მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი საცხოვრებელს “კამპ ნოუსთან” ახლოს ეძებს

სესკი საცხოვრებელს “კამპ ნოუსთან” ახლოს ეძებს

ბარსელონაში ჩასვლის შემდეგ სესკ ფაბრეგასი სასტუმროში ცხოვრობს. მას არ სურდა მშობლიურ სახლში, არენისში ცხოვრება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მას ყოველ დღე დაახლოებით 80 კმ-ს გადალახვა მოუწევდა (სწორედ ამხელა მანძილს მოიცავს არენისიდან “სიუტატ ესპორტივამდე” ორმხრივი გზა).

“არ მინდა არენისში ცხოვრება, ვინაიდან ის საკმაოდ შორსაა. შესაძლოა, ყოველ დღე წარმოიქმნას პრობლემები მანძილის გამო, ამიტომ არ მინდა, რომ მუდმივად ვდარდობდე იმას, შევძლებ თუ არა ვარჯიშებზე დროულად გამოცხადებას. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მჭირდება დასვენება და არა იმაზე ფიქრი, რომ წინ დიდი გზა მელის სახლამდე.”

14 აგვისტოს შემდეგ სესკი ცხოვრობს სასტუმრო “ხუან კარლოს I”-ში, რომელიც “კამპ ნოუსა” და “სიუტატ ესპორტივასგან” რამდენიმე წუთის მანძილზე მდებარეობს. სწორედ ამ სასტუმროში გაჩერდნენ “რეალისა” და “ვილიარეალის” ფეხბურთელებიც. ამასთან, სესკმა განაცხადა, რომ იგი არცერთი ხსენებული გუნდის ფეხბურთელს არ შეხვედრია სასტუმროში ყოფნისას.

ახლახანს სესკმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლის ძებნა დაიწყო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში