19 წლის ვარ, სულ რაღაც 7-8 წელია ბლაუგრანას სისხლს ვატარებ, მახსოვს პირველად განცდილი ემოციები, რამდენიმე მტკივნეული მარცხი, თუმცა უცნაური მიდრეკილება და მხარდაჭერა ბარსას მიმართ. ამის შემდეგ, მრავალი გამარჯვება, უმარილო ტატა მარტინო, ლუჩოს მოსვლა, მსნ, ტრიპლეტი, ლეოს ოქროს ბურთი, ჩავის წასვლა, მცირე ჩავარდნები და მაინც ლამაზი სანახაობა, მოულოდნელი გამოვარდნები ლიგიდან, თუმცა #რემონტადა, 6-1, ლუჩოს დამშვიდობება და ვალვერდეს სალამი, ნეიმარის გატაცება, პრაგმატული ფეხბურთი მისაღები შედეგებით, ფუჭად გადაყრილი მილიონები, რომა, ლივერპული, არნახული რეგრესი და მაინც, მესი პრაიმში, ტკივილები, ინის წასვლა, კოლაფსი, სეტიენი, 8-2, კუმანი, გზა უფსკრულამდე, დაცინვები, უიმედობა, გაურკვევლობა, ბართომეუს ,,შემოქმედებანი”, ხელსახოციდან ფაქსამდე, ლეოს წერილი, ლაპორტას გამარჯვება, იმედები, თუმცა მტიკვნეული დასაწყისი, ლეოს ,,გაძევება”, ცრემლები, გატეხილი გულები!
ჩემს მეხსიერებაში არსებობს ორი განსხვავებული ბარსელონა და ორი განსხვავებული პერიოდი: 1) ბარსა მესისთან ერთად და 2) ბარსა მესის შემდეგ. ლეოს ყურება მაშინ დავიწყე, როცა ის უკვე საუკეთესო იყო და სიამოვნების ოვერდოზს არ მაკლებდა. მესის ბარსა იყო ზენიტი, რაღაც დიადი და სიამაყე, რომელიც გულში ცოცხლობდა, ის ბარსა ძალიან მიყვარდა, რადგან არნახულ ფეხბურთს აჩვენებდა, ყველაზე უფრო ახლოს მყოფი გუნდი მეგონა ჩემთან, მაგრამ …
ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე, როცა მამა ხდები, ეს ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით არ განმიცდია, თუმცა ვიგრძენი ,,შობა” დიდი ტკივილების შემდეგ, ჩემ თვალწინ, ჩემი თანდასწრებით დაიბადა პედრის გუნდი, გავის გუნდი… სხვა ბევრი ტალანტის გუნდი, ერთი კატალონიელი დირიჟორით, რომელიც ყველაფერს ხელმძღვანელობს, ყველა ნატს ფილტრით გვასმენინებს.
რას ვგულისხმობ ზემოთ თქმულში? ლეოს ბარსა არ ყოფილა ჩემ წინ შობილი გუნდი, ჩემ წინ ჯერ მხოლოდ ერთი ბარსელონა იშვა და მისდამი რაღაც განსაკუთრებული, აქამდე გამოუცდელი გრძნობით ვარ განმსჭვალული, ის მიყვარს, ის ჩემია, მე მეკუთვნის, მისი ტკივილი და ჩავარდა მტკივა, მაღიზიანებს, წარმატება მაბედნიერებს. ახლა ჩემს შვილს ვუყურებ, რომელიც დრო და დრო იზრდება და საუკეთესო თვისებებს იძენს.
მე ვნახე ძველი ბარსელონას გარდაცვალებაც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით ხელმოწერილი, თუმცა ასევე ვნახე ყველა ის პროცესი, რამაც ჩავის ბარსა დაბადა. დასაწყისი იყო მიწისძვრა, გამოსწორებული ფსიქოლოგიით, თუმცა კვლავ უარყოფითი შედეგებით, შემდეგ იყო გამოსწორებული თამაშიც, დირიჟორის ახალი წესები, სიმკაცრე და კატალონიური ტაქტიკა, შემდეგ იყო ,,გარდაცვილი” ალვეშის აღდგომა, ,,პირველი მერცხალი” ერიკ გარსიას სახით, შესანიშნავი დანამატი,მკვებავი ფერან ტორესი, ლა მასიელი ,,ადამი”(ა), და ბოლოს, ობამეიანგის რეინკარნაცია! ყველაფერს დაემატა პედრის გამოჯანმრთელება, მოტივირებული გავის სანახაობა, არაუხოს მენტალიტეტი, ფრენკის ელეგანტურობა, ბუსის სიდიადე, პიკეს ,,პიკი”, მრავალი კვანძის გახსნა (დემბუშა, დესტი, ტერ შტეგენი), მხსნელი ლუკ დე იონგი და ტოცა მარილიც, შეფის გადაწყვეტილებით… ასე მივიღეთ ,,XaviBall”, ასე მივიღეთ ,,XaviFour”. ასე მივედით ბერნაბეუს კურთხევამდე, ასე მივედით აქამდეც ხშირად ნახულ 4-0-მდე, თუმცა ის 4-0-ები მამების თაობის შემოქმედება იყო, ახლა კი ვნახეთ ,,შვილების” თაობის დიდ სცენაზე გამოჩენა.
გული მიგრძნობს, კიდევ უფრო გაიზრდებიან, დაიხვეწებიან, იქნება ტიტულების ცვენა, ბევრი მოგება, სენსაცია, ტრიპლეტები, ოქროს ბურთები, ეპიცენტრში ყოფნა, ეს ყველაფერი უკვე დაწყებულია, უკვე ცხვება სათანადო ნამცხვარი, ცოტა დარჩა! მე ჩემი მხრივ, არავის მივცემ ჩემი შვილის, ჩემი ,,ბარსას” დაჩაგვრის უფლებას, ყოველთვის ვიდგები მის გვერდით და ყოველთვის დავიცავ მის ღირსებაც, სადაც არ უნდა ვიყო! ბარსელონა არასდროს არ იქნება სირცხვილი ჩემთვის, ის მუდამ იქნება სიამაყისა და ღირსებიც გამომხატველი. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები ვერ მიაღწევს ადრესატების მაღალ ეშელონებზე, თუმცა მადლობა პრეზიდენტს, ყველაფრის სულის ჩამდგმელს, შემოქმედს, თავდაჯრებულსა და თავისი საქმის მცოდნეს, მადლობა ჟოან ლაპორტას! მადლობა გაცოცხლებული ჩავიესტასთვის (პატარა პრინცები, პედრი და გავი
)… მადლობა ჟორდი კრუიფს, მატეუ ალემანსა და ყველას, ვინც შობა ჩავის ბარსელონა, მადლობა თავად მაესტროს
, მადლობა კლუბს, მისი სიყვარულით გულანთებულ ქომაგებს მსოფლიოს ყველა წერტილში! ჩვენ ვართ ბარსა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი!
Mes Que Un Club!
Visca El Barcelona!
Visca El Catalunya!
და ბოლოს, როგორც დიდებული კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა: ,,ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში”. მე მინახავს აშენებული ბარსელონა, ლამაზი და დიდებული, თუმცა ბევრად უფრო მძაფრია ის გრძნონები, რასაც დღევანდელი, ბარსელონას შენების პროცესი მანიჭებს, თუმცა ეს მშენებარეც მალე აშენებული და ძველებურად დიადი გახდება! ჩვენ თვალი ვადევნოთ ჩვეულ პოზიციაში, ჩვეული მუხტით! ![]()
![]()