workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ელჩე-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

ელჩე-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

ლა ლიგის 27-ე ტურში საქმეები “ბარსელონასთვის” კარგად მიდის. “სევილიამ” ქულები დაკარგა, “ვილიარეალმა” წააგეო, ხოლო კიდევ ორი კონკურენტი, “ბეტისი” და “ატლეტიკო” დღეს ერთმანეთს ხვდებიან. ეს ნიშნავს, რომ “ელჩეს” დამარცხების შემთხვევაში “ბარსას” მე-3 ადგილზე დღესვე გადასვლის შანსი აქვს და გარდა ამისა, ჩავის გუნდი მე-2 პოზიციასთან სხვაობას პოტენციურად 4 ქულამდე შეამცირებს, ერთ თვეში კი ამ პოზიციაზე მყოფ “სევილიას” “კამპ ნოუზე” უმასპინძლებს. რატომ არის მეორე ადგილზე გასვლა მნიშვნელოვანი? ეს ადგილი გუნდს ესპანეთის სუპერ თასზე გაიყვანს, რაც ტიტულის მოგებისა და რამდენიმე მილიონის მიღების შანსია.

კონკურენტების ფეხის დაცდენით სარგებლობისთვის კი დღეს “ელჩესთან” მოგებაა საჭირო.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონა” ესპანეთში გამოკვეთილად საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდია, ხოლო მთელი ევროპის მასშტაბით – ერთ-ერთი საუკეთესო. “ბარსას” ლა  ლიგაში ყველაზე მეტი ქულა აქვს აღებული როგორც ბოლო 5, ასევე ბოლო 10 ტურში.

“ბლაუგრანამ” ბოლო 3 თამაში მოიგო ისე, რომ მეტოქის კარში 4-4 გოლი გაიტანა, თანაც ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც “ვალენსია”, “ნაპოლი” და “ბილბაო” არიან. უკვე 15 მატჩია, ჩავის გუნდი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

ლა ლიგაში “ბარსას” 10 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, სტუმრად კი “ბლაუგრანამ” ბოლოს გასული წლის ოქტომბერში წააგო.

“ელჩე” ლა ლიგის მოკრძალებული გუნდია და ბუნებრივია, ალიკანტელები ასეთი შედეგებით ვერ დაიკვეხნიან, თუმცა ბოლო თამაშები გვიჩვენებს, რომ ფრანსისკოს გუნდი ხელწამოსაკრავი სულაც არაა. მას შემდეგ, რაც გუნდი ამ სპეციალისტმა ჩაიბარა, “ელჩემ” საკუთარ კედლებში 6 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც 4 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი “რეალთან” წააგო, თუმცა დამატებულ ტაიმებში, ძირითად 90 წუთში ფრანსისკოს გუნდს საკუთარ კედლებში წაგება არ აქვს. ასეთი თამაშის წყალობით “ელჩემ” გასავარდნი ზონიდან ამოსვლა მოახერხა და ახლა ამ ზონას უკვე 7 ქულით უსწრებს.

დანაკლისი

“ბარსელონას” განაცხადს ოპტიმალური ეთქმის, რადგან გუნდს მხოლოდ ანსუ ფატი, მარტინ ბრეითუეიტი, სერჟი რობერტო და სამუელ უმტიტი აკლია, ამ ოთხეულის დანაკლისი კი სიახლე ნამდვილად არაა. კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდს დისკვალიფიკაციამოხდილი ჟორდი ალბა უბრუნდება.

“ელჩეს” კი ტრავმირებული პასტორესა და პალასიოსის გარდა დისკვალიფიცირებული გუმბაუც არ ეყოლება.

ურთიერთშეხვედრები

გასაკვირი არაა, რომ “ბარსელონას” “ელჩესთან” ურთიერთშეხვედრებში ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. 52 შეხვედრიდან კატალონიელებმა 31 მოიგეს, 12 ფრედ დაასრულეს და 9 წააგეს. მათ ანგარიშზე 105 გატანილი და 40 გაშვებული გოლია.

“ბარსამ” “ელჩეს” ბოლო 7 თამაში მოიგო, ალიკანტელებმა კი “ბლაუგრანა” ბოლოს 1974 წელს დაამარცხეს. მას შემდეგ გამართული 20 შეხვედრიდან 16 კატალონიელების სასარგებლოდ დასრულდა, ხოლო 4 ფრედ. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ეს ფრე უგოლოდ მორჩა, ანუ 1974 წლიდან თუ “ელჩეს” გოლი გააქვს, ყოველთვის აგებს. 21-ე საუკუნეში კი ამ გუნდმა “ბარსელონას” კარში გოლი მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიტანა და ეს მიმდინარე სეზონში მოხდა, როდესაც “ბარსამ” 3-2 მოიგო. ეს ის თამაშია, რომელსაც “ბარსა” მე-19 წუთზე 2-0 იგებდა, მაგრამ გუნდს 3 ქულის ასაღებად 85-ე წუთზე ნიკო გონსალესის მიერ გატანილი გოლი დაჭირდა.

არბიტრი

შეხვედრას ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი განსჯის. ის 39 წლისაა და 2004 წლიდან მსაჯობს, ლა ლიგაში კი 2012 წელს დაწინაურდა. 2014/15 წლების სეზონში ერნანდესი Marca-მ საუკეთესო მსაჯად დაასახელა.

კარიერის განმავლობაში ერნანდესი თამაშში საშუალოდ 26.8 ჯარიმასა და 0.38 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ხოლო ფეხბურთელებს 5.3 ყვითელ და 0.28 წითელ ბარათს უჩვენებს.

ერნანდესს “ბარსელონას” შეხვედრაში მონაწილეობა 29-ჯერ მიუღია. კატალონიელებს 17 მოგება, 9 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდათ. ამ მსაჯმა “ბარსას”, ხოლო მეტოქეებს 8 ფეხბურთელი გაუძევა. დანიშნული 10 თერთმეტმეტრიანიდან 8 “ბლაუგრანას” სასარგებლოდ იყო.

რაც შეეხება “ელჩეს” – ერნანდეს ერნანდესის მსაჯობით ჩატარებულ 16 შეხვედრაში ალიკანტელებს 3 მოგება, 5 ფრე და 8 მარცხი აქვთ. 9 წითელი ბარათიდან 6 “ელჩეს” ფეხბურთელებმა მიიღეს, 3 თერთმეტმეტრიანიდან კი ორი ამ გუნდის სასარგებლოდ დაინიშნა.

გამორჩეული ფეხბურთელები

“ელჩედან” ყველაზე მეტ ხიფათს ლუკას ბოიესგან უნდა ველოდეთ. არგენტინელი შემტევი გუნდის ლიდერთა შორისაა გატანილ გოლებში, საგოლე გადაცემებში, პასის სიზუსტეში, დარტყმებში, საკვანძო პასებსა და დრიბლინგში. თუმცა ის თანაგუნდელებზე მინიმუმ 3-ჯერ ხშირად კარგავს ბურთს. ეს ნიშნავს, რომ “ელჩეს” შეტევა ბოიეზეა აგებული.

“ბარსელონას” ასეთი გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყავს. დღევანდელი “ბლაუგრანას” უპირატესობა სწორედ ისაა, რომ საფრთხეს ნებისმიერი მოთამაშისგან უნდა ელოდე, იქნება ეს გამოცდილი ლუკ დე იონგი თუ თითქმის მისი ნახევარი ასაკის გავი.

სტატისტიკა

  • ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან ექვსში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან ექვსში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ელჩესა” და “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ამ გუნდების ბოლო 8 თამაშში “ელჩე” კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • “ელჩემ” “ბარსელონას” ბოლოს 1974 წელს მოუგო;
  • 21-ე საუკუნეში “ელჩემ” “ბარსელონას” გოლი მხოლოდ ერთ თამაშში გაუტანა;
  • ამ გუნდების ბოლო 8 თამაშში ანგარიში “ბარსელონამ” გახსნა;
  • ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან შვიდში “ბარსელონამ” პირველი ტაიმი მოიგო;
  • როგორც “ელჩეს”, ასევე “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ელჩეს” 5 თამაშია, კარი მშრალად არ შეუნახავს;
  • “ელჩეს” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ბოლო 5 თამაშიდან ოთხში “ელჩემ” ანგარიშის გახსნის საშუალება მეტოქეს მისცა;
  • “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშში წაგება არ აქვს;
  • “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • “ბარსელონა” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “ბარსელონამ” ბოლო 6 თამაშში კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა, ბოლო 11 თამაშში კი ორჯერ;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.4 ანიჭებენ, რაც მოგების 71%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 79%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

რთული თამაში იქნება, რადგან “ელჩე” კომფორტულ სიტუაციაშია. გუნდმა ფრანსისკოსთან ერთად ძალიან მოუმატა. მათ “ბარსას” “კამპ ნოუზე” საქმე უკვე გაურთულეს. ამ გუნდის დამარცხება ძალიან რთული იქნება.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Marca

ელჩე (4-4-2): ბადია, ბარაგანი, როკო, დ. გონსალესი, მოხიკა, ხოსანი, კიკე პერესი, მასკარელი, მილია, გუიდო, ბოიე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, დემბელე, დეპაი, ტორესი

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი, ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-4-3): ტერ შტეგენი, ალვესი, გარსია, პიკე, ალბა, ფ. დე იონგი, გავი, პედრი, დემბელე, ობამეიანგი, ტორესი

AS

ელჩე (4-4-2): ბადია, ბარაგანი, ვერდუ, როკო, მოხიკა, რაულ გუტი, მასკარელი, მორენტე, ფიდელი, მილია, ბოიე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, ფ. დე იონგი, ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

პროგნოზი

  • WhoScored: 1-3
  • Sportsmole: 1-2
  • Sportskeeda: 1-3
  • Squawka: 1-2

ტრანსლაცია

თამაში 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 06 მარ 2022, 16:38
    #3

    სტატისტიკას თუ ვენდობით მინიმუმ არ უნდა წავაგოთ, მაქსიმუმ უნდა მივიგოთ. ისე რათ უნდა იმას ლაპარაკი რო ბიჭები თავს დადებენ. ეს ამ ბოლო დროს ლა ლიგაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზური ფაქტიურად უნდა გაგვინაღდოს.

  • Zura Gviniashvili
    schedule 06 მარ 2022, 12:31
    #2

    ჩემი აზრით ტეშტეგერი, ალვეში,არაუხო,პიკე,ალბა,ბუსკეცი,დეიონგი,პედრი,ტორესი,ობამა და მუტანტი დადგება ან დემბელე. ნუ შემოვა ტრადიციულად გავი,ლუკი,დეპაი, ნიკუშა შემოვა

  • serafime
    schedule 06 მარ 2022, 12:25
    #1

    დავაი დავბომბოთ ესენი და ავიწიოთ კუთვნილი ადგილისკენ ❤️