workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაგიური ფაბრეგასი!!!

მაგიური ფაბრეგასი!!!

      2011 წლის აგვისტოში დასრულდა ზაფხულის ყველაზე გახმაურებული სატრანსფერო საგა. კატალონიელი სესკ ფაბრეგასი დაბრუნდა სახლში და ხელი მოაწერა კონტრაქტს თავის მშობლიურ კლუბთან. “ბარსამ” “არსენალს” კაპიტნის სანაცვლოდ 29 მილიონი ევრო გადაუხადა, ამას გარდა ფაბრეგასის ყოველწლიური ხელფასიდან 1 მილიონი ევრო ყოველ წელს “არსენალის” ბიუჯეტს შეავსებს, ხოლო თუ სესკი “ბარსასთან” ერთად მომდევნო 5 წელში ლა ლიგას და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, “მეთოფეები” დამატებით 5 მილიონს მიიღებენ.
    ინგლისში ფაბრემ 303 მატჩი 57 გოლი გაიტანა და ერთ–ერთ საუკეთესი გამთამაშებლად ჩამოყალიბდა. თუმცა მან “არსენალში” მხოლოდ 1 ტიტული მოიგო. 2008 და 2010 წლებში კი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ჯერ ევროპის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
  შეიძლება ბევრ თქვენგანს  უკვირდა რატომ ცდილობდა “ბლაუგრანა” მის გადაბირებას ასე აქტიურად. მას ხომ შემადგენლობაში ჩავი და ინიესტა ჰყავს, თუმცა, როდესაც სესკის სტატისტიკას გაეცნობით, დამიჯრეთ ეს კითხვა აღარვის ექნება.
   ვიცი ეს სტატისტიკა ბევრს გაგაკვირვებთ,ჩემთვისაც ძალიან მოულოდნენლი იყო, მაგრამ ეს ფაქტებია!
2010–2011 წლებში სესკ ხშირად ტანჯავდა ტრავმები, თუმცა ამის მიუხედავად მან ყველაზე მეტი სახიფათო სიტუაცია შექმნა “არსენალის” შემადგენლობაში 2010–2011 წლების სეზონში. აი სტატისტიკაც:
 
 
 
ახლა ვნახოთ რა სიტუაციაა ამ მხრივ პრემიერ ლიგის 2010–2011 წლების სეზონში.
 
 
 
      ახლა კი ის, რამაც ყველაზე მეტად გამაოცა. სესკ ფაბრეგასი არც მეტი, არც ნაკლები 2006–2011 წლამდე, ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) ფეხბურთელებს შორის ლიდერია შექმნილი სახიფათო სიტუაციებით და თვით ჩავისაც კი უსწრებს.
 
 
 
 
   როგორც ხედავთ,”ბარსამ” შესანიშნავი შენაძენი გააკეთა და აშკარაა, შედეგმაც არ დააყოვნა. უკვე რამდენიმე თამაშია სესკი ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია უკეთესის იმედი ვიქონიოთ და მთელი შემართებით ვუგულშემატკივროთ ჩვენ საყვარელ კლუბს!
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward