workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერვიუ რონალდინიოსთან

ინტერვიუ რონალდინიოსთან

“ბარსელონასა” და მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რონალდინიო Mundo Deportivo-სთან საუბრის დროს არაერთ ისეთ ადამიანზე საუბრობს, რომლებიც კატალონიურ კლუბთან არიან დაკავშირებულნი. ლეო მესი, დეკუ, ნეიმარი, ჟოან ლაპორტა, სანდრო როსელი, პედრი, ანსუ ფატი, რაფინია…

– მესი “ბარსელონაში” აღარაა. რას გვეტყვი მისი და “ბარსელონას” ურთიერთობაზე, რომელიც ჩანდა, თითქოს არასდროს დასრულდებოდა.

მისმა წასვლამ არა მხოლოდ მე, არამედ ყველა გააკვირვა. მისი სხვა გუნდის მაისურით ხილვას ვერასდროს წარმოვიდგენდი. თუმცა ასეთი რაღაცები ხდება და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ლეო ბედნიერი იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ბედნიერი. ჩემთვის მნიშვნელოვანი ესაა.

– კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა, ნეიმარია. რას გვეტყვი მის კარიერაზე?

ნეი ფენომენია. ის ვარსკვლავია, ჩვენი ქვეყნის უდიდესი კუმირი. მისი ქება რომ დავიწყო, ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს.

– ჟოან ლაპორტა, პრეზიდენტი, რომელმაც “ბარსელონაში” მიგიყვანა, კლუბში დაბრუნდა…

ეს მშვენიერია. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც კლუბში ისტორია შექმნეს, შემდეგ კი კიდევ ერთ ისტორიის შესაქმნელად დაბრუნდნენ. მჯერა, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა.

– კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება შენ კარიერაში – სანდრო როსელი. მან ცხოვრების რთული პერიოდი გამოიარა, ახლა კი, შესაძლოა, ქალაქ ბარსელონას მერობის კანდიდატი გახდეს. რას გვეტყვი მასზე? “ბარსელონაში” შენი ტრანსფერის შემოქმედი სწორედ ისაა.

სანდრო ფანტასტიკური ადამიანია. ჩვენ წლებია, ვმეგობრობთ. ვფიქრობ, რომ ყველაფერმა იმან, რაც მას თავს გადახდა, კიდევ უფრო გააძლიერა. ახლა მას ბევრი საშუალება აქვს იმისათვის, რომ ადამიანებს დაეხმაროს. ის ყოველთვის ასეთი იყო – ყოველთვის სხვების დახმარება უნდოდა. რაც უფრო მაღალ თანამდებობაზე იქნება, მით მეტ ადამიანს დაეხმარება. მას ნებისმიერ პოზიციაზე ყოფნა შეუძლია.

– დეკუმ ხელი აგენტობას მიჰყო და ის “ბარსას” ეხმარება. მასთან კონტაქტი გაქვს?

კი, დეკუ ჩემი ძმაა. მის გამო ბედნიერი ვარ, რადგან მოედანს მიღმა ის ყოველთვის ძალიან კარგი ადამიანი იყო. ის ძალიან ჭკვიანია. ახლა ის სხვა გზას ადგას და საკმაოდ წარმატებითაც.

– დეკუ ბრაზილიელი ფეხბურთელის, რაფინიას აგენტია. მას თუ იცნობ და რას გვეტყვი ამ ფეხბურთელზე?

ცნობისთვის, რაფინია ასევე პორტუ ალეგრედანაა. მის მამას კარგად ვიცნობ. თავად რაფინიას იმ დროიდან ვიცნობ, როდესაც ის ბავშვი იყო. ახლა ის დეკუსთან მუშაობს და ყველაფერი კარგად მიდის. ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია.

– არის ის ახალი ნეიმარი ან ახალი რონალდინიო?

არა, შედარებები საჭირო არაა. ყველას თამაშის თავისი სტილი აქვს, რაფინიას კი შეუძლია, წარმატებას ნებისმიერ ადგილზე მიაღწიოს.

– ამჟამად ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელი მოგწონს?

მესის თამაშის ყურება მიყვარს. ასევე მიყვარს ნეის, მბაპეს ყურება. ასევე რაფინიასი.

– “ბარსელონას” ჰყავს პედრი, რომელმაც “ოქროს ბიჭუნას” ჯილდო მოიგო…

ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. პედრი ძალიან კარგად იწყებს და იმედი მაქვს, “ბარსაში” ისტორიას შექმნის.

– ასევე არის ანსუ ფატი. ძალიან იმედისმომცემი ფეხბურთელი, რომელიც შენ 10 ნომრიან მაისურს ატარებს.

მან ძალიან კარგად დაიწყო. მან ისტორიის შექმნა უკვე დაიწყო. იმედი მაქვს, ასე განაგრძობს და რაიმე მშვენიერს შექმნის. მას საამისო თვისებები აქვს, უბრალოდ დრო უნდა მიეცეს.

– წელს მსოფლიო ჩემპიონატია. ბრაზილია ყოველთვის ფავორიტია, ასევე ძლიერი გუნდი ჰყავს ლუის ენრიკეს ესპანეთს…

ბევრი ძლიერი გუნდია. მათ შორისაა ლუისის ესპანეთი. ლუისი მოედანზეც და მის მიღმაც შესანიშნავი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბრაზილიაც შესანიშნავია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 10 აპრ 2022, 21:53
    #9

    ციტატა: BARC4ever
    იმენა პეპი რა ტვინი კაცია. ყველაფერს აანალიზებს საერთოდ. ლივერპული საჰაერო ბურთებზე მოიკოჭლევს თავით და უპრესინგებენ მაგრად. ზურგს უკან პასებიც გადის ლივერის დაცვაში


    სიტის მეორე გოლი სწორედ ეგეთი ზურგსუკან ჩაგდებით გავიდა. სიტის მოგება ეკუთვნოდა.

  • GURCHO99
    schedule 10 აპრ 2022, 21:34
    #8

    ჩემი აზრით რაც ამ ბარსას აკლია და ძაან გააძლიერებდა არის ზურგს უკან პასები რაც სიტის და პიკში მყოფ ბაიერნს ქონდა, ტორესს გვარდიოლას სკოლა აქვს გამოვლილი და მაგიტომ ქმნის ამდენ მომენტს, სხვა ფეხბურთელებმა. უნდა ეცადონ რომ გადაკიდონ ზურგს უკან ამისთვის კი შემტევების აქტიურობაა საჭირო

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 აპრ 2022, 21:25
    #7

    სიტი-ლივეს თამაშოთ მაგრად ვისიამოვნე, მე თუ მკითხავთ სიტიმ იმდენი შანსი შექმნა რომ იმსახურებდა მოგებას მაგრამ ფეხბურთია და ასეც ხდება, ყოჩაღ ორივე გუნდს

  • Dat-
    schedule 10 აპრ 2022, 20:44
    #6

    ციტატა: BARC4ever
    იმენა პეპი რა ტვინი კაცია. ყველაფერს აანალიზებს საერთოდ. ლივერპული საჰაერო ბურთებზე მოიკოჭლევს თავით და უპრესინგებენ მაგრად. ზურგს უკან პასებიც გადის ლივერის დაცვაში


    კი კი ტვინიკოსია ეგ გოთვერანი. ))) მარა რა არის იცი პეპის თამაში თითქოს ნახევრად ტკბილი ღვინლსავითაა მოგწონს მარა რაღაც გაკლია აი კლოპი კარგად დაძველებული მწვანეს თემა უფროა სვამ და ხვდები რომ რაღაც დიდებულია. 🤙🏻🤙🏻🤙🏻

  • BARC4ever
    schedule 10 აპრ 2022, 20:32
    #5

    იმენა პეპი რა ტვინი კაცია. ყველაფერს აანალიზებს საერთოდ. ლივერპული საჰაერო ბურთებზე მოიკოჭლევს თავით და უპრესინგებენ მაგრად. ზურგს უკან პასებიც გადის ლივერის დაცვაში

  • Moriba
    schedule 10 აპრ 2022, 20:28
    #4

    ციტატა: Iniesta_8
    სიტი ძაან ძლიერია, ძალიან ძლიერი. ლივერპული უმაგრეს ფორმაშია მარა ვერ ჯობნის მაინც. ორი კაცი რომ ამოაკლო სიტის ისევ ისეთი ძლიერი იქნება.


    ედერსონმა კინაღამ დაღუპა გუნდი სადღაც მაინც გაუმართლებს ლივეს

  • Iniesta_8
    schedule 10 აპრ 2022, 20:27
    #3

    სიტი ძაან ძლიერია, ძალიან ძლიერი. ლივერპული უმაგრეს ფორმაშია მარა ვერ ჯობნის მაინც. ორი კაცი რომ ამოაკლო სიტის ისევ ისეთი ძლიერი იქნება.

  • Moriba
    schedule 10 აპრ 2022, 20:26
    #2

    აუუუ რას თამაშობს სიტი ბიჭოოო 3-1 შეეძლოთ რო წაეყვანათ ეს ტაიმი

  • shu1987
    schedule 10 აპრ 2022, 20:11
    #1

    ჯადოქარო, ამას ცოტა მეტი სტაბილურობა შეენარჩუნებინა და გულაობა არ დაეწყო ვერავინ შეედრებოდა.