ადრეული წლები(1899-1908):
1899 წლის 22 ოქტომბერს ხუან გამპერმა ლოს დეპრტესში საფუძველი ჩაუყარა “ბარსელონას” შექმნას. ამით მან აისრულა ოცნება, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ხუანს უნდა ქონოდა საკუთარი გუნდი. “გიმნასიოზე” შეხვედრამ პოზიტიური შედეგი გამოიღო. იმ თამაშს 11 ფეხბურთელი დაესწრო. ესენი არიან: გუალტერი ვაილდი, ლუის დოსო, ბარტომეუ ტერადასი, ოტო კუნზლე, ოტო მეიერი, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ჯეზეფ ლობეტი, ჯონ პარსონსი, და ვილიამ პარსონსი. შედეგად დაიბადა ფეხბურთის გუნდი “ბარსელონა”. სხვა ესპანურ ცნობილ გუნდებს, ბილბაოს” ატლეტიკს” და მადრიდის “რეალს” ასევე ჰყავდათ ბრიტანელი დამფუძნებლები. ამიტომ მათ აქვთ ინგლისურ სტილში სახელები. ხუან გამპერი გუნდისთვის იყენებდა თავის წრსულს. აქმდე იგი თამაშობდა შვეიცარიულ გუნდებში. ესენია:ბაზელი” და “ციურიხი”. “ბარსელონას” ჩამოყალიბებისას ის თავის ძველ გუნდებს აკვირდებოდა და მათგან აიღო დაბოლოება.
“ბარსელონამ” მალევე დაიწყო კარგი თამაში. ისინი იყვნენ ძლიერები როგორც კატალონიაში, ისევე ესპანეთში. 1901 მათ პირველი თასი მოიგეს. ეს იყო კოპა მაკაია. ასევე ისინი გავიდნენ კოპა დელ რეის ფინალამდე, მაგრამ დამარცხდნენ “ვიზცაიასთან” ანგარიშით 2-1.
გამპერთან ერთად(1908-1923):
1911 წელს ხუან გამპერი გახდა გუნდის პრეზიდენტი. იგი იყო “ბარსელონას” ისტორიაში პირველი პრეზიდენტი. ხუანს რთულ დროს მოუწია პრეზიდენტობა. “ბარსელონას” დიდი ხანი ტიტული არ ჰქონდა მოგებული. 1908 წლიდან 1925 წლამდე იგი გუნდის პრეზიდენტი იყო. გამპერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილი გუნდის განვთარებაში იყო ის, რომ დაეხმარა “ბარსას” საკუთარი მოედნის გაკეთებაში. 1909 წლის 14 მარტს მოედნამა “კარერ ინდუსტრიაზე” გადაინაცვლა. მისი ტევადობა 6,000 კაცი იყო. ოდნავ მოგვიანებით ყველაფერი განვითარდა და “ბლაუგრანას” მოედნის ტევადობა 60,000 კაცი იყო. გამპერმა ასევე გადაიბირა პაულინიო ალკანტარა გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 356 გოლით. 1917 წელს ჯეკ გრინველი გუნდის მწვრთნელად დანიშნა. ამის შემდეგ “ბარსელონა” კიდევ უფრო განვითარდა და სულ “გამპერის ხანაში” გუნდმა მოიგო 11 თასი. ესენია: კატალონიის ჩემპიონატი, ექვსჯერ კოპა დელ რეი და კოპა დელ პირენეესი ოთხჯერ. ესე იყო მისი პირველი ოქროს წელი.
რივერას რესპუბლიკა და სამოქალაქო ომი(1923-1939):
1925 წლის 14 ივნისს პრიმო დე რივერას დიქტატორობის დროს, გუნდისთვის მოედანი დაიხურა ექვსი თვით და შემდეგ შემცირდა სამამდე. ამ პრობლემებს ვერ გაუძლო გუნდის მმართველმა და 1930 წლის 30 ივლისს თვითმკვლელობა სცადა. “ბარსელონას” ჰქონდა დაცემის პერიოდი, მაგრამ გუნდი არ დანებებულა. ერთი თვის შემდეგ დაიწყო სამოქალაქო ომი და “ბლაუგრანას” ერთ-ერთი პრეზიდენტი, ჯოზეფ სუნიოლი მოკლეს. ეს ჩაიდინეს ფრანკოს ჯარისკაცებმა. 1937 გუნდი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და მექსიკაში ტურზე. ამან “ბარსელონას” ფინანსები გაზარდა. 1938 წლის 16 მარტს ფაშისტებმა დაბომბეს სოციალური გუნდი და ამან ძალიან დიდი პრობლემები მოიტანა. რამდენიმე თვის შემდეგ “ბარსელონა” მოქცეული იყო ფაშისტების ხელში.
C. de F “ბარსელონა”(1939-1974):
გუნდი ფრანკოს დიქტატორობის ქვეშ იყო. სამოქალაქო ომის შემდეგ კატალონიური ენა იდევნებოდა და გუნდებს ეკრძალებოდათ არაესპანური სახელების ტარება. ამან გამოიწვია ის, რომ გუნდის სახელი Club de Fútbol Barcelona იყო. 1943 “ბარსელონას” თამაში ჰქონდა კოპა დელ რეის თასზე მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. “ბარსამ” ის თამაში მოიგო ანგარიშით 3-0. მეორე მატჩამდე გუნდის ფეხბურთელები გააფრთხილეს, რომ თამაში არ უნდა მოეგოთ. საბოლოო ანგარიში იყო 11-1 “ბლანკოსის” სასარგებლოდ. ასეთი რთული ისტორიის შემდეგ, 1940 და 1950 წლებში “ბარსელონამ” წარმატებას მიაღწია. ეს მოხდა 1945 წელს, როცა გუნდის მწვრთნელი იყო ჯოზეფ სამიტიერი და “ბარსას” ისეთი ფეხბურთელები ყავდა, როგორიც იყვნენ ცეზარი, რამალეტსი და ველასკო. 1929 წელს მათ პირველად მოიგეს ლა ლიგა. შემდეგ 1948 და 1949 წლებში კიდევ ორი ტიტული დაუმატეს. 1949 მათ ასევე თავიანთი პირველი “კოპა ლათინა” მოიგეს. შემდეგ “ბარსელონას” მწვრთნელად მოვიდა ელენიო ჰიერა. ამის შემდეგ 1960 წელს ისევ მადრიდის “ატლეტიკო” და მადრიდის “რეალი” იბრძოდნენ ლა ლიგის მოსაგებად. 1968 წელს გუნდმა ისევ დაამარცხა მადრიდის “რეალი” 1-0. თამაში “ბერნაბეუზე” შედგა. 1974- ში გუნდმა სახელი ისევ შეიცვალა და ასე ჟღერდა Futbol Club Barcelona.
კრუიფი(1974-1978):
1973/74 წელს “ბარსელონაში” ახალი ლეგენდა გამოჩნდა. ეს იყო იოჰან კრუიფი. მან მალევე დაიმსახურა გულშმატკივრის სიყვარული. კრუიფმა მადრიდის “რეალს” “ბარსელონა” ამჯობინა. ასევე თავის შვილს მან კატალონიური სახელი, ჟორდი დაარქვა. 1960 წლის შემდეგ მან შეძლო და გუნდს ისევ მოაგებინა ლა ლიგა. “ბარსელონამ” იმ დროს შეძლო და მოუგო მადრიდის “რეალს” “ბერნაბეუზე” ანგარიშით 5-0. კრუიფი ასევე დაასახელეს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ.
სტაბილურიბის წლები(1978-1988):
ჯოზაფ ლუის ნუნიეზი 1978 წელს გახდა “ბარსელონას” პრეზიდენტი. მისი მთავარი მიზანი იყო გუნდის მსოფლიო დონემდე აყვანა და სტაბილური ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნება. 1979 და 1982 გუნდმა ისევ დაიწყო მოგებების სერია. 1982 წელს კი გუნდს “ბოკა ხუნიორსიდან” შეუერთდა მარადონა. მისი კარიერა “ბარსაში” იყო ხანმოკლე და უშედეგო. ამიტომ არგენტინელი “ნაპოლიში” გადავიდა.
1984/85 წლების დასაწყისში ტერი ვენაბლესი დაიქირავეს გუნდის მთავარ მწვრთნელად და მან შეძლო ლა ლიგის მოგება. შემდეგ სეზონში მან გუნდი ევროპის თასის ფინალში გაიყვანა, მაგრამ დამარცხდა “სტიაუასთან”. 1986 მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გუნდმა გატი ლინეკერი შეიძინა. 1987/88 წლების დასაწყისში ტერი ვენაბლესი შეცვალა ლუის არაგონესმა. ეს წელი დამთავრდა კოპა დელ რეის ფინალში გამარჯვებით “სოსიედადთან”(1-0).
ოცნების გუნდი(1988-1996):
1988 წელს იოჰან კრუიფი გუნდს ისევ დაუბრუნდა, მაგრამ ამჯერად მწვრთნელის სტატუსით. იმ დროის “ბარსელონას” ეძახდნენ “ოცნების გუნდს”. კრუიფის დროს თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიც არიან ხოსე გვარდიოლა, ხოსე მარი ბაკერო, ტიკი ბეგუირისტაინი, ჯონ ანდონი გოიკოეთხეა, გეორგი ჰაგი, რონალდ კუმანი, მიჩელ ლაუდრუპი, რომარიო და ხრისტო სტოიკოვი. ამ გუნდმა ოთხჯერ ზედიზედ მპიგო ლა ლიგა. მათ დაამარცხეს “სამპდორია” 1989 და 1992 წლების ევროპის ფინალში. მათ ასევე 1990 წელს მოიგეს კოპა დელ რეი და ევროპის სუპერ თასი 1992- ში. თერთმეტი მოგებული თასით, იოჰან კრუიფი “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე შედეგიან მწვრთნელად დასახელდა. მიუხედავად ამისა ეს მოგებების ხანა ისევ გაჩერდა.
გასპარის დაცემის პერიოდი(2000-2003):
გუნდის ყველა გულშემატკივატს ძალიან უყვარდათ ფიგუ და თავიანთ კაპიტანს დიდ პატივს სცემდნენ. საბოლოოდ პორტუგალიელის გადაწყვეტილებამ, რომ გადასულიყო მადრიდის “რეალში”, ყველა ძალიან გააოცა. შემდეგმა სამმა წელმა დაანახა “ბარსელონას” მმართველობას, რომ გუნდის საქმე ცუდად მიდიოდა და მაშინ დაიწყო გასპარტის დაცემის პერიოდი.
ახლანდელი ერა(2003):
გასპარტის დაცემის შემდეგ 2005 წელს გუნდში მოვიდა ახალგაზრდა პრეზიდენტი, ხუან ლაპორტა და მწვრთნელი, ფრანკ რაიკაარდი. იმ დროის “ბარსელონას” შემადგენლობაში შედიოდნენ:რონალდინიო, დეკუ, ლუდოვიკო ჟიული, სამუელ ეტოო, რაფაელ მარკესი, ჯოვანი ვან ბრონხოსტი, კარლეს პუიოლი, ანდრეს ინიესტა, ხავი და ვიქტორ ვალდესი. შედეგად გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია. 2004/05 “ბარსელონამ” ისევ დაამარცხა მადრიდის “რეალი” ანგარიშით 3-0.
2005-2006 წლებში “ბარსელონამ” დაამარცხა “ჩელსი” ანგარიშით 2-1 “სტემფორდ ბრიჯზე” და სწორედ ამ დროს უნდში ახალი ვარსკვლავი გამოცნდა. ეს არის არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი. იმ წელს “ბლაუგრანა” გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და დაამარცხა ლონდონის “არსენალი” ანგარიშით 2-1. ამ გამარჯვებამ გუნდი ძალიან გაახარა.
მიუხედავად ყველაფრისა 2006-07 წლის სეზონის ლა ლიგა “ბარსელონამ” დაამთავრა მეორე ადგილზე. სწორედ იმ დროიდან იწყება ლიონელ მესის გაბრწყინება. ამის შემდეგ “ბლაუგრანამ” ცოტა ხნით შეწყვიტა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ბოლოს 2009/2010 წელს მათ ლიგის ფინალში დაამარცხეს “მანჩესტერი” ანგარიშით 2-0. მატჩი შედგა რომის ოლიმპიურ სტადიონზე. ახლ კი სულ სხვა “ბარსელონა” დგას ჩვენს წინ. მართალია ამ სეზონში გუნდმა ვერაფერი მოიგო ლა ლიგის გარდა, მაგრამ ეს მაინც “ბარსელონაა”, გუნდი, რომელსაც ამხელა ისტორია აქვს…