დღს, 27 აგვისტოს, მაქსველს 30 წელი შეუსრულდა. ბრაზილიელი ”ბარსაში”, ”ინტერიდან” 2009 დაბრუნდა. მისი ბიოგრაფია ოფიციალურ ”ბარსას” ვებ-გვერდზე: ” მაქსველი ტიპიური ბრაზილიელი ფორვარდია, მაგრამ ის ”ბარსაში” მცველად თამაშობს. მცველად ის ჯერ კიდევ იტალიაში თამაშობდა. ის საოცრად ძლიერი ფეხბურთელია და ”ბარსას” მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა მას დაცვაში ათამაშებს. როგორც ვიცით და მოედანზეც ვხედავთ მას ცენტრალური მცველის პოზიცია არ უკავია. ის დანი ალვესისავით ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელია.
ბარსამანიის სახელით მე მას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და ასევე ბევრჯერ გაიხარებინოს ჩვენი გულები. დღეს მას 30 წელი შეუსრულდა. ასევე, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ამჟამად ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს. ვიმედოვნოთ, რომ მაქსველი მალე დაუბრუნდება გუნდს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ მაქსველ!!!



