ლარსონი: ბარსელონა კუმანს უსამართლოდ მოექცა

ლარსონი: ბარსელონა კუმანს უსამართლოდ მოექცა

“ბარსელონაში” რონალდ კუმანის თანაშემწე ჰენრიკ ლარსონი შვედურ Fotbollskanalen-თან საუბრისას კატალონიური კლუბის სამწვრთნელო შტაბში გატარებულ დროს იხსენებს.

კუმანს “ბარსელონასგან” ის მოპყრობა არ დაუმსახურებია, რაც მიიღო. ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთეთ… მას ეს არ დაუმსახურებია.

მესის წასვლამ ჩვენზე და მთელ შემადგენლობაზე იმოქმედა. იყო დღეები, როდესაც არ ვიცოდით, გავაგრძელებდით თუ არა მუშაობას. ასეთი სიტუაციის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა, ლაპორტას ლიდერის უკეთესი თვისებები რომ წარმოეჩინა.

პირველ გუნდში არაერთი ფეხბურთელი დავაწინაურეთ. პედრი, გავი, ნიკო… მომავალში ისინი შესანიშნავი მოთამაშეები იქნებიან. რონალდმა ახალგაზრდებთან შესანიშნავი სამუშაო გასწია. მან “ბარსელონას” განვითარებისთვის საძირკველი ჩაყარა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • nika 54
    14 მარ 2022, 12:40

    მესის წასვლამ რო იმოქმედა, სუარესის წასვლამ არ იმოქმედა? სუარესი რო არ გაეგდო ეგება მესიც დაეტოვათ რამე გზებით.

  • me da barca
    14 მარ 2022, 01:25

    მართალი ხარ, უფრო ადრე უნდა გაეშვა. მაშინ იქნებოდა სამართლიანი.

  • Albicelecte
    13 მარ 2022, 23:45

    რა უნდა გაეკეთებინა ლაპორტას? დალოდებოდა, თუ როგორ დაასრულებდა სეზონს 8-9 ადგილას და როდის გამოაბნძულებდა ევროპალიგაზე ნაპოლი?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    13 მარ 2022, 19:42

    ტყუილს მოკლე ფეხი აქვს :დდ

  • M10 S9 D11
    13 მარ 2022, 19:38

    და რა გააკეთეთ ძაან მაინტერესებს ყველანაირი ანტირეკორდი რაც არსებობდა მაგის მწვრთნელობის დროს დაამყარა გუნდმა კვერცხებით რო არ ჩამოკიდეს მადლობა უნდა თქვას

  • ANRIBARCA
    13 მარ 2022, 19:04

    ყველა თამაშის მერე გამოდიოდა და ფეხბურთელებიდან დაქწყებული ხელმძღვანელობით დამთავრებული ყველაფერი სხვისი ბრალი იყო მის გარდა, გუნდის მწვრთნელი რო ხარ მითუმეტეს ლეგენდა ეგეთ რაღაცას არ უნდა აკეთებდე, ძაან ახირებული კაცია კუმანი, ყველგან პრობლემა ქონდა და აქაც დიდი ხანი მოუწია გაჩერება. ლაპორტას სეზონის ბოლოს რომ გაეშვა ახლა ლიგაზე ვიქნებოდით ევროპა ლიგის ნაცვლად

  • serafime
    13 მარ 2022, 19:01

    Კარგია რომ ახალგაზრდებს მისცა შანსი, მაგრამ სხვა გვარად როგორც მენტალურად, ისე თამაშის სტილით, დააქცია გუნდი გადაუხვია ბარსას სტილს და ფილოსოფიას. Ელემენტალურ პრესინგსაც ვეღარ თამაშობდნენ.

  • Gerard_Piqué 3
    13 მარ 2022, 19:00

    აუდე რა შენს კუმანიანად