workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხოს ნაპოლისთან თამაში გამოირიცხა

რონალდ არაუხოს ნაპოლისთან თამაში გამოირიცხა

“ბარსელონას” ურუგვაელი ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

იგი დღეს, “სიუტატ ესპორტივაზე” გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, შესაბამისად, ხვალ სათამაშოდ მზად არ იქნება. მან “ესპანიოლთან” მატჩში მარცხენა ფეხის ქუსლი დაიზიანა.

მიმდინარე სეზონში იგი ტრავმის გამო მე-7 თამაშს გამოტოვებს. ჯერჯერობით, უცნობია, მოასწრებს თუ არა არაუხო “ვალენსიასთან” თამაშისთვის გამოჯანმრთელებას.

ევროპა ლიგის 1/16-ფინალური მატჩი ხვალ, “კამპ ნოუზე”, თბილისის დროით, 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • M10 S9 D11
    schedule 17 თებ 2022, 01:50
    #11

    ოღონდ გარსია არ დააყენოს რა მაგას ისევ ლენგლეს დაყენება სჯობია

  • rivaldo80
    schedule 16 თებ 2022, 17:45
    #10

    ამ ბიჭის იმედი მე ისედაც არ მაქვს მაგრამ მე უფრო სხვა რამე მაოცებს ერთერთი კარგი მცველი იყო ლანგლე რა მოუვიდა აი რა დაემართაა რომ ესე დასირდა გაუგებარია რაა

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 თებ 2022, 17:03
    #9

    ისედაც მიკრო ტრამვებისკენ მიდრეკილია და არც მიკვირს იმ სასაკლაოზე რომ დაიტრამვა , თან ძაან ჩარტყეს არადა, აი ეს თუ არ გვეყოლადა ამოგვტენის ნაპილი, არ მჯერა მაგ თამაშის მოგების, იმედია ვცდები😒

  • BARC4ever
    schedule 16 თებ 2022, 16:28
    #8

    ხელი რომ სრულიად გამოიჯანმრთელოს რამდენი ხანი უნდა?

  • La Pulga10
    schedule 16 თებ 2022, 15:57
    #7

    ნაპოლისთან არაუშავს იმედია ვალენსიათან უკვე ხოდზე იქნება ოთხეულში უნდა დავრჩეთ.

  • Kaka
    schedule 16 თებ 2022, 15:43
    #6

    მაგარი ცუდად კი მოხვდა მალე გამოჯანმრთელდეს!!!

  • Andria
    schedule 16 თებ 2022, 15:25
    #5

    ციტატა: CHEPE
    ლენგლეს დააყენებს რა პრობლემაა მთლად დებილი ხომარაა ბევრჯერ კარგად უთამაშია


    ლენგლე ზოგადად ძალიან კარგი იყო სევილიაში და პირველი სეზონი ბარსაშიც კარგი იყო

  • .Gladiator.
    schedule 16 თებ 2022, 15:20
    #4

    ლენგლე თუ ჯანმრთელად არი მაგან ითამაშოს ჯობია
    გარსიას დანახვას ვეღარ გადავიტან

  • lesane C
    schedule 16 თებ 2022, 15:02
    #3

    იმედია გარსიას არ დააყენებს

  • ROUCH
    schedule 16 თებ 2022, 14:53
    #2

    მიკრო ტრამვების მამა ტიპი. თან მნიშვნელოვანი თამაშების წინ გეგონება ძალათ ამთხვევსო თითებიც რეალის წინ არ წაიტეხა. კი ითამაშა ბოლოს მარა იმ შეხვეულ ხელს პოჭოში იკეთებდა არ მაგკინონო და ისეთი არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო

  • nika 54
    schedule 16 თებ 2022, 14:47
    #1

    რა გინდა რო ქნა!!! არ არის არც ეს სეზონი ჩვენი. ნულზე დავამთავრებთ ალბათ, ჩავი ჩალიჩობს მაგრამ კუმანის ანტირეკორდები გრძელდება.