ჩავი ერნანდესი კვლავ შეეხო იმ საშინელ შემთხვევას, რაც ამა წლის ესპანეთის სუპერთასზე მოხდა. “ეს მართლაც შემზარავი ამბავია და ასეთ ფეხბურთელებს ასეთი რამ არ ეკადრებათ. მე და იკერი დიდი ხნის მეგობრები ვართ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ის ჩემი თანაგუნდელია. ჩვენ ორივეს მეტი მოგვეთხოვება. ერთერთი გზა რითაც შეიძლება ეს დაძაბულობა მოიხსნას ეს მე და იკერმა უნდა გავაკეთოთ. ასე, რომ ჯერი ჩვენზეა, მაგრამ მას არაფერი არ ეტყობა. ის არ ცდილობს ჩემთან დალაპარაკებას. მე ვიცი და მჯერა, რომ ის ნიჭიერი კაცია და მალე რამეს მოიმოქმედებს. არ მინდა, რომ ყოველ ”კლასიკოზე” ასეთი დაძაბულობა იყოს და ფეხბურთელები ასე ვერ იტანდნენ ერთმანეთს. ყველას უნდა შეეძლოს წაგებასთან შეგუება. ამაში არაფერი არ არის ცუდი. მე არ დაგიმალავთ და ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი. ჩვენ ორივეს გვიყვარს ფეხბურთი და ჩემი აზრით ეს საქციელი ძალზე სამარცხვინოა. ჩვენს შორის საუბარი რამდენიმე დღის წინ შედგა. მე და მას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს 1997 წლიდან. ამ წლიდან მე და ის ერთად მოვდივართ. ჩვენ ერთად 102 მატჩში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. მე მჯერა, რომ ყველაფერი მოგვარდება”.

ჩავი: ”ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


