workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა სესარ ასპილიკუეტას პასუხს კვლავ ელის

ბარსელონა სესარ ასპილიკუეტას პასუხს კვლავ ელის

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსელონამ” სესარ ასპილიკუეტას ორწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.

“ჩელსი” იმედოვნებს, რომ იგი გუნდს არ დატოვებს. “ბარსელონა” კი ასპილიკუეტასთან მოლაპარაკებებს დეკემბრიდან მოყოლებული აწარმოებს. კატალონიური კლუბის შეთავაზება კონტრაქტის 2024 წლამდე გაფორმებასა და მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობას ითვალისწინებს. ჯერჯერობით, 32 წლის ფეხბურთელს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ არცერთი კლუბისთვის არ უცნობებია.

ზამთრის მსგავსად, “ბლაუგრანა” აქტიურობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც აპირებს. ერლინგ ჰოლანდთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი დაცვის გაძლიერებაზე გაკეთდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • shu1987
    schedule 18 თებ 2022, 20:54
    #5

    რა პასუხს ელის ესეც 22 წლის ბიჭი არ იყოს, უნდა თქვას მივდივარ და თუარა თქვას ვრჩებიო.. ისეთი პირი უჩანს ბარსას არ იყენებდეს ეს ჩემისა..

  • nika 54
    schedule 18 თებ 2022, 17:46
    #4

    მაგარი გვიჭირს, რაც არ უნდა ილაპარაკოთ გუნდის იდეოლოგიაზე, ადამიანს პირველ რიგში მაინც ხელფასი აინტერესებს, მითუმეტეს ახალ თაობას. მორიბა გაიხსენეთ, ყველას გამდიდრება უნდათ და ფეხის განძრევა აღარავის. აგერ დემბელემ როგორი "შტუკა" გაგვიკეთა. 5 წელი არაფერი გაუკეთებია გუნდისთვის და დაბერილი ჯიბეებით კი მიდის და კიდევ იბერება ჩემს კონტრაქტს პატივი ეცითო.

  • xavi73
    schedule 18 თებ 2022, 14:46
    #3

    Iniesta_8,
    გეთანხმები, მაგას ვიძახი სულ განაპირა მცველი უმნიშვნელოვანესი პოზიციაა და ყველაზე მეტად ჩვენ მანდ გვიჭირს და რის მოგებაზეა საუბარი, ალბა იმის ნახევარიც აღარაა რაც იყო დაცვაში საერთოდ ტყუილადაა ,შეტევაში კიდე მესის ეძებს და მგონი დროა ვინმემ შეცვალოს და მარჯვნივ კიდე ამდენი ფეხბურთელის მოყვანის მიუხედავად წესიერი არავინ ყოფილა იმედია მიაგნებენ იმ ერთადერთს.დ

  • Iniesta_8
    schedule 18 თებ 2022, 14:22
    #2

    ზაფხულში ალბას და ალვესის შემცველი გვჭირდება ყველა ვარიანტში. ალბას საერთოდ დუბლიორიც კი არ ჰყავს. დღევანდელ ფეხბურთში განაპირა მცველი ერთ-ერთი საკვანძო პოზიციაა, შეტევაც და დაცვაც 50%-ით ფლანგის მცველებზეა დამოკიდებული.

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 თებ 2022, 13:52
    #1

    აზპილიკუეტა ღლესტ და მინგეზას ცალი ფეხით სჯობს, არაა ცუდი ვარიანტი, კრისტენსენიც კაი მცველია, ისე რუდიგერი კი მომწონს მაგრამ ძაან ქაჯია, ჩელსიში იქ როცა წამოუვლის წინ გარბის და რაღაცა სკეობებ აკეთებს, მაგრამ უკან კანტე, სილვა და კრისტენსენი ზურგს უმარგებენ, რავიცი ტუხელის მოსვლამდე არაფრედ არ ვარგოდა რუდიგერი და ყველა აგინებდა და ტუხელის გარეშე თუ ისევ ჩაისვარა არაა გამორიცხული( ნაკრებში საშინელია) თან ოლიგარქი აბრამოვიჩი თუ ვერ აძღებს ფულით ჩვენ რა უნდა გადავუხადოთ ნაგდენი?