workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
1 - 0
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer
ბარსელონა დანი ოლმოს 2023 წელს დაბრუნებას შეეცდება

ბარსელონა დანი ოლმოს 2023 წელს დაბრუნებას შეეცდება

“ბარსელონამ” გადაწყვიტა, კლუბის აღზრდილი ესპანელი შემტევი დანი ოლმო დაიბრუნოს, მაგრამ არა ახლა, არამედ 2023 წელს. ამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ხავი მიგელი ავრცელებს.

დანი ოლმოს “ბარსელონას” არაერთხელ უკავშირებდნენ. ფერან ტორესის ტრანსფერის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსა” ოლმოს დაბრუნებისთვის აღარ იბრძოლებდა, თუმცა როგორც ჩანს სიტუაცია იცვლება. ხავი მიგელის ცნობით კატალონიელები “ლა მასიას” აღზრდილი შემტევისთვის 2023 წელს იბრძოლებენ. ოლმოსა და “ლაიფციგს” შორის კონტრაქტს ვადა 2024 წელს გასდის, ცნობილია, რომ ფეხბურთელს “ბარსაში” დაბრუნება უნდა და დიდი ალბათობით გერმანელები იძულებულები იქნებიან, ფეხბურთელს 2023 წელს იაფად შეელიონ.

ასევე ხავი მიგელის ცნობით ჩავი 23 წლის ფეხბურთელს მისი პროექტისთვის მნიშვნელოვან წევრად მიიჩნევს.

დანი ოლმო “ბარსელონას” აკადემიაში 2007-2014 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ზაგრების “დინამოს” მიაშურა, 2020 წელს კი ის “ლაიფციგში” გადავიდა. Transfermarkt ახალგაზრდა ფეხბურთელს 45 მილიონ ევროდ აფასებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 01 აპრ 2022, 12:56
    #7

    2023-ში დასაბრუნებლებზე ცოტა ნაადრევად ხო არ ვიწყებთ ლაპარაკს? ამ წელს გვყავს ქვეყნის მოსაყვან-წასაყვანი და ეხლა წლინახევრის მერე რა იქნება ვინ იცის. ან რა უნდა გადაწყვიტონ წინასწარ. ეგება მანამდე სიტიში აღმოჩნდეს ან მადრიდში.

  • SHOTADEPAY9
    schedule 31 მარ 2022, 22:50
    #6

    მაგარი ფეხბურთელია ოლმო

  • Bakero
    schedule 31 მარ 2022, 22:43
    #5

    მაგარი გოლი გაუტანა ამან ალბანეთს თან თამაშის ბოლოს ზამენიდან შემოსულმა

  • Zura Gviniashvili
    schedule 31 მარ 2022, 22:02
    #4

    იმენა ესპანეთის ნაკრებს კრავს რა .. ხავი და ენრიკე ერთთად მოქმედებენ :))) ორივეს საქმეს აკეთერბენ ნაკრებისთვისაც კარგია და ბარსასთვისაც რადგან შეთამაშების მხრივ დიდი პრაკტიკა ექნებათ სულ ერთი და იგივე სასტავი რომ მოხვდება

  • ROUCH
    schedule 31 მარ 2022, 21:33
    #3

    მოაშორეთ ეს ლამასიელი ფერან ტორესი და მემფის დრპაი ვითომ ყველაფერჩიკები და ბოლოს არსად რო არ ვარგანან. სერხი რობერტოსი არ იყოს ერთი კარში არ მდგარა

  • Memphis Depay
    schedule 31 მარ 2022, 20:59
    #2

    არ გვჭირდება რა, არ მინდა ამის ტრანსფერი.

  • Don_Andresito
    schedule 31 მარ 2022, 20:42
    #1

    ბოლო ბოლო რა პოზიციაა? ხან ნახევარმცველი იყო ცენტრი. ხან გარემარბი. მერე ცრუ 9. ჩამოყალიბდეს ფატის კონკურენტია პედრის თუ ვისი