workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის წასვლა მოულოდნელი იყო – ინტერვიუ რამონ პლანესთან

მესის წასვლა მოულოდნელი იყო – ინტერვიუ რამონ პლანესთან

“ბარსელონას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა რამონ პლანესმა Sky Sports-სთვის მიცემულ ინტერვიუში კატალონიურ კლუბთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ლიონელ მესის წასვლაზე ისაუბრა.

ლეო მესიზე:

მესის წასვლა მოულოდნელი იყო. მეგონა, რომ ის გუნდს 2 წლის შემდეგ დატოვებდა. “ბარსასთვის” მესის შემდგომ ერაში თამაში რთულია, მაგრამ ახალი თაობა ამ პროცესს ამარტივებს.

“ლა მასიაზე”:

“ლა მასია” არის ქარხანა, რომელშიც ისტორიულად ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელი აღიზარდა. მოთამაშეებს, პირველ რიგში, აკადემიაში ვეძებდით და ახლა “ბარსელონას” ახალი ტალანტების შესანიშნავი თაობა ჰყავს.
დღეს “ბარსას” ევროპაში ახალგაზრდების უძლიერესი თაობა ჰყავს.

ლაუტარო მარტინესზე:

ლაუტარო “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. მოლაპარაკებები კოვიდპანდემიამდე წარიმართა. ბევრი შეხვედრა გავმართეთ მის აგენტებთან და “ინტერთან”, რომელთანაც ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს. შემდეგ პანდემია დაიწყო და ფეხბურთში ეკონომიკური ვითარება შეიცვალა.

მანუელ ლოკატელისა და დუშან ვლაჰოვიჩზე:

ჩვენ ორივე მათგანზე ვფიქრობდით. ვლაჰოვიჩი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და მის ორწლიანი იჯარით აყვანას განვიხილავდით, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
ლოკატელი “ბარსელონას” სტილის მოთამაშეა. მის შეძენასთან ახლოს ვიყავით, თუმცა “იუვენტუსი” უფრო ახლოს გახლდათ და საბოლოოდ ფეხბურთელმა ტურინში გადასვლა გადაწყვიტა.

მწვრთნელად რობერტო დე ზერბის მოყვანაზე:

რობერტო დე ზერბი “ბარსელონას” სტილის მწვრთნელია. მის სათამაშო სტილზე გვარდიოლამაც დადებითად ისაუბრა. ის ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელსაც ვაკვირდებოდით.

სიმართლეა, რომ რობერტოს დავუკავშირდით. მე მჯერა, რომ მას მომავალში “ბარსას” გაძღოლა შეუძლია.

“ნაპოლისთან” თამაშზე:

მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ “ბარსელონა” ამ თამაშს მოიგებს. 
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 22 თებ 2022, 19:52
    #5

    მოკლედ მესი ისე წასულა ეს აზრზე არ ყოფილა.
    მარტინესი ბარსასთან ახლოს იყო, მაგრამ მერე პანდემია დაიწყო და იასნია დაანებეს თავი.
    მანუელ ლოკატელისა და დუშან ვლაჰოვიჩზე ფიქრობდნენ, ახლოსაც იყვნენ, მაგრამ ვეღარ მოხერხდა.
    რობერტო დე ზერბის მოყვანა უნდოდათ, რადგან ბარსას სტილის იყო მაგრამ ვეღარ მოვიყვანეთ და შემდეგში მოვა-ო
    ნაპოლისთან" თამაშზე: მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ "ბარსელონა" ამ თამაშს მოიგებს. აპა არაა?
    მოკლედ მაგარი სპორტული დირექტორი ყოფილა, ვერაფერს ვერ მოაბა თავი.

  • Bakero
    schedule 22 თებ 2022, 19:34
    #4

    ეუფ გადავრჩით რობერტო ზღარბი მოყავდათ rage

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 თებ 2022, 18:40
    #3

    ძაან კარგია რომ წავიდა, რობერტო ზერბი არა სულშერი კიდე🤣🤣🤣

  • Moriba
    schedule 22 თებ 2022, 18:39
    #2

    რაის ისაკი უნდათ გეგმა B ჰოლანდი თუვერ მოიყვანეს ლაპორტას გადებულიაქ ბაირამ დუდუკში ნუნიეზი მაინც მიიყვანონ რო რამე პიანიჩი გრიზმანი კოუ დემბელე უმტიტი ლენგლე ნეტუ მინგეზა ბრეითა ლუკ დე იონგი აიესენი უნდა გაუშვან ყველა ვარიანტში

  • gecheche
    schedule 22 თებ 2022, 18:23
    #1

    კიდე კაი ეს როარ დარჩა რაის რობერტო ზერბი ეს ბართომეუს ბალასტი კიდე კაი მოშორდა გუნდს ვაი ამის პატრონს