ხუთშაბათს “ბარსელონას” ევროპა ლიგაზე ფრანკფურტის “აინტრახტთან” განმეორებითი მატჩის გამართვა უწევს.
AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი “ბარსას” ტრავმირებულ ფეხბურთელებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
🚑🇳🇱 | მემფის დეპაის ბარძაყის არეში მცირე დისკომფორტი აღენიშნება. მას ხვალინდელი სავარჯიშო სესიის წინ ტესტირება ჩაუტარდება – დამაკმაყოფილებელი შედეგების ჩვენების შემთხვევაში, ნიდერლანდელი “აინტრახტთან” მატჩამდე თამაშის ნებართვას მიიღებს.
🚑🇪🇸 | ხვალინდელი სავარჯიშო სესიის დაწყებამდე შემოწმება ჟერარ პიკესაც ჩაუტარდება. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, ვეტერანი მცველი გერმანელთა წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. პიკე ძალიან მოტივირებულია და სურს, მოედანზე ყველაფრის ფასად გავიდეს.
🚑🇺🇸 | სერჟინიო დესტი ხუთშაბათს ჩავის განკარგულებაში არ იქნება. ამერიკელს გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია.
👥 | Gol-ის ცნობით, დასვენების დღის მიუხედავად, “აინტრახტგთან” შეხვედრისთვის კარგად მოსამზადებლად, ჩავი ერნანდესი და ჟერარ პიკე დღეს სიუტატ ესპორტივაზე გამოცხადდნენ.
იმედია სიურპრიზი არ მოხდება და თამაში ძირითად დროში მოყომარდება.
იმედი მაქვს პიკე დაბრუნდება, თუ ნახევარდაცვა და თავდასხმა კარგად იმუშავებს ეგება პიკეს არ მოუწიოს ძალიან დაძაბვა.
დაცვა ; არაუხო , პიკე . გარსია , ალბა
არადა დესტი გვჭირდება ყველაზე მეტად
პიკე იქნება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი 😶
დედალი ბუსკეცი უნდა იყოს კაპიტანი და ეს არა ფუი. ხავის მერე კაპიტანი არა გვყოლია არც ინიესტა იყო მაგის კაცი ნუ ამ ბოლო ორს მესი ბუსკეცს კი ჯობდა. მარტო მწვრთნელების ბრალიც არა ის უსახური და ქათმური თამაში კაპიტნების ბრალიცა. უბრალო დამთხვევა არა მგონია მე ეგ რო მაინცდამაინც ამათ დროს დაენძრა გუნდს. გუნდს ვერ ხოდავდნენ როცა მარცხდებოდნენ, ბუსკეცმაც მაგრე დაიწყო პროსტა ხავიმ მოუსწრო სულზე გადახდელში მაგრად მუშაობს ხო გინახავთ არ წასული 1ტაიმის მერე რა დღეში არიან ხოლმე. პლიუს ბებერი ალვეშიც თითქმის ერთად მოვიდნენ. ცუდ მწვრთნელს ასევე ბანძი კაპიტანი რო ემატება მის შემყურე ბავშვებს რა უნდა მოთხოვო
პიკე აუცილებელია თორემ ან მინგეზა უნდა დავაყენოთ და ან ლენგლე, ლენგლემ რაც იკადრა იმის მერე მინგეზა ჯობია კიდე