workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა და მინო რაიოლა ერთმანეთს შეხვდნენ

ჟოან ლაპორტა და მინო რაიოლა ერთმანეთს შეხვდნენ

Sport-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჟოან ლაპორტა და მინო რაიოლა ერთმანეთს შეხვდნენ.

ამავე წყაროს ცნობით, გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ლაპორტამ ერლინგ ჰოლანდის შეძენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა – “ბარსელონა” ნორვეგიელის დარწმუნებას სპორტული პროექტით ცდილობს, რომლის ლიდერიც, შესაძლოა, სწორედ ერლინგი გახდეს.

როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, ფეხბურთელის აგენტმა ლაპორტას უთხრა, რომ ჰოლანდს “დორტმუნდის” დატოვება სურს, მაგრამ, ჯერ არ გადაუწყვეტია, მომავალ სეზონში რომელ კლუბში გადავა. გარდა ამისა, რაიოლამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ თავად ფეხბურთელი მიიღებს.

ამასთან, მინომ ჟოანი გააფრთხილა, რომ “ბარსასთვის” ჰოლანდის გადაბირება რთული იქნება, რადგან, ეკონომიკური კუთხით, ისინი “მანჩესტერ სიტისა” და “რეალს” კონკურენციას ვერ გაუწევენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 14 აპრ 2022, 22:11
    #7

    რაიოლას ყავს ერთი ძმაკაცი და მას ფული ქვია.

  • DesmondHume
    schedule 14 აპრ 2022, 20:25
    #6

    ზოგადად რაიოლას კლიენტებს რაც ნაკლებად მოვიყვანთ მგონი უკეთესი იქნება.

  • shu1987
    schedule 14 აპრ 2022, 19:21
    #5

    ძმაკაცია ისაა ესაა სისულელე ბაზარია, რაიოლა სადაც ფულია იმოს ძმაკაცია, ჰალანდი რასაც გადაწყვეტს ისე იქნება და დიდი ალბათობით ლიგის ნახევარფინალს დიდი გავლენა ექნება რეალი-სიტის გამარჯვებულში წავა. დაიკიდონ ბოლობოლო თუ მთელი კლუბის ბიუჯეტი ჯდება მოიყვანონ ნუნიესი ძაან კლასნი მოძრავი და გამტანი ტიპია.

  • EL MAESTRO 6
    schedule 14 აპრ 2022, 18:34
    #4

    აე შეეშვან ამ ჰოლანდს, ნუნიეზზე დაჩალიჩდნენ, ჰოლანდზე სამჯერ იაფი ჯდება და ღირს მაგისთვის გაბრძოლება

  • nika 54
    schedule 14 აპრ 2022, 18:13
    #3

    მადლობა რაიოლას სიმართლისთვის, ცხადია მაგის მომყვანები არა ვართ. ახლა გადაერთონ იაფფასიან პროდუქციაზე სხვა გზა აღარ გვრჩება. აბა რეალივით ხო არ ვიზავთ ჰოლანდს რო შეუთვალეს წელს დორტმუნდში დარჩი და მომავალ წელს წაგიყვანთო.

  • Fc Barca Batumi
    schedule 14 აპრ 2022, 18:11
    #2

    ფუი, შენი გოდორა მინდორ-ველები მ…..ნ! რა ეკონომიკური კუთხით?! შე გადამყიდველო ვაჭარო!

  • La Pulga10
    schedule 14 აპრ 2022, 18:07
    #1

    რომანომ სიტი თავ-პრო*ს იტ*ნავს ამის გადმოსაბირებლადო.