Sport-ის ინფორმაციით, “ლევანტეს” წინააღმდეგ ხვალ გასამართ მატჩს ჟორდი ალბასთვის დამატებითი დატვირთვა ექნება.
საქმე ისაა, რომ ვეტერანი მარცხენა მცველი ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 421-ე შეხვედრას გამართავს, “ბარსაში” ჩატარებული მატჩებით გილერმო ამორს გაუთანაბრდება და 10-ეულში შევა.
ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- ლეო მესი – 778
- ჩავი ერნანდესი – 767
- ანდრეს ინიესტა – 674
- სერხიო ბუსკეტსი – 672
- ჟერარ პიკე – 604
- კარლეს პუიოლი – 593
- მიგელი – 549
- ვიქტორ ვალდესი – 535
- კარლეს რეშაკი – 449
- გილერმო ამორი – 421
ჟორდის გარდა, “ბარსელონას” მოქმედ ფეხბურთელთაგან, ათეულთან ყველაზე ახლოს დანი ალვესია – ბრაზილიელის აქტივში 401 მატჩია.
ალბა “ბლაუგრანაში” 2012 წლიდან ასპარეზობს. აქამდე, მის ანგარიშზე 420 მატჩში გატანილი 24 გოლი და 90 ასისტია.
ისე ბუსკეტსაც მალე ექნება "განსაკუთრებული დატვირთვა" სულ რაღაც 4 თამაშის შემდეგ სამეულში გადავა. და ალბათ ამ სეზონშივე მოახერხებს ამას.
რეშაკს შესაძლოა გადაუსწროს დანარჩენებთან რთული იქნება