workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამი ხედირა: მადრიდისტა ვარ, მაგრამ ბარსა საუკეთესოა

სამი ხედირა: მადრიდისტა ვარ, მაგრამ ბარსა საუკეთესოა

მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი სამი ხედირა “ბარსელონაზე” საუბრობს და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს მადრიდისტად მოიხსენიებს, კატალონიელთა მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდისტა ვარ, უნდა ვაღიარო, რომ 2010/11 წლების “ბარსა” საუკეთესო გუნდია, ვინც კი ოდესმე მინახავს.

საუკეთესო მეტოქეები, ვისთანაც მითამაშია, ჩავი და ინიესტა არიან. გასაკვირია, რომ მათ “ოქროს ბურთი” მოგებული არ აქვთ. ისინი, ბუსკეტსთან ერთად, ბურთს არასდროს კარგავდნენ. თუ ისინი ბურთს მიიღებდნენ, მას ვერ წაართმევდი, სხვა გამოსავალი უნდა გეპოვა.

ბურთს ვერც მესის წაართმევ, მაგრამ 2010-2014 წლებში მის წინააღმდეგ ტაქტიკა გვქონდა. პირდაპირ მას ბურთს ვერ წაართმევდი, მაგრამ როდესაც პასს გააკეთებდა, მას უნდა გაჰყოლოდი, რადგან ბურთი ბოლოს მაინც მასთან მივიდოდა.

– ციტირებს სამი ხედირას სიტყვებს ESPN.

სამი ხედირას კარიერაში ყველაზე მეტჯერ სწორედ “ბარსელონას” წინააღმდეგ უთამაშია. მას იშვიათი შედეგი აქვს, სრული თანაფარდობა – 7 მოგება, 7 ფრე, 7 მარცხი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • EL MAESTRO 6
    schedule 02 მარ 2022, 13:33
    #3

    ამ კლასიკოში რეალი უნდა გავამწაროთ, თან ისენი ფორმაში არ არიან და ჩვენ 4 ზე ნაკლებს აღარ ვიტანთ🔥

  • nika 54
    schedule 02 მარ 2022, 12:52
    #2

    ისინი, ბუსკეტსთან ერთად, ბურთს არასდროს კარგავდნენ. თუ ისინი ბურთს მიიღებდნენ, მას ვერ წაართმევდი, სხვა გამოსავალი უნდა გეპოვა.
    მერე ხო გასწავლა მოურინიომ სხვა გამოსავალი. ვირობა, სიმულიანტობა, პროვოკაციები აი მოურინიოს სტრატეგია. რომელიც მშვენივრად აიტაცეს ამანაც, რამოსმაც, პეპემაც, ალონსომაც, მარსელომაც და მხოლოდ თავდასხმა არ კადრულობდა ყველაფერს: დი მარია, ოზილი, ბენზემა, იგუაინი. მაგრამ რონალდუს სიმულიანტობა და წუწუნი მსაჯებსაც კი ნერვებს უშლიდა უკვე.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 02 მარ 2022, 11:34
    #1

    777 იღბლიანი რიცხვია🤣🤣