ესპანელი ბიზნესმენი ხოსე ელიასი “ბარსელონასთან” იმდენად დაახლოებული პირია, რომ ცოტა ხნის წინ ის კლუბის პრეზიდენტის გარანტორი და პროექტ Espai Barca-ს კომიტეტის წევრი იყო. ელიასმა ორივე ეს თანამდებობა დატოვა და ორივე შემთხვევაში მიზეზი ის იყო, რომ მისი აზრით, ამ პოზიციებზე ყოფნის საჭიროება აღარ არსებობდა.
ხოსე ელიასი მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” არასწორი მიმართულებით ვითარდება, რისი მაგალითიც კლუბიდან ფერან რევერტერის წასვლა, ასევე “ბლაუგრანას” მხრიდან ერლინგ ჰოლანდის მიმართ გამოხატული ინტერესია.
რევერტერის წასვლა ძალიან ცუდი ამბავია. ვფიქრობ, ის კარგი აღმასრულებელი დირექტორი იყო. ის ამ პოზიციისთვის შესაფერისი კადრია და მისი წასვლა ცუდია. მასთან საუბარი რამდენჯერმე მქონდა და ის გონიერი ადამიანია. მისმა წასვლამ ძალიან გამაკვირვა. ეს ამბავი პრესიდან გავიგე.
“ბარსელონაში” ყველაზე მეტად პროფესიონალიზმი მაკლია. “ბარსა” უნდა მუშაობდეს, როგორც კომპანია და მართვის უფრო პროფესიონალურ სტილს უნდა ანიჭებდეს უპირატესობას.
Espai Barca-ს კომისია იმიტომ დავტოვე, რომ მე გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ მათზე პასუხისმგებლობის აღება მიყვარს, ეს კომიტეტი კი მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათის იყო და არა აღმასრულებელი. ასე რომ, არაფრის კეთება არ შემეძლო. კონფლიქტით არ წამოვსულვარ, უბრალოდ ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა. თუ ყველაფერს არ ამიხსნი, მაშინ მირჩევნია, რომ შენთან ერთად საერთოდ არ ვიყო.
სჯობს, ახალი მესი თავად ვიპოვოთ, ვიდრე ერლინგ ჰოლანდი შევიძინოთ. როგორც კულეს, ის იბრაჰიმოვიჩის შემთხვევას მახსენებს. ოქრო საკუთარ საბადოში უნდა მოვძებნოთ.
ყველაზე დიდი ნონსენსი, რაც ცხოვრებაში მომისმენია, ისაა, რომ კლუბის გარანტორებს მესის “ბარსელონაში” დარჩენა არ უნდოდათ. მე მისი დაბრუნება მინდა, მაგალითად, როგორც კლუბის ელჩის.
– განაცხადა ხოსე ელიასმა SER-ის ეთერში.
ერთ რამეში 100%-იანია, თუ გუნდში არაფერს არ აკეთებს და ისე სახელისთვისა ყავთ ნამდვილად სწორია რო იქ არაფერი ესაქმება.
ალექსანდრე გეგეჭკორი,
ყიდვას არ სჭირდება 300 მილიონამდე კონტრაქტი თანდათან ეწურება და ამ ზაფხულში მისი ფასი 75 მილიონი ხდება, ამას დავუმატოთ 20 მილიონი რაიოლას და 20 მილიონი მამამისს, გამოდის 105 მილიონი
მართალია ეს კაცი იმაში, რომ არ გვინდა ჰოლანდი. უბრალოდ თუ დაფიქრდებით მიხვდებით, 300 მილიონზე მეტი, პლიუს ტრამვები აქვს და მემგონი კულეებზე უკეთ არავინ იცის რას ნიშნავს ვარსკვლავში გადახდილი უამრავი თანხა, რომელმაც არ გაამართლა🙃 უნდა დაფიქრდნენ და ისე იმოქმედონ,მე პირადად მგონია,რომ ეს კაცი არის მონსტრი,მაგრამ ფულის მოყვარული აგენტის ხელში და თან ტრამვიანი 🙃
და ხო: რაც მეტი ჩანერგილი სლე მოგვშორდება, მით უკეთესი
რა 100 მილიონზე მეტი, 300 მილიონზე მეტი ჯდება,დავიჯერო ეს ფორმის პიკში მყოფ ნეიმარზე ძვირი უნდა ღირდეს?😶
რაო ახალი მესი ვიპოვოთო?

ჰალანდი არ გვინდაო?
კიდე კაი წავიდა
ახალი მესის ძებნა არის უდიდესი სისულელე, მესი ერთხელ დაიბადა და ვინ იცის მისნაირი ტალანტები კიდევ როდის გამოჩნდებიან, ჯობია ახლა ვინც გვეგულება ის მოვიყვანოთ( ჰოლანდი) და არ შევალიოთ მთელი ჩვენი რესურსი ახალი მესის ძებნას, ეათქმაუნდა თუ რამე ტალანტი შეამჩნიეს უნდა სცადონ მაგრამ ამის გამო ჰოლანდის ხელიდან გაშვება სისულელეა, იბრას მახსენებსო რომ ამბობს, ჯერ ერთი იბრასგან განსხვავებული ფეხბურთელია ბევრ ასპექტში და ასევე იბრა როცა მოვიყვანეთ აქ ჯერ კიდევ ფომის პიკში მყოფი მესი იყო რომელიც 91 გოლს იტანდა წელიწადში,რათქმაუდა ისინი ვერ გაიყოფდნენ მოედანს თორემ რა იბრას არ ჰქონსა გამონათებები და მნიშვნელოვანი გოლები? უბრალოდ ერთ მთაზე ორი ვეფხვი ვერ იცხოვრებდა, ახლა კი ასეთი სტილის გოლეადორი საერთოდ არ გვყავს, ყველა თითქმის უფრო მეტად შემქმნელია და აკლიათ ცივსისხლიანი ფინიშინგი, რაც ჰოლანდს აქვს, თან ჩავის უნდა პირადად ერლინგი და ეს ვინ ჩემი ფეხებია რომ ამბობს არ გაამართლებსო? მწვრთნელი თუ ფიქრობს რომ მის სქემას მოერგება ფეხბურთელი ეგ ბევრს ნიშნავს,მთავარია ტრამვიანობამ არ შეაწუხოს და ტყუილად არ გადავყაროთ ის 100 მილიონზე მეტი, ეგ მაშინებს მე😕
და ხო: რაც მეტი ჩანერგილი სლე მოგვშორდება, მით უკეთესი