წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 აგვისტოს მოხდა.
თამაშები
27 აგვისტოს “ბარსელონამ” 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს და 1 ფრე დაასრულეს.
1922 წელი
“ჟოვენტუტ რეპუბლიკანასთან” 10-0 მოგებულ შეხვედრაში კლემენტე გრასიამ სეზონში თავისი 59-ე გოლი გაიტანა და დაამყარა რეკორდი, რომელიც 2011/12 წლების სეზონამდე ვერავინ მოხსნა.
1977 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი პორტუგალიელი ნახევარმცველი დეკუ. 2004-2008 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 164 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. დეკუმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1981 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ბრაზილიელი მცველი მაქსველი. 2009-2012 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 90 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მაქსველმა კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
1994 წელი
ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “სარაგოსასთან” სტუმრად 2-0 მოიგო. გოლები სტოიჩკოვმა და ამორმა გაიტანეს.
2019 წელი
“ბარსელონასა” და “აიაქსის” 19 წლამდელთა გუნდების მატჩით გაიხსნა იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონი, რომელზეც “ბარსა ატლეტიკი”, ქალთა გუნდი და 19 წლამდელთა გუნდი თამაშობენ.
2023 წელი
ლა ლიგაში დრამატული შეხვედრა გაიმართა. “ვილიარეალთან” სტუმრად გამართული დაპირისპირების მე-15 წუთზე “ბარსელონა” გავისა და ფრენკი დე იონგის გოლებით 2-0 იგებდა, თუმცა 50-ე წუთზე კატალონიელები 2-3 მარცხდებოდნენ. საბოლოოდ, ფერან ტორესისა და რობერტ ლევანდოვსკის გოლებით, ჩავის გუნდმა 4-3 მოიგო.
2024 წელი
“რაიო ვალეკანოსთან” ანგარიშით 2-1 მოგებულ შეხვედრაში დანი ოლმომ “ბარსელონას” მაისურით პირველი თამაში ჩაატარა და სადებიუტო გოლიც გაიტანა.
2026 წელი
ესპანეთის ჩემპიონატში ბილბაოს “ატლეტიკთან” 2-0 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით როდრის დებიუტი შედგა.
საინტერესო დღე იყო 👏🏻❤️
1922 წელი
"ჟოვენტუტ რეპუბლიკანასთან" 10-0 მოგებულ შეხვედრაში კლემენტე გრასიამ სეზონში თავისი 59-ე გოლი გაიტანა და დაამყარა რეკორდი, რომელიც 2011/12 წლების სეზონამდე ვერავინ მოხსნა.
ძალიან მეეჭვება ვინმემ ლეოს რეკორდი გააუმჯობესოს, თუ რამე ცვლილებები არ მოხდა ფეხბურთის წესებში: მაგალითად ოფსაიდის გაუქმება.
2019 წელი