workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები, რომლებსაც ბარსაშიც უთამაშიათ და ინტერშიც

ფეხბურთელები, რომლებსაც ბარსაშიც უთამაშიათ და ინტერშიც

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე “ინტერისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება შედგება. კატალონიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა შეხვედრის წინ ის ფეხბურთელები გაიხსენა, რომლებსაც ორივე გუნდში უთამაშიათ. ასეთი სულ თვრამეტია.

სულ 2 ფეხბურთელია, რომლებიც “ინტერიდან” პირდაპირ “ბარსელონაში” გადმოვიდნენ. ორივე ეს ტრანსფერი ერთდროულად შედგა. 2009 წელს “ბლაუგრანამ” “ნერაძურიდან” შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ბრაზილიელი მარცხენა მცველი მაქსველი დაიმატა. იბრამ გუნდი ერთი წლის შემდეგ დატოვა, მაქსველი კი “ბარსაში” 3 წლის განმავლობაში თამაშობდა.

უკუმიმართულებით, ანუ “ბარსელონადან” “ინტერში” 8 ფეხბურთელი წასულა. პირველი იყო ესპანელი ლუის სუარესი, რომელიც “ბარსელონაში” 6 წლის გატარების შემდეგ “ინტერს” 1961 წელს შეუერთდა. შემდეგ იყო ალბათ უდიდესი ფეხბურთელი, რომელსაც ამ ორ გუნდში უთამაშია – “ბარსელონაში” ერთწლიანი გაბრწყინების შემდეგ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო “ინტერს” ბრაზილიელმა რონალდომ მიაშურა. მათ ფრანჩესკო კოკო, ედგარ დავიდსი, სამუელ ეტო’ო, მარტინ მონტოია, რაფინია ალკანტარა და არტურო ვიდალი მიჰყვნენ.

კიდევ 9 ფეხბურთელია, რომლებსაც “ბარსელონაშიც” უთამაშიათ და “ინტერშიც”, თუმცა ამ გუნდებს შორის პირდაპირი ტრანსფერი არ შემდგარა: ლორან ბლანი, ექტორ სკარონე, ნიკოლაე სიმატოცი (იგივე მიკლოშ სეგედი), ლუიშ ფიგუ, რიკარდო კუარეშმა, ტიაგუ მოტა, ალექსის სანჩესი, ფილიპე კოუტინიო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 04 ოქტ 2022, 19:09
    #2

    ეტოოს იბრაჰიმოვიჩში გაცვლა გვარდიოლას შეცდომა იყო

  • nika 54
    schedule 04 ოქტ 2022, 13:36
    #1

    ხო ეხლა ზოგიერთი ახალგაზრდა იყოს მაგრა გამოგვადგებოდა.