“ლას პალმასის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პეპე მელი Esports RAC1-თან ინტერვიუში პედრი გონსალესზე საუბრობს:
პედრის, ინიესტას მსგავსად, თამაშის გაგების ბრწყინვალე უნარი აქვს. მას გუნდი სწორი რიტმით მიჰყავს, რაც “ბარსელონასნაირი” კლუბისთვის უმნიშვნელოვანესია.
ლიდერობა ის როლია, რომელსაც სხვები გაძლევენ და რომელიც პედრის ბუნებრივად აქვს. ნორმალურია, როცა თანაგუნდელს პასს აძლევ, ის კი ბურთს არ კარგავს და თამაშის იდეალურად განსაზღვრა შეუძლია.
პეპე მელი და პედრი “ლას პალმასში” ერთად 2019-20 წლებში მუშაობდნენ.
ბილბაოსთან შეუდარებელი იყო.
გავიმ და პედრიმ ბილბაოსთან სპექტაკლი დადგეს😬💙
ბურთს კარგად იჭერს, კარგი ტექნიკა და რაც მთავარია აზროვნება, ერთადერთი დარტყმაზე უნდა ივარჯიშოს და მალე მაღალი დონის ნახევარმცველი დადგება. ეს უფრო იღებს თავის თავზე ვიდრე მაგალითად გავი ერთი თავით მაღლა დგას მასზე მაგრამ ორივე დიდი ტალანტია ასევე დიდი პოტენციალი აქვს ნიკოსაც. გავი უფრო ბრძოლისუნარიანია რაც ფეხბურთელში არანაკლებ მნიშვნელოვანია თან ზოგ სიტუაციაში ისეთ რამეს იზამს გაოცებულს დაგტოვებს. კარგი მომავალი აქვთ და მათ შეუძლათ სასწაული ტრიო შექმნან ნახევარდაცვის . კარგ ხელშია ბარსა ❤️