მოხიბვლას ცდილობდა

რეალი პაბლო ტორეს მეტი ფულით მოხიბვლას ცდილობდა

პაბლო ტორე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ესპანელ ტალანტად ითვლება, რასაც ის ბოლო დროს სტაბილურად ამტკიცებს.

დაახლოებით ორი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ 19 წლის ნახევარმცველი მომდევნო სეზონიდან კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს. ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბარსა ბ-ში” დარეგისტრირდება, მაგრამ ივარაუდება, რომ ის პირველ გუნდში დიდ დროს გაატარებს. გასული 2 თვის განმავლობაში “რასინგში” თამაშის დროს ტორემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ “ბარსა” მასში არ შემცდარა.

Sport-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პაბლო ტორეს “ბარსელონაში” ტრანსფერის ჩაშლას ბოლო მომენტში ცდილობდა “რეალი”. მადრიდელები ფეხბურთელს უფრო მეტ ფულს სთავაზობდნენ. ამის შესახებ “რასინგმა” მატეუ ალემანის აცნობა, მაგრამ ამ უკანასკნელმა შეთავაზებული თანხა არ გაზარდა, რადგან მან იცოდა, რომ პაბლო ტორე “ბარსას” სპორტული პროექტით მოხიბლული იყო. ალემანი მართალი აღმოჩნდა და ტორემ “რეალისგან” მეტი ფულის მიღებას “ბარსელონაში” თამაში ამჯობინა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (10)

  • El pistolero 9
    29 აპრ 2022, 22:08

    ანუ სამი კაცი ხომაა ნახ. დაცვაში მოედანზე. საყრდენ ზონას ბუსკეცი და კესი გაამაგრებენ. ცენტრალურ ნახ. მცველებად დეიონგი და ნიკო იქნებიან. შემტევ ნახ. მცველებად კიდე პედრი და გავი. პლუს ესეც.

  • basa7
    29 აპრ 2022, 14:44

    არანაირ კავშირში არ არის ეს კესისთან, შემტევი ნახევრმცველია ზოგადად მაგრამ სულ არ გამოვრიცხავ ხავიმ ცრუ ცხრიანად ათამაშოს იმიტომ რომ ძაან უნივერსალია, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება

    უფრო სწორედ ცრუ თერთმეტიანი შეიძლება გაიჩითოს, ახალი ამპლუა:))))

  • nika 54
    29 აპრ 2022, 12:31

    მატეუ ალემანი რა გვყავს ამისთანა. გამოავლო რეალს პირში ჩალა? ფსიქოლოგიც ყოფილა პო ხოდუ.

  • Don_Andresito
    29 აპრ 2022, 08:45

    ეს უფრო მეტ დროს ბ გუნდში გაატარებს. ნიკოს კიდე საყრდენზე რატო არ ვტესტავთ არ ვიცი. კესის იმედი აქვთ? ბუსის ჩვენი აღზრდილი თუ ჩაანაცვლებს ვინმე

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    29 აპრ 2022, 07:52

    ძაან მეიმედება ეს ბიჭი, ძაან ტეხნარია

  • geobcn33
    29 აპრ 2022, 01:54

    totti10,
    ეს უფრო ფლეიმეიქერია! შემტევი ნახევარმცველი, როგორც ფლანგების ისე ცენტრის, მომავლის ბიჭია, ეს ნახეთ თუ პედრი 2 არ გახდეს

  • azulgerana
    29 აპრ 2022, 01:43

    რა საინტერესოა კლუბში 6 დაზარალებულია და აქედან 3 ს ერთი და იგივე პრობლემა აქვს. ანუ რას ავარჯიშებენ ესეთ განსაკუთრებულია რომ ბარძაყის მყესის დაჭიმულობა აქვთ? ყოველ ფეხბურთელს, ეს ხო უბრალო ტრამვა არ არის ესე წარამარა რომ ემართებათ, დემბელეც კოუტინიოც და რავი კიდე მრავალი ფეხბურთელი შეიწირა ამ ბარძაყის დაჭიმულობამ ეი… არ ავარჯიშებენ სწორად ან ზომიერად რისი შედეგიც არის

  • frenkie dejong21
    29 აპრ 2022, 00:54

    რა მაგარი ბიჭია პროსტა რო იცოდეეთ
    ძაან დიდი იმედი მაქ რო გაამართლებს მოლოდინებს 😍

  • serafime
    29 აპრ 2022, 00:13

    ციტატა: ROUCH
    როგორც ვიცი ეს უფრო შემტევია ვიდრე ჩვენები დაენძრა გავის


    Რაღაც პონტში გავიზე უფრო მეტად დამევასა, როგორც შემტევი და უფრო ტექნიკურია.

  • ROUCH
    28 აპრ 2022, 23:34

    როგორც ვიცი ეს უფრო შემტევია ვიდრე ჩვენები დაენძრა გავის