workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

მარკეტინგის საკითხებში “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ჟული გიუმ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

“ბლაუგრანას” განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გიუმ თანამდებობის დატოვება პროფესიული მიზეზით მოისურვა, თუმცა მედიაში სხვა ინფორმაცია ვრცელდება.

La Vanguardia იტყობინება და Sport ადასტურებს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა Nike-თან გაფორმებული ახალი კონტრაქტის გამო დატოვა. ჟული გიუ Spotify-სთან მოლაპარაკებებში “ბარსელონას” ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი იყო, რასაც ვერ ვიტყვით Nike-თან წარმოებულ მოლაპარაკებებზე. ის საქმეში მხოლოდ პირველ ეტაპზე იყო ჩართული, რის შემდეგაც “ბარსამ” შუამავალი დარენ დეინი დაიქირავა და მას მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა. სწორედ ამით დარჩა ჟული გიუ უკმაყოფილო.

Sport-ის ცნობით გიუს გადადგომის გადაწყვეტილება აქამდეც მიღებული ჰქონდა, მაგრამ მას არ სურდა, ეს დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის გარშემო მიმდინარე პროცესების ფონზე გაესაჯაროებინა. ფეხბურთელების რეგისტრაციის საკითხის მოგვარების შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც ჟოან ლაპორტამ უკვე დააკმაყოფილა.

ჟული გიუ მესამე ვიცე-პრეზიდენტია, რომელმაც არჩევნების მოგების შემდეგ ლაპორტას გუნდი დატოვა. აქამდე იგივე გააკეთეს ჟორდი ლაურადომ (Espai Barca-ს პროექტის ხელმძღვანელი) და ეკონომიკის საკითხებში კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ედუარდ რომეუმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • საქართველო
    schedule 12 იან 2025, 17:30
    #8

    კვარაცხელია ერთი 5 წელი გადაგვიჭრიდა ვინგერის პრობლემას, რაფინია 10 იანზე

    ყ##ლე იონგზე და ყვ##ერანზე დაწერაც მეზარება, მგონი დაჟე ბორდშიც მიხვდნენ და გაასხვისვებენ მაგათ.

  • me da barca
    schedule 12 იან 2025, 01:27
    #7

    ციტატა: Albicelecte
    ის ქოცი მეგონა სახეზე შორიდან, ფუი ეშმაკს smiley


    ამას დიპლომი მაინც ექნება.

  • Rick Sanchez
    schedule 10 იან 2025, 21:58
    #6

    უცნაურია და საინტერესო ნაიკის კონტრაქტში რა არ მოეწონა.

  • nika 54
    schedule 10 იან 2025, 21:36
    #5

    მე მეგონა მარტო საქართველოში ხდებოდა მთავრობის ჩამოშლა, აგერ ბარსელონაშიც დაიწყო იგივე.

    ციტატა: Andriakork
    ამ ელკლასიკოს წინ მოუნდა? რამდენი ხანია ნაიკთან არის დადებული ხელშეკრულება


    სხვათაშორის კარგი აზრია, დააყენოს ფლიკმა ვინისიუსის წინააღმდეგ და რო ათრევს ამ ქვეშაფსიას მერე შეცვალოს კუნდეთი. მოკლედ წავა გაპაზორებული.

    ციტატა: Albicelecte
    ის ქოცი მეგონა სახეზე შორიდან, ფუი ეშმაკს smiley


    რომელი?

  • Albicelecte
    schedule 10 იან 2025, 18:55
    #4

    ის ქოცი მეგონა სახეზე შორიდან, ფუი ეშმაკს smiley

  • La Pulga10
    schedule 10 იან 2025, 14:56
    #3

    კონკურენციას ვერ გაუძლო არაუხოსავით? 😂😂

  • MESSI 2017
    schedule 10 იან 2025, 13:02
    #2

    დეკუს დანიშნავს

  • Andriakork
    schedule 10 იან 2025, 11:46
    #1

    ამ ელკლასიკოს წინ მოუნდა? რამდენი ხანია ნაიკთან არის დადებული ხელშეკრულება