ყველასთვის ცნობილია, რომ ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” აკადემიას დიდ ყურადღებას აქცევს, ახალგაზრდული გუნდებიდან დაწინაურებულ ფეხბურთელებს ნდობას უცხადებს და “ბარსა ბ-ს” თამაშებსაც ხშირად ესწრება. Mundo Deportivo წერს, რომ ახლახანს ჩავი სარეზერვო გუნდის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ლუკას დე ვეგამ დააინტერესა.
“ბარსას” მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ დე ვეგას დიდი პოტენციალი აქვს და მისთვის შანსის მიცემას გეგმავს. ერნანდესმა 22 წლის ფეხბურთელს მოუწოდა, რომ მუშაობა განაგრძოს და მოთმინება გამოიჩინოს – როგორც წესი, ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ასაკამდე პირველ გუნდში დებიუტი არ ჰქონიათ, “ბარსა ბ-დან” მიდიან.
ლუკას დე ვეგა “ლა მასიას” 2011 წელს შეუერთდა. ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელი ტექნიკურობითა და მოედნის ხედვით გამოირჩევა. მიმდინარე სეზონში მან სარეზერვო გუნდთან ერთად 22 მატჩი ჩაატარა.
თუ 22 წლამდე ვერაფერი შეამჩნიეს, ახლა რა გამოაჩინა ამან ისეთი? ან კარგი რო ყოფილიყო აქამდე მსურველი არ გაუჩნდებოდა?
მერწმუნე პუღს ბევრად ჯობია, მართლა ტექნიკურია და ძალიან მაგარი პასებიც აქვს
გუნდში გავი-17,პედრი-19,ნიკო-20 გვყავს და ამ 22-24 წლის ბიჭებით მარტო პუჩს თუ ჩაანაცვლებ.
Don_Andresito,
მაგ პერეირას რატომ არ ძლევენ შანს ნეტავ, მგონი 24 ის არის უკვე
ეს გრიგალოვიჩია მგონი, რა პუტკუნაა ))
არტურის ტიპის მოთამაშეა. ამას პერეირა მირჩევნია. უფრო გაბედული ნახევარმცვრლია, კოუს სტილში ურტყამს. ორელიანამ მაგრად მოუკლო არადა რა კარგი იყო. ნახ.დაცვაში არ გვიჭირს