“ბარსელონას” გაბონელი შემტევი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, კატალონიური კლუბის YouTube არხის რუბრიკაში – MY TOP 4 – თითოეულ პოზიციაზე თავის ფავორიტ მოთამაშეს ასახელებს:
მეკარე – კლაუდიო ტაფარელი
ტაფარელი ბრაზილიის ნაკრების მეკარე იყო. ჩემთვის ის ლეგენდაა, რადგან შესანიშნავად თამაშობდა. როგორც “სელესაოს” ქომაგი, ამ პოზიციაზე კლაუდიოს ვირჩევ.
მცველი – კარლეს პუიოლი
მცველად, თავისი ქარიზმისა და მენტალიტეტის გამო, პუიოლს დავაყენებ. ვფიქრობ, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. კარლესს ნამდვილად სამაგალითო ხასიათი ჰქონდა. იგი სიძლიერითაც გამოირჩეოდა.
ნახევარმცველი – ზინედინ ზიდანი
შუახაზში ზიდანს ვირჩევ, რადგან ის დიდებული მოთამაშე იყო და მახსოვს, რომ საფრანგეთს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. ზინედინი ლეგენდაა.
თავდამსხმელი – რონალდო ნაზარიო
შეტევაში რონალდოს დავაყენებ. მან ჩემთვის, საკუთარი უნარების წყალობით, ფეხბურთი შეცვალა. ნაზარიო ჩემი კუმირი და ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელია, ვინც კი ოდესმე მინახავს.
მაინც ბარსაში გადმოვიდა და ვინმე აქაური ხომ უნდა ეთქვა :დდ
ბრაზილიის ფანი ყოფილა, შეეძლო პუიოლის მაგივრად კარლოსი ან კაფუ დაესახელებინა და არავის არ ეწყინებოდა.
ვაა, ციცი ჩამოხვედი? როგორ მოიარე ბარსელონა?
სელესაო უყვარს,რონალდო უყვარს, ფეხბურთშიც იდეალური გემოვნება აქვს, ისე ობამეიანგი ხასიათით მართლა ცანცარა ბრაზილიელებს ჰგავს❤️❤️