სეზონის სტარტზე მოსალოდნელი იყო, რომ “ბარსელონა” შეეცდებოდა, გუნდის მთავარ ვარსკვლავად ანსუ ფატი ექცია. მისთვის 10 ნომრიანი მაისურის გადაცემაც ამის დასტურია. თუმცა “ბლაუგრანას” უმთავრესი ვარსკვლავის წოდება აშკარად სხვა ახალგაზრდას ეკუთვნის.
ანსუ ფატის ტრავმებისა და საკუთარი ბრწყინვალე თამაშის წყალობით “ბარსელონაში” მთავარი ფეხბურთელი 19 წლის პედრი გონსალესია.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ “ბარსელონას” გულშემატკივრებში ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ პედრის მაისურები სარგებლობდა. ახლა კი Esport3-მა ახალგაზრდა ნახევარმცველის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს ცნობით 2022 წელს, 3 თვის განმავლობაში პედრის სპონსორობის თაობაზე 80-ზე მეტი კომპანიიდან დაუკავშირდნენ.
ამხელა შემოთავაზებები ლეოს და რონალდუს არ ქონდათ ამ ასაკში.
ეს ძაან მაგარი იქნება, ჯერ ხომ რა დონეა მერე მითუმეტეს რა იქნება, არამარტო თამაშის მხრივ, მარკეტინგულადაც, მე პირადად ყველაზე მეტად ეს ბიჭი მიყვარს ბარსაში, თუ ძველ გვარდიას არ ჩავთვლით ♥️
პედრის 8 და გავის 6 შემდეგი სეზონიდან
საღოლ. არ დავკვირვებივარ რომელი კეტები აცვია.
პედრი მართლაც უდიდეს ტალანტია და მარკენტინგულადაც მაგრამ გვჭირდება ეგეთი ფეხბურთელი, ფატის რაც შეეხება, ნეტა არ იტრამვებოდეს და ახლა შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზეც ვყოფილიყავით, მაგრამ რაც ატის არის, იმედია იმ 10 ნომერს ღირსეულად ატარებს ანსუ წლების განმავლობაში